ვინ ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა არაკონსტიტუციურია?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

45
VIEWS

4 ნოემბერს ფეისბუქ ჯგუფში ფავორიტი TV ანგარიშის “ფატი ფატის” პირდაპირი ვიდეო ჩართვა გავიდა, რა დროსაც   გიორგი ლილუაშვილმა ვაქცინაციის მოწოდებასთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება უარყოფითად შეაფასა. ლილუაშვილის მტკიცებით, ზურაბიშვილი არალეგიტიმური პრეზიდენტია, რადგან ის საფრანგეთის მოქალაქეც არის, ხოლო  საქართველოს კონსტიტუციით, პრეზიდენტის პოსტის დაკავება ორმაგი მოქალაქობის მქონე პირს არ  შეუძლია.

"
მტკიცება იმის შესახებ, რომ სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეა და ამის გამო მისი პრეზიდენტობა კონსტიტუაციას არღვევს, მცდარია. რეალურად, სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებამდე თქვა. ამდენად, ის ორმაგი მოქალაქე აღარ არის და საქართველოს კონსტიტუციას ვერ დაარღვევს.

სალომე ზურაბიშვილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დამოუკიდებელ კანდიდატად 2018 წლის 6 აგვისტოს დარეგისტრირდა, საარჩევნო კამპანია კი 16 აგვისტოს დაიწყო. ამ პერიოდში მას საფრანგეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა, თუმცა 30 აგვისტოს მან განაცხადა, რომ 23 აგვისტოდან საფრანგეთის მოქალაქე აღარ იყო, რადგან სწორედ ამ დღეს მისი მოქალაქეობის გაუქმების შესახებ დადგენილებას საფრანგეთის პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა მოაწერეს ხელი.

საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, “საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის ან პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა.” სალომე ზურაბიშვილი კი არჩევნებში გამარჯვებისა და პრეზიდენტის პოსტის დაკავების დროს, ანუ 2018 წლის ნოემბერში, მხოლოდ საქართველოს მოქალაქე იყო.

აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას 2013 წელსაც აპირებდა, თუმცა მაშინ მას “ცესკომ” რეგისტრაციაზე უარი იმ არგუმენტით უთხრა, რომ კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის პოსტს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი ვერ დაიკავებდა. მაშინ ზურაბიშვილმა “ცესკოს” ეს გადაწყვეტილება სასამართლოს სამივე ინსტაციაში გაასაჩივრა, თუმცა სარჩელი არც ერთმა არ დაუკმაყოფილა. “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მიხედვით, “ცესკოს” ზურაბიშვილისთვის უარის თქმის უფლება არ ჰქონდა, რადგან კონსტიტუციაში ნათქვამია, რომ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს პრეზიდენტის პოსტის დაკავება არ შეუძლია, თუმცა არც საარჩევნო კოდექსში და არც კონსტიტუციაში ნახსენები არ არის, რომ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირისთვის პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრა აკრძალულია. შესაბამისად, ორმაგ მოქალაქეს არჩევნებში მოანწილეობის მიღება და გამარჯვების შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის თქმა შეუძლია. ზურაბიშვილი 2013 წლის სექტემბერში აცხადებდა, რომ მას საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის შესახებ განცხადება უკვე შეტანილი ჰქონდა და ის მაშინვე დაკმაყოფილდებოდა, როგორც კი მას პრეზიდენტად აირჩევდნენ.

  • წყაროების შესახებ

ფეისბუქ ჯგუფი TV ფავორიტი 2021 წლის 8 აგვისოტს შეიქმნა და მისი ერთადერთი ადმინი გიორგი ლილუაშვილია.

"

გიორგი ლილუაშვილი ანტივაქსერთა იმ ჯგუფის წევრია, რომელიც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს ხშირად ატარებს. ლილუაშვილი ჯგუფის კიდევ ერთ წევრთან ლევან ჩხიკვაძესთან ერთად სალომე ზურაბიშვილის 4 ნოემბრის იმ განცხადებას აპროტესტებდა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში რისკ-ჯგუფების სავალდებულო ვაქცინაცია უნდა დაიწყოს და კოვიდ პასპორტები უნდა ამოქმედდეს.

რაც შეეზება ფეისბუქ მომხმარებელს ფატი ფატის, მის URL მისამართად mtvareuli.mtvareuli.77-ია მითითებული და ჯგუფში სხვადასხვა ანტივაქსერული შინაარსის პოსტს ხშირად აქვეყნებს.

"

როგორც გიორგი ლილუაშვილის, ისე ფატი ფატის პროფილებზე პარტია “საქართველოს” მხარდამჭერ ფოტოებს ვხვდებით, პარტის 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე საარჩევნო ნომერი 13 ჰქონდა მინიჭებული. პარტიის თავჯდომარე გიორგი ლილუაშვილია.

“მითების დეტექტორმა” ლილუაშვილის მიერ კორონავირუსთან და მის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით გაჟღერებული ცრუ ინფორმაციები არა ერთხელ გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist