დეზინფორმაცია, თითქოს კოვიდ19-ის ვაქცინა ბავშვებში ჭარბ სიკვდილიანობას იწვევს

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

103
VIEWS

12-15 ნოემბერს ფეისბუქზე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ბავშვების სიკვდილს იწვევს. “ემი” ჯგუფის გვერდი და ანტივაქსერული ფეისბუქ ანგარიში ბოლო ჟამის ქრისტიანები გამოცემა Expose-ზე დაყრდნობით ამტკიცებდნენ, რომ ევროპაში  ჭარბი სიკვდილიანობის მაჩვენებელი ბავშვებში 552%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც EMA-მ პირველად დაამტკიცა ფაიზერის ვაქცინის გამოყენება  ბავშვებისთვის. რამდენიმე ფეისბუქ მომხმარებელი (1,2,3) კი ამტკიცებდა, რომ 4 წლის ბრაზილიელი ბავშვი, რომელიც ბავშვთა ვაქცინაციის მთავარი სახე იყო, გარდაიცვალა და ეს მშობლების უვიცობისა და სიბრიყვის გამო მოხდა. 

Screenshot 5 3 დეზინფორმაცია, თითქოს კოვიდ19-ის ვაქცინა ბავშვებში ჭარბ სიკვდილიანობას იწვევს Screenshot 6 3 დეზინფორმაცია, თითქოს კოვიდ19-ის ვაქცინა ბავშვებში ჭარბ სიკვდილიანობას იწვევს

მტკიცება, რომ ევროპაში ბავშვთა ჭარბი სიკვდილიანობა 552%-ით გაიზარდა და ეს ფაიზერის ვაქცინით აცრამ გამოიწვია, მცდარია. პროექტი EuroMOMO, რომლის მონაცემებსაც მტკიცების ავტორები ეყრდნობიან, საკუთარ საიტზე წერს, რომ შეჯამებული სიკვდილიანობის მონაცემები მოდელში არსებული ხარვეზის გამო არასანდოა. ასევე, დეზინფორმაციაა, თითქოს 4 წლის არგენტინელი ბიჭის გარდაცვალების მიზეზი ვაქცინა გახდა. რეალურად, ის ექიმების მიერ არასწორად დასმული დიაგნოზისა და არასწორი მკურნალობის გამო გარდაიცვალა. ექიმებმა მას გასტროენტეროკოლიტისა და ლარინგიტის დიაგნოზი დაუსვეს, აუტოფსიით კი დადგინდა, რომ ბიჭს ორმხრივი პნევმონია ჰქონდა.

ინფორმაცია, რომ ფაიზერის ვაქცინის გამოყენებამ ბავშვების სიკვდილიანობა გამოიწვია ფეისბუქ ანგარიშებმა ონლაინ გამოცემა Expose-ს სტატიაზე დაყრდნობით გაავრცელეს. სტატიაში მოყვანილია 2021 და 2022 წლებში ბავშვთა ჭარბი სიკვდილიანობის ზრდის პროცენტული მაჩვენებლები და ზრდადი ტენდენციის მიზეზად ბავშვებში ფაიზერის ვაქცინის გამოყენებაა დასახელებული. 

ჭარბი სიკვდილიანობა არის მაჩვენებელი, რომელიც კრიზისის პერიოდში (ამ შემთხვევაში Covid-19-ის გავრცელების პერიოდში) ნებისმიერი მიზეზით გარდაცვალების რაოდენობას აჯამებს და ამ რიცხვს კრიზისამდელი პერიოდის მონაცემებს ადარებს. 

Expose-ს სტატიაში მონაცემები EuroMOMO-ს მონაცემთა ბაზიდანაა მოპოვებული, რომელიც ოცზე მეტი ევროპული ქვეყნისა და რეგიონის, ასევე ისრაელის სიკვდილიანობის მაჩვენებლებს აერთიანებს და მათზე დაყრდნობით ჭარბი სიკვდილიანობის ზოგად სტატისტიკას აქვეყნებს. პროექტი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასა (WHO) და ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრთანაც (ECDC) თანამშრომლობს.

სტატიის ძირითადი ნაწილი 0-დან 14 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებში აღრიცხული ჭარბი სიკვდილიანობის დაჯამებულ მონაცემებს ეყრდნობა. 

2021 და 2022 წლების მონაცემები გრაფიკულად ასე გამოიყურება: 

Screenshot 7 6 დეზინფორმაცია, თითქოს კოვიდ19-ის ვაქცინა ბავშვებში ჭარბ სიკვდილიანობას იწვევს
წყარო: euromomo.eu

თუმცა, საიტზე მოცემულია გაფრთხილება, რომ კორონავირუსის გავრცელების შემდგომ პერიოდში დაჯამებული (კუმულირებული) სიკვდილიანობის მაჩვენებელი მოდელში არსებული ხარვეზების გამო არასანდოა. 

Screenshot 8 5 დეზინფორმაცია, თითქოს კოვიდ19-ის ვაქცინა ბავშვებში ჭარბ სიკვდილიანობას იწვევს

EuroMOMO-ს ყოველკვირეულ ბიულეტენში ხარვეზების შესახებ უფრო ვრცელი განმარტებაა მოცემული. კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შემდგომ საბაზისო ხაზის გამოთვლისას (შავი წყვეტილი ხაზი გრაფიკზე) ახალი მონაცემები გათვალისწინებული არაა, რადგან ეს მონაცემები საბაზისო ხაზს გაამრუდებს და  ობიექტური მონაცემების მიღებას ხელს შეუძლის. ამის გამო, საბაზისო ხაზი გამოთვლილია პანდემიამდე არსებული მოლოდინების მიხედვით. ამ მეთოდის გამოყენება დიდ პერიოდებზე არაა რეკომენდებული, სწორედ ამიტომ, რაც უფრო მეტი დრო გადის პანდემიის დაწყებიდან, ეს კონკრეტული მონაცემი მით ნაკლებადაა სანდო. მაგალითისთვის, მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის პირველ კვირასა და 2022 წლის მეორმოცე კვირას თანაბარი რაოდენობის გარდაცვალება აღირიცხა, იმის გამო, რომ საბაზისო ხაზი კლებადია, 2022 წლის დაჯამებულ მონაცემებში ჭარბი სიკვდილიანობა 29 ერთეულით მეტი გამოჩნდება, ვიდრე 2020 წლის პირველ კვირაში. 

მეტად სანდო მონაცემი ამ მიმართულებით ყოველკვირეული სიკვდილიანობის გრაფიკია. 2021 წლის პირველ ნახევარში 0-14 წლის ბავშვებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი შედარებით ნაკლებია, ვიდრე მეორე ნახევარში, თუმცა, გარდაცვალებათა რიცხვი არც ერთი კვირის მანძილზე არ აჭარბებს “არსებითი ზრდის” (Substantial Increase) ზღვარს, რომელიც წყვეტილი წითელი ხაზითაა ნაჩვენები. წლის მეორე ნახევარში რიცხვების ზრდა შეიძლება აიხსნას იმით, რომ ევროპის ქვეყნების უმრავლესობამ ამ პერიოდში კარანტინის წესები შეამსუბუქა და მოსახლეობაში კონტაქტის ზრდამ ვირუსის შემთხვევებიც გაზარდა, რამაც, თავის მხრივ, სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა გამოიწვია

Screenshot 9 6 დეზინფორმაცია, თითქოს კოვიდ19-ის ვაქცინა ბავშვებში ჭარბ სიკვდილიანობას იწვევს

2022 წელს ამავე ასაკობრივ ჯგუფში განსხვავებული ტრენდი არ შეინიშნება. გარდაცვალებათა რიცხვი არსებითი ზრდის ნიშნულს მხოლოდ 24-ე კვირაში უახლოვდება და დანარჩენი პერიოდის უდიდესი ნაწილი “ნორმალურ დიაპაზონს” (Normal Range) არ სცდება. 

Screenshot 9 6 დეზინფორმაცია, თითქოს კოვიდ19-ის ვაქცინა ბავშვებში ჭარბ სიკვდილიანობას იწვევს

თავად EuroMOMO-ს ინფორმაციით, პანდემიის დაწყების პირველ ეტაპზე, “ლოქდაუნის” დროს, (2020 წლის პირველი კვირიდან 2021 წლის 21-ე კვირამდე) ყოველკვირეულად საშუალოდ 326 გარდაცვალება აღირიცხებოდა, ხოლო მომდევნო ეტაპზე (2021 წლის 22-ე კვირიდან 2022 წლის მე-40 კვირის ჩათვლით) ეს რიცხვი 345-ს შეადგენდა. ორივე ეს მონაცემი ნაკლებია პანდემიამდელ (2018 წლის პირველი კვირიდან 2019 წლის 52-ე კვირის ჩათვლით) საშუალო რიცხვზე, რომელიც 361-ს შეადგენდა. შესაბამისად, ამ მონაცემებით კორონავირუსის პანდემიის პირობებში ბავშვთა ჭარბი სიკვდილიანობა არ დასტურდება. 

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში გარდაცვალებების რიცხვი გაცილებით დაბალია, ვიდრე სხვა ნებისმიერ ჯგუფში. მაგალითისთვის, 2022 წელს 15-დან 44 წლამდე  ასაკობრივ კატეგორიაში საბაზისო ხაზი თითქმის 1500-ს აღწევს და ყოველკვირეული მონაცემებიც რამდენიმეჯერ უახლოვდება და ცდება არსებითი ზრდის ნიშნულს. შედარებით უფროს ჯგუფებში მონაცემები კიდევ უფრო იზრდება

Screenshot 11 4 დეზინფორმაცია, თითქოს კოვიდ19-ის ვაქცინა ბავშვებში ჭარბ სიკვდილიანობას იწვევს

შემთხვევათა ნაკლები რაოდენობა იწვევს იმას, რომ 0-დან 15 წლამდე სიკვდილიანობის გრაფიკი გაცილებით ცვალებადი ჩანს. ამასთან, გარდაცვალების მაჩვენებლის რამდენიმე ათეულით ცვლილებაც კი პროცენტულად მნიშვნელოვან სხვაობას გვაძლევს. ეს პროცენტული მაჩვენებლებით მანიპულირებას უფრო მარტივს ხდის. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ ასაკობრივ კატეგორიაში ახალშობილთა გარდაცვალების შემთხვევებიც შედის, რასაც მიღებულ მონაცემებზე უარყოფითი გავლენა აქვს

ჭარბი სიკვდილიანობის განსაკუთრებული ზრდა ბავშვებში არც სხვა მონაცემებით არ დასტურდება

4 წლის ბიჭის გარდაცვალება ვაქცინას არ უკავშირდება 

შემდეგი მტკიცება, რომელსაც ფეისბუქზე გავრცელებული პოსტები აჟღერებდნენ, 4 წლის ბრაზილიელ ბიჭს შეეხებოდა, რომელიც ბავშვთა ვაქცინაციის კამპანიის სახე იყო და მოულოდნელად გარდაიცვალა. პოსტის ავტორები ამტკიცებდნენ, რომ ბიჭის გარდაცვალება მშობელთა “უვიცობას და სიბრიყვის” ბრალი იყო, რაც ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ გარდაცვალება ვაქცინას უკავშირდებოდა. 

ფოტოზე გამოსახული ბიჭი, სახელად სანტინო გოდოი ბლანკო არა ბრაზილიიდან, არამედ არგენტინიდან იყო და ის 4 ნოემბერს გარდაიცვალა. 4 წლის ბიჭის დედა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ მისი შვილი 2 ნოემბერს საავადმყოფოში მაღალი სიცხით მიიყვანა, სადაც პედიატრის ნახვა მოითხოვა, ექთანმა კი უთხრა, რომ ეს საჭირო არ იყო. 

სანტინო გოდოი კლინიკაში რამდენიმეჯერ მიიყვანეს. თავდაპირველად დედას უთხრეს, რომ ბიჭს გასტროენტეროკოლიტი სჭირდა, შემდეგ კი დიაგნოზი ვირუსული ლარინგიტით შეიცვალა და ბავშვს კორტიკოსტეროიდები და ნებულაიზერები დაუნიშნეს. საბოლოოდ, 4 ნოემბერს ბავშვი გარდაიცვალა და ჩატარებულმა აუტოფსიამ აჩვენა, რომ მას სინამდვილეში ორმხრივი პნევმონია ჰქონდა. ოჯახი მომხდარში საავადმყოფოს ადანაშაულებს და მათ დაუდევრობაში სდებს ბრალს. 

სანტინო ჯანდაცვის სამინისტროს კამპანიაში, სახელად “ჩახუტების გააქტიურება” მონაწილეობდა, რომელიც მიზნად წითელას, წითურას, ყბაყურასა და პოლიომიელიტის ვაქცინების რეკლამირებას ისახავდა მიზნად

Screenshot 12 3 დეზინფორმაცია, თითქოს კოვიდ19-ის ვაქცინა ბავშვებში ჭარბ სიკვდილიანობას იწვევს


“სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზერომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.”  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: არგენტინა, ევროკავშირი
წყარო

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist