“ემი” ჯგუფი სკოლებში მშობლის ნებართვის გარეშე ბავშვების აცრასთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

134
VIEWS

19 და 24 ოქტომბერს ანტივაქსერულად განწყობილი ექიმების, იურისტებისა და მიკრობიოლოგების გაერთიანების “ემი” ჯგუფის ფეისბუქ-ლაივებში (1,2) ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, ფატი კიპაროიძემ სკოლებსა და მშობლებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების შესახებ ისაუბრა. კიპაროიძის მტკიცებით, ხელშეკრულებები მესამე პირზე “პერსონალური მონაცემების და მათი მართვის” გადაცემას ითვალისწინებს, ეს პერსონალური მონაცემები კი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციასაც მოიცავს. შედეგად ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ მშობელი მთლიანად იქნება “ჩამოშორებული სასწავლო პროცესს”, ხოლო ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციის სკოლისთვის “გადაცემის” შედეგად მშობლის ნებართვის გარეშე ბავშვის ვაქცინაცია შეიძლება მოხდეს. 19 ოქტომბრის ლაივში ფატი კიპაროიძე ბავშვების მშობლის ნებართვის გარეშე ვაქცინაციას ექიმის საათს უკავშირებს და აღნიშნავს, რომ ექიმი ბავშვს მშობლის ნებართვის გარეშე “დაიყოლიებს აცრაზეც და სხვა თემებზეც”.

Screenshot 2 3 “ემი” ჯგუფი სკოლებში მშობლის ნებართვის გარეშე ბავშვების აცრასთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს

მტკიცება, თითქოს სკოლისთვის მოსწავლის პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომის მიცემა, მშობლის სასწავლო პროცესიდან ჩამოშორებას იწვევს და ბავშვის მშობლის ნებართვის გარეშე ვაქცინაციის შესაძლებლობას ქმნის, მცდარია. 1) სკოლებში პერსონალური მონაცემების დამუშავების საკითხი საქართველოს კანონმდებლობით რეგულირდება და სკოლას პერსონალური მონაცემების მოსწავლის განათლებით უზრუნველყოფისთვის სჭირდება; 2) არასრულწლოვანის ვაქცინაციისთვის მშობლის ნებართვა აუცილებელია; 3) “ექიმის საათი” განათლების სამინისტროს საპილოტე, საგანმანათლებლო პროგრამაა და მშობლის ნებართვის გარეშე მოსწავლის რაიმე სამედიცინო მანიპულაციაზე დათანხმებასთან კავშირი არ აქვს

  • სკოლებში პერსონალური მონაცემების დამუშავების საკითხს საქართველოს კანონმდებლობა არეგულირებს და სასწავლო პროცესიდან მშობლის ჩამოშორების შესაძლებლობას არ ქმნის

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით “მითების დეტექტორი” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაუკავშირდა. სამინისტროს წერილში ნათქვამია, რომ სკოლასა და მშობელს შორის ხელშეკრულების შინაარს სკოლა განსაზღვრავს და მოიცავს ისეთს საკითხებს, როგორიცაა: სკოლისა და მშობლის ვალდებულებები, მოსწავლის პერსონალური მონაცემების გამოყენება, სასწავლო დრო, დასვენების დრო, უქმე დღეები, დავის გადაწყვეტა და მისი მარეგულირებელი კანონმდებლობა სხვა.

სამინისტრო აღნიშნავს, რომ სკოლას სხვადასხვა მიზნით უწევს არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დამუშავება და მონაცემების ზოგადი განათლების საინფორმაციო სისტემაში შეგროვებას, შენახვასა და დამუშავებას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით, დადგენილი წესით უზრუნველყოფს.

Screenshot 3 2 “ემი” ჯგუფი სკოლებში მშობლის ნებართვის გარეშე ბავშვების აცრასთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს Screenshot 4 2 “ემი” ჯგუფი სკოლებში მშობლის ნებართვის გარეშე ბავშვების აცრასთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს

აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის “მშობლები განათლებისთვის” მიერ სკოლებისთვის შემუშავებული პერსონალური მონაცემების სახელმძღვანელოში მითითებულია, რომ სკოლას შეუძლია იმ მონაცემების დამუშავება, რომელიც სჭირდება მოსწავლეთა განათლების მიღებით უზრუნველყოფისთვის. მოსწავლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, ფოტოსურათი, მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლების ვინაობა, მოსწავლის და მისი მშობლების საცხოვრებელი მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია, მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის ინფორმაცია, მისი გაკვეთილებზე დასწრება და აკადემიური მოსწრების მონაცემები, ის მინიმალური ინფორმაციაა, რომლის გარეშეც სკოლა მოსწავლის სათანადო განათლებას ვერ უზრუნველყოფს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წერილში, ასევე აღნიშნულია, რომ არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დამუშავება და მართვა სოციალური მუშაობის რეფორმის ფარგლებშიც მიმდინარეობს. სკოლებში სოციალური მუშაკის მიერ პერსონალური მონაცემების დაცვის პირობებს კი 2022 წლის 27 იანვრიდან ამოქმედებული “სოციალური მუშაკისთვის სოციალური მუშაობის პროფესიული სტანდარტებისა და სოციალური მუშაკის ორგანიზაციულ-ტექნიკური და ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფის წესის” შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების მე-12 მუხლი განსაზღვრავს.

Screenshot 5 1 “ემი” ჯგუფი სკოლებში მშობლის ნებართვის გარეშე ბავშვების აცრასთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს

როგორც მინისტრის ბრძანებიდან იკვეთება, პერსონალური მონაცემების დამუშავებისთვის სოციალურ მუშაკს მშობლის ინფორმირებული თანხმობა სჭირდება, მშობელს აქვს უფლება მიიღოს ინფორმაცია შვილის შესახებ დამუშავებული მონაცემების შესახებ, მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება. შესაბამისად მშობელი სკოლაში მიმდინარე პროცესებში ჩართულია. აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლი მშობელს პირადად ან არჩეული წარმომადგენლის მეშვეობით სკოლის მართვაში მონაწილეობის უფლებას აძლევს, მშობელს ასევე აქვს უფლება სკოლაში არსებული ნებისმიერი ინფორმაცია მიიღოს, გარდა (სხვისი) პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციისა. 

  • სკოლასთან გაფორმებული ხელშეკრულება მშობლის ნებართვის გარეშე არასრულწლოვანის ვაქცინაციის შესაძლებლობას არ ქმნის

განათლების სამინისტრომ ასევე დაადასტურა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება მტკიცება, თითქოს მოსწავლეების მშობელთა ნებართვის გარეშე აცრა შესაძლებელია. პროფილაქტიკურ აცრებთან დაკავშირებით იმუნიზაციის მართვის წესებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება არეგულირებს. ხოლო რაც შეეხება Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამჟამად ფაიზერის ვაქცინით აცრა შეუძლიათ 16-18 წლამდე ასაკის მოზარდებს და 12-15 წლამდე ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებს. ორივე შემთხვევაში აცრისთვის მშობლის ნებართვაა საჭირო.

  • “ექიმის საათი” განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამაა და მშობლის ნებართვის გარეშე მოსწავლის რაიმე სამედიცინო მანიპულაციაზე დათანხმებასთან კავშირი არ აქვს

რაც შეეხება ექიმის საათს, რომელსაც კიპაროიძე, მშობლის ნებართვის გარეშე ვაქცინაციას უკავშირებს, ეს  განათლების სამინისტროს საპილოტე პროგრამაა, რომლის მეორე ეტაპი 2022 წლის ივლისში დასრულდა. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სკოლის ექიმის საგანმანათლებლო პროცესში ჩართვა, რათა მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღონ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ჰიგიენის ნორმებისა და პირადი სივრცის დაცვა, ჯანსაღი კვება, კონფლიქტების მართვა, თანატოლებთან ურთიერთობა, უცხო ადამიანებთან მოქცევის წესი და გენდერული საკითხები. პროექტის პილოტირება დაწყებით სასწავლო საფეხურზე 12 სკოლაში ჩატარდა. 

პროექტის მენეჯერმა, ორგანიზაცია „თანადგომის“ ფსიქოლოგის ხათუნა ხაჟომიამ და პროექტის ერთ-ერთმა მონაწილემ, 128-ე სკოლის ექიმმა ნინო ბახუტაშვილმა, “TV პირველის” გადაცემაში “პირველამდე” “ექიმის საათზე” საუბრისას აღნიშნეს, რომ პილოტირების ეტაპზე ყველა სკოლაში პროგრამის წარმომადგენლებმა მშობლებთან საკონსულტაციო შეხვედრა მოაწყვეს და მათ პროგრამისა და იმ საკითხების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომელიც გაკვეთილებზე მოსწავლეებთან განიხილებოდა. ბახუტაშვილის თანახმად, გაკვეთილებზე მოსწავლეებს ინტერაქციული ფორმით მიეწოდებოდათ ინფორმაცია ჯანმრთელობის, ჰიგიენის, ჯანსაღი კვების, პირადი სივრცისა და საკუთარი უსაფრთხოების შესახებ, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან საკითხზეც, როგორც პოტენციური სექსუალური ძალადობისგან თავის დაცვაა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist