ინფორმაციას, თითქოს ქართველ მომვლელს “ნაპოლის” ჩემპიონობის გამო ბინა აჩუქეს, ტროლი ავრცელებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

917
VIEWS

5 მაისს სოციალურ ქსელში ფეისბუკ პორფილის ნანა ბიწაძის  პოსტი გავრცელდა, რომელშიც  იგი ნეაპოლელი ქალისგან მიღებული მემკვიდრეობის შესახებ წერს. პოსტის თანახმად, ნანა ბიწაძე 22 წელია, რაც ნეაპოლში მომვლელად მუშაობს და ქალბატონს, იზაბელა ბენედეტის უვლის, რომელიც საფეხბურთო კლუბ “ნაპოლის” ჩემპიონობას 30 წელი ელოდა. პოსტში ასევე ნათქვამია, რომ ნაპოლის გაჩემპიონებისა და ხვიჩა კვარაცხელიას წვლილის გამო მადლიერმა ბებომ ემიგრანტი ქალი ანდერძში მოიხსენია, რის შედეგადაც ის  5-ოთახიანი ბინის ერთადერთი მემკვიდრე გახდა. პოსტში ასევე აღნიშნულია, რომ ნეაპოლელი ბებოს მილიონერი შვილიშვილი ხვიჩას სამშობლოში, წალენჯიხაში, 12 მილიონი ევროს ინვესტიციის ჩადებას და საფეხბურთო აკადემიის შექმნას აპირებს, რათა ნიჭიერი ქართველი სპორტსმენების ევროპულ გრანდებში გადასვლას ხელი შეუწყოს. 

ნანა ბიწაძის პოსტი ფეისბუკ გვერდებმა (1, 2, 3), მათ შორის რადიო თბილისის ფეისბუკ გვერდმა და ონლაინ გამოცემა Tia-მ გამოაქვეყნეს. გუგლის საძიებო ველში სხვა ონლაინ სააგენტოების (kvira.ge, primetime.ge, metronome.ge) მიერ გავრცელებული ნეაპოლში მცხოვრები ემიგრანტის ისტორიაც იძებნება, თუმცა ამ დროისთვის მათი მასალები ხელმისაწვდომი აღარაა. 

khvicha karatskhelias gamo sakhli achuqes ინფორმაციას, თითქოს ქართველ მომვლელს “ნაპოლის” ჩემპიონობის გამო ბინა აჩუქეს, ტროლი ავრცელებს khvicha karatskhelias gamo sakhli achuqes1 ინფორმაციას, თითქოს ქართველ მომვლელს “ნაპოლის” ჩემპიონობის გამო ბინა აჩუქეს, ტროლი ავრცელებს khvicha karatskhelias gamo sakhli achuqes2 ინფორმაციას, თითქოს ქართველ მომვლელს “ნაპოლის” ჩემპიონობის გამო ბინა აჩუქეს, ტროლი ავრცელებს

ინფორმაცია, თითქოს ნეაპოლელმა ქალმა ქართველ მომვლელს საფეხბურთო გუნდ ნაპოლის ჩემპიონობის და ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურებით ბინა აჩუქა, სიმართლეს არ შეესაბამება. ფეისბუკ პროფილი ნანა ბიწაძე ყალბი ანგარიშია, რომელსაც მცდარი ინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გაუვრცელებია. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოზე არა ქართველი ემიგრანტი, არამედ ჟურნალისტი ირენე სან სეგუნდო და მისი ბებია – კარმენი არიან გამოსახულები. 

4 მაისს იტალიის ჩემპიონატის სერია A-ს 33-ე ტურის მატჩში „ნაპოლი“ „უდინეზეს“ შეხვდა და ისტორიაში მესამედ იტალიის ჩემპიონი გახდა. აღსანიშნავია, რომ აქამდე „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონობა ორჯერ –  1986-87 და 1989-90 წლის სეზონებში მოიპოვა. 33 წლიანი პაუზის შემდეგ ნაპოლის ჩემპიონობა როგორც ნეაპოლელი, ისე ქართველი გულშემატკივრებისთვის დიდი სიხარულის მიზეზი გახდა, თუმცა ამ დრომდე ნეაპოლელ ქალს ქართველი მომვლელი მემკვიდრედ არ გამოუცხადებია.  ნანა ბიწაძე ყალბი ანგარიშია, რომელიც ფეისბუკ მომხმარებლის, Альона Тимончук-ის ფოტოებს იპარავს. თუმცა ამჯერად პროფილმა პოსტს ჟურნალისტ ირენე სან სეგუნდოსა და მისი ბებიის ფოტო დაურთო, რომელიც ინტერნეტში 2021 წლის 13 სექტემბრიდან იძებნება.

ფოტო ვებ-საიტზე popsugar.com გამოქვეყნებულ სტატიას “35 კითხვა შენი ბებიის გასაცნობად” ერთვის, რომელშიც ირენე 87 წლის ბებიას მისი ცხოვრებისეული გამოცდილებისა და ხედვების შესახებ უსვამს შეკითხვებს.

khvicha karatskhelias gamo sakhli achuqes3 ინფორმაციას, თითქოს ქართველ მომვლელს “ნაპოლის” ჩემპიონობის გამო ბინა აჩუქეს, ტროლი ავრცელებს
სქრინშოთი: popsugar.com

აღსანიშნავია, რომ ყალბ ანგარიშს “ნანა ბიწაძეს” წარსულში “საქართველოს ბანკის” პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტი ჰქონდა სამუშაო ადგილად მითითებული, ახლანდელი პროფილის თანახმად კი მისი სამუშაო ადგილი “ასოციაცია ქართველები იტალიაში” არის.

khvicha karatskhelias gamo sakhli achuqes4 ინფორმაციას, თითქოს ქართველ მომვლელს “ნაპოლის” ჩემპიონობის გამო ბინა აჩუქეს, ტროლი ავრცელებს

წყაროს შესახებ

ყალბი ფეისბუქ ანგარიში ბიწაძე ნანა ხელისუფლების წევრების მადისკრედიტირებელ პოსტებს აქვეყნებს (1,2). 2020 წელს აღნიშნული პროფილი ფეისბუკ გვერდმა ვინ ვინ არის – Vin Vin Aris შეისწავლა და დაადგინა, რომ ის ფეისბუქ მომხმარებლის, Альона Тимончук-ის ფოტოებს იპარავს.

khvicha karatskhelias gamo sakhli achuqes5 ინფორმაციას, თითქოს ქართველ მომვლელს “ნაპოლის” ჩემპიონობის გამო ბინა აჩუქეს, ტროლი ავრცელებს

khvicha karatskhelias gamo sakhli achuqes6 ინფორმაციას, თითქოს ქართველ მომვლელს “ნაპოლის” ჩემპიონობის გამო ბინა აჩუქეს, ტროლი ავრცელებს

ბიწაძე ნანას მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც გადაუმოწმებია. ვრცლად იხილეთ:

არქივის ბმულები:

ნანა ბიწაძის პოსტის არქივის ბმული
განათლების სახლი
რადიო თბილისი / FM 93.5 / Radio Tbilisi
tia.ge


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: მცდარი ინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: იტალია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist