ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეო რიკოთზე გვირაბის ჩამონგრევას არ ასახავს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

91
VIEWS

18-19 ნოემბერს ფეისბუქზე აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს რიკოთის გვირაბი ჩამოინგრა. ინფორმაცია უმეტესად ეყრდნობოდა 18 ნოემბერს ყალბი  ფეისბუკ-ანგარიშის “ბიწაძე ნანას” პოსტს, რომელსაც თანდართული ჰქონდა ვიდეოც. 

ამჟამად, ფეისბუქ-ანგარიშს პოსტი დარედაქტირებულია, შეცვლილია პოსტის აღწერა და ვიდეო. ცვლილებების ნახვა პოსტის რედაქტირების ისტორიაშია შესაძლებელი, სადაც ჩანს, რომ რეაქციების უმეტესობა სწორედ პოსტის თავდაპირველმა ვერსიამ დააგროვა. 

Screenshot 2023 11 20 124244 ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეო რიკოთზე გვირაბის ჩამონგრევას არ ასახავს

ფეისბუქის მონიტორინგის ხელსაწყო Crowdtangle-ით საძიებო სიტყვების “რიკოთის გვირაბი ჩამოინგრა” ძიებისას ჩანს, რომ ერთი და იგივე პოსტი 18 და 19 ნოემბერს სულ მცირე 5 ჯგუფში გაზიარდა.

Screenshot 2023 11 20 124253 ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეო რიკოთზე გვირაბის ჩამონგრევას არ ასახავს Screenshot 2023 11 20 124302 ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეო რიკოთზე გვირაბის ჩამონგრევას არ ასახავს

ინფორმაცია რიკოთის გვირაბის ჩამონგრევის შესახებ ყალბია. ვიდეო, რომელიც თავდაპირველად პოსტს თანდართული ჰქონდა, თურქეთში, 2023 წლის ივლისშია გადაღებული. გარდა ამისა “მითების დეტექტორს” საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახურმა დაუდასტურა, რომ ბოლო დღეებში რიკოთის უღელტეხილზე გვირაბის ან გზის რაიმე სახის დაზიანება არ მომხდარა.

ამჟამად იმ ჯგუფების ნაწილში, სადაც ყალბი ინფორმაცია ზიარდებოდა, პოსტი წაშლილია, რამდენიმე კი კვლავ ხელმისაწვდომია. პოსტებზე გადასვლილისას, ჩანს, რომ ჯგუფებში “ბიწაძე ნანას” პოსტია გაზიარებული, ამჟამად რედაქტირებული სახით, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეხება.

Screenshot 2023 11 20 124322 ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეო რიკოთზე გვირაბის ჩამონგრევას არ ასახავს

CrowdTanglе-ის ძიების შედეგებში ჯერ კიდევ ჩანს ძველი ვიდეოს კადრი, რომლის საშუალებითაც, ფოტოს უკუძიების ინტერნეტ-ხელსაწყოების გამოყენებით, ვიდეოს პოვნა გახდა შესაძლებელი. 

ვიდეო 2023 წლის ივლისში თურქეთშია გადაღებული და ორდუს პროვინციაში, ქალაქ ორდუსა და მესუდიეს დამაკავშირებელ გზაზე გვირაბის წინ გზის ჩანგრევას ასახავს. ნგრევა სამი დღის განმავლობაში ძლიერ წვიმას მოჰყვა. დაზიანებული გზა ხმელთაშუაზღვისა და შავი ზღვის დამაკავშირებული სარტრანზიტო მარშუტის ნაწილია.

ბიწაძე ნანას მიერ თავდაპირველად გამოქვეყნებული ვიდეოს კადრი კადრი 2023 წლის ივლისის მეწყრის ამსახველი ვიდეოდან
Screenshot 2023 11 20 124331 ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეო რიკოთზე გვირაბის ჩამონგრევას არ ასახავს Screenshot 2023 11 20 124335 ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეო რიკოთზე გვირაბის ჩამონგრევას არ ასახავს

“მითების დეტექტორი” ასევე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაუკავშირდა. უწყების პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ რიკოთის გზაზე ბოლო დღეებში რაიმე სახის ნგრევას და დაზიანებას ადგილი არ ჰქონია.

აღსანიშნავია, რომ რიკოთზე გვირაბის ჩამონგრევაზე ვიდეომანიპულაცია 2023 წლის ივლისშიც გავრცელდა, რომელიც “მითების დეტექტორმა” გადაამოწმა:

წყაროს შესახებ:

ყალბი ფეისბუქ-ანგარიში “ბიწაძე ნანა” ყალბ ინფორმაციას სისტემატიურად აქვეყნებს. 2020 წელს აღნიშნული ანგარიში გვერდმა ვინ ვინ არის – Vin Vin Aris შეისწავლა და დაადგინა, რომ ის Альона Тимончук-ის ფოტოებს იპარავს. ანგარიში “ბიწაძე ნანა” დაკავშირებულია მეორე ფეისბუკ-ანგარიშ “მრისხანე ბაბუაწვერასთან”, რომელსაც თედო აბაშიძე მართავს. თედო აბაშიძე სხვადასხვა პოლიტიკოსის ყალბ ციტატებს ძირითადად ირონიული შინაარსით აქვეყნებს, თუმცა არ უთითებს, რომ ინფორმაცია სატირულია, ხოლო ფეისბუკ მომხმარებლების ნაწილი პოსტებს რეალურ ამბად აღიქვამს.

“ბიწაძე ნანას” მიერ გავრცელებული ყალბი პოსტები “მითების დეტექტორმა” არაერთხელ გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist