ფოტოფაბრიკაცია, თითქოს ომის ვეტერანი სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნის გამო დააკავეს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

331
VIEWS

9 მაისს ფეისბუქ ანგარიშმა ბიწაძე ნანა გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ხანდაზმული კაცი და ორი პოლიციელი ჩანს. კაცს ხელში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო უჭირავს. თანდართული აღწერის მიხედვით, ის ომის ვეტერანია, რომელიც პოლიციამ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნისთვის დააკავა. მოგვიანებით ფოტო მსგავსი აღწერით სხვა ანგარიშმაც გაავრცელა. ხოლო ჯგუფში გავერთიანდეთ მტრის წინააღმდეგ და მიშასეული წინსვლის დასაბრუნებლად! აღნიშნული ფოტო გავრცელდა აღწერით “დიდება გმირებს! თავისუფლება მიშას”.

Screenshot 1 3 ფოტოფაბრიკაცია, თითქოს ომის ვეტერანი სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნის გამო დააკავეს

გავრცელებული ფოტო პროგრამულადაა დამუშავებული. ფოტოს ორიგინალ ვერსიაზე, რომელიც 2020 წლის 9 მაისსაა გადაღებული, ომის ვეტერანი ვახტანგ ადამაშვილია გამოსახული, რომელსაც ხელში სტალინის ფოტო უჭირავს. 

ფეისბუქზე გავრცელებული ფოტო გაყალბებულია. მისი ორიგინალი ვერსია 2020 წლის 9 მაისსაა გადაღებული

ამერიკის ხმის” ინფორმაციით, ფოტოზე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ვახტანგ ადამაშვილია გამოსახული, რომელიც ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 75-ე წლისთავს აღნიშნავდა. ფოტოს ორიგინალ ვერსიაში ჩანს, რომ ადამაშვილს ხელში არა მიხეილ სააკაშვილის, არამედ იოსებ სტალინის ფოტო უჭირავს. ასევე ტყუილია ინფორმაცია, რომ პოლიციამ ის დააპატიმრა, “ამერიკის ხმის” სტატიაში აღნიშნულია, რომ პოლიციელები 94 წლის ვეტერანს გადაადგილებაში ეხმარებიან.

Screenshot 2 4 ფოტოფაბრიკაცია, თითქოს ომის ვეტერანი სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნის გამო დააკავეს
ფოტო: voanews.com

წყაროს შესახებ: 

ბიწაძე ნანა ყალბი ფეისბუქ ანგარიშია, რომელსაც მცდარი ინფორმაცია წარსულშიც გაუვრცელებია. 2020 წელს გვერდმა ვინ ვინ არის – Vin Vin Aris ანგარიშის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ ის ფეისბუქ მომხმარებლის Альона Тимончук-ის ფოტოებს იპარავს. 

ანგარიშის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამიწმა. ვრცლად იხილეთ მასალებში: 

არქივის ბმულები: 1, 2


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist