საპატრიარქოს სახელით “გამონათვლის პროცედურაზე” ყალბი ინფორმაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

168
VIEWS

4 ნოემბერს ყალბმა ფეისბუკ-ანგარიშმა “ბიწაძე ნანა” გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს საპატრიარქო იმ ადამიანებს, რომლებსაც სამზე მეტი ნათლია ჰყავთ, “გამონათვლის პროცედურას” ჩაუტარებს და თავიდან მონათლავს. პროცედურა კი ფასიანი იქნება, 70-80 ლარის ფარგლებში, არაუმეტეს 100 ლარისა. ციტატას თან ერთვის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ფოტო, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მსგავსი შინაარიის განცხადება მან გააკეთა.

იდენტური პოსტი სხვა ფეისბუქ-მომხმარებელმაც გაავრცელა.

samgzis gamonathvla საპატრიარქოს სახელით “გამონათვლის პროცედურაზე” ყალბი ინფორმაცია ვრცელდება

ინფორმაცია, რომ საპატრიარქო იმ ადამიანებს ვისაც ერთზე მეტი ნათლია ჰყავს, გამონათვლას გაუკეთებს, ყალბია. მსგავი განცხადება დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს არ გაუკეთებია და არც საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე იძებნება. ფეისბუკ-ანგარიში “ბიწაძე ნანა” კი სისტემატურად ავრცელებს მსგავსი სტილის ყალბ ინფორმაციას.

2 ნოემბერს სინოდმა მიიღო განჩინება, რომლის მიხედვითაც ნათლია უნდა იყოს ერთი ან ორი. გამონაკლის შემთხვევაში ნათლიების რაოდენობის სამმამდე გაზრდა დასაშვებია თუ მესამე ნათლია კათოლიკოს-პატრიარქი იქნება. უკვე მონათლული ადამიანების რაიმე სახის “გამონათვლზე” და მათ თავიდან მონათვლაზე განცხადება საპატრიარქოს და მის წარმომადგენლებს არ გაუკეთებიათ.

4 ნოემბერს დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ თავის ფეისბუქ-გვერდზე დამატებით განმარტა, რომ სინოდის 2 ნოემბრის განჩინებაში არ იგულისხმება აქამდე შესრულებულ ნათლობაში რაიმე სახის ცვლილების გატარება. გარდა ამისა ტელეკომპანია “იმედთან” კომენტარში დეკანოზმა ლონგინოზ სუარიშვილმა განმარტა, რომ ვისაც უახლოესი 1-2 კვირის განმვალობაში უკვე ჩანიშნული ჰქონდა ნათლობა, მათთვის გამონაკლისია დაშვებული. მისივე თქმით, სინოდის განჩინება გავლენას არ იქონიებს მათზე ვინც უკვე მონათლულია და ჰყავს მრავალი ნათლია.

წყაროს შესახებ:

ყალბი ფეისბუქ-ანგარიშიბიწაძე ნანა” ყალბ ინფორმაციას სისტემატიურად აქვეყნებს (1,2). 2020 წელს აღნიშნული ანგარიში გვერდმა ვინ ვინ არის – Vin Vin Aris შეისწავლა და დაადგინა, რომ ის Альона Тимончук-ის ფოტოებს იპარავს. ანგარიში “ბიწაძე ნანა” დაკავშირებულია მეორე ფეისბუკ-ანგარიშ “მრისხანე ბაბუაწვერასთან”, რომელსაც თედო აბაშიძე მართავს. თედო აბაშიძე სხვადასხვა პოლიტიკოსის ყალბ ციტატებს ძირითადად ირონიული შინაარსით აქვეყნებს, თუმცა არ უთითებს, რომ ინფორმაცია სატირულია, ხოლო ფეისბუკ მომხმარებლების ნაწილი პოსტებს რეალურ ამბად აღიქვამს.

“ბიწაძე ნანას” მიერ გავრცელებული ყალბი პოსტები “მითების დეტექტორმა” არაერთხელ გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: რელიგია
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist