“ემი” ჯგუფი ანტივაქსერულად განწყობილი ექიმების, იურისტებისა და მიკრობიოლოგების გაერთიანებას წარმოადგენს. ჯგუფის ფეისბუქ გვერდი 2021 წლის 16 იანვარს შეიქმნა.
ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, საქართველომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგნაიზაცია დატოვოს. ამ მიზნით ჯგუფის წარმომადგენლება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სარეფერენდუმო შეკითხვაც შეიტანეს.
ჯგუფის წარმომადგენლებმა ზვიად გოგიაშვილმა, ლევან ჩხიკვაძემ და გიორგი ლილუაშვილმა სხვადასხვა დროს კორონავირუსის, PCR ტესტებისა და კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ არაერთი დეზინფორმაცია გაავრცელეს.