ვიდეომანიპულაცია, თითქოს რიკოთზე გვირაბი ჩამოინგრა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

315
VIEWS

14 ივლისს ფეისბუქ-ანგარიშმა George Liluashvili გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც გვირაბის ნგრევა ჩანს. პოსტის ავტორი წერს: “ასე ინგრევა რიკოთზე გაყვანილი გვირაბები”.

Screenshot 2023 07 18 102437 ვიდეომანიპულაცია, თითქოს რიკოთზე გვირაბი ჩამოინგრა

გავრცელებული პოსტი ვიდეომანიპულაციას შეიცავს. რეალურად, პოსტისთვის დართული ვიდეო არც რიკოთის უღელტეხილზე და არც საქართველოში გადაღებული არაა. ბოლო პერიოდში გვირაბის ჩამონგრევას საავტომობილო გზების დეპარტამენტშიც უარყოფენ.

“მითების დეტექტორი” ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაუკავშირდა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აღნიშნეს, რომ გავრცელებული ვიდეო რიკოთის უღელტეხილის ტერიტორიას არ ასახავს და ბოლო პერიოდში რიკოთის მიმდებარედ ნგრევის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მათი თქმით, იმედოვნებენ, რომ მონაკვეთზე ტრანსპორტით გადაადგილება ყველანაირი შეზღუდვის გარეშე მალე სრულად აღდგება. 

2023 წლის მარტში უბისა-შორაპნის მონაკვეთზე, მიმდინარე მშენებლობის პროცესში, უხვი ნალექის შედეგად გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა ფერდის ერთ-ერთი უბნის დროებით მოპირკეთებული ზედაპირი ჩამოშალა და გარე ბეტონის სექცია დააზიანა. ამის შემდეგ რიკოთის უღელტეხილზე ტრანსპორტის გადაადგილება დღემდე სხვადასხვა შეზღუდვით მიმდინარეობს

Screenshot 2023 07 18 102444 ვიდეომანიპულაცია, თითქოს რიკოთზე გვირაბი ჩამოინგრა
ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი

რაც შეეხება ვიდეოს, რომელიც გავრცელებულ პოსტს ახლავს, ის საქართველოში გადაღებული არ არის. ვიდეოს ფონად ლაპარაკის ხმა გასდევს, თუმცა საუბარი ქართულ ენაზე არ ისმის. ვიდეოში, სავარაუდოდ, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერთ-ერთ ენაზე ლაპარაკობენ, რომლის ზუსტი იდენტიფიცირება “მითების დეტექტორმა” ვერ შეძლო. გარდა ამისა, აღნიშნული ვიდეო ჯერ კიდევ 2021 წელს ასევე ყალბი აღწერით ვრცელდებოდა და მას ბრაზილიაში მდებარე ფლორიანოპოლისში მიმდინარე საგზაო სამუშაოებს მიაწერდნენ. როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი მედიასაშუალება წერს, გვირაბის ნგრევის კადრები ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა, რადგან მასში ნაჩვენები ადგილი ვიზუალურად ფლორიანოპოლისს ჰგავს, თუმცა ადგილზე მდებარე 4 სხვადასხვა გვირაბიდან ვიდეო არცერთს არ შეესაბამება.

Screenshot 2023 07 18 102454 ვიდეომანიპულაცია, თითქოს რიკოთზე გვირაბი ჩამოინგრა Screenshot 2023 07 18 102503 ვიდეომანიპულაცია, თითქოს რიკოთზე გვირაბი ჩამოინგრა

წყაროს შესახებ

გიორგი ლილუაშვილი, რომელმაც რიკოთის გვირაბთან დაკავშირებით ვიდეომანიპულაცია გამოაქვეყნა, ანტივაქსერული “ემი ჯგუფის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და პარტია “საქართველოს” თავმჯდომარეა. 

ლილუაშვილის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციული მტკიცებები “მითების დეტექტორს” წარსულშიც არაერთხელ გადაუმოწმებია:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist