უკრაინაში ქართველი მებრძოლის, გიორგი წიკლაურის დაღუპვაზე ყალბი ინფორმაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

160
VIEWS

25 ოქტომბერს ყალბმა ფეისბუკ ანგარიშმა “ბიწაძე ნანამ” უკრაინაში ქართველი მებრძოლის, გიორგი წიკლაურის დაღუპვის შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია. გავრცელებული პოსტის თანახმად, რუსეთში გაზრდილი გიორგი წიკლაური რუსულ ჯარში იძულებით გაწვევის შემდეგ სტანცია დიუნკაში მოხვდა, სადაც ქართველი ტყვეების დახვრეტა უბრძანეს. პოსტის თანახმად, გიორგიმ ავტომატი ნაწილის მეთაურს, საშა მონგოხოტკოვს დაუმიზნა და მასთან ერთად კიდევ 14 რუსი მოკლა, თუმცა საბოლოოდ დაიღუპა. იდენტური პოსტი სხვა ფეისბუკ მომხმარებლებმაც (1;2) გაავრცელეს.

vithom ukrainashi mebrdzoli 3 უკრაინაში ქართველი მებრძოლის, გიორგი წიკლაურის დაღუპვაზე ყალბი ინფორმაცია ვრცელდება

 

26 სექტემბერს “ბიწაძე ნანამ” პოსტი დაარედაქტირა, შეცვალა ტექსტი და “გიორგი წიკლაურის” ფოტოს ნაცვლად, გამოცემა On.ge-ის სქრინშოტი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ევგენი პრიგოჟინი თბილისში, “ალტ-ინფოს” ოფისში რუსულ ჯარში გაწევრიანების მსურველებს ხვდება. თავად პოსტის ავტორი კი წერს, რომ ქართველებს რუსეთის ჯარში წასასვლელად 3000 დოლარს უხდიან.

vithom ukrainashi mebrdzoli 1 უკრაინაში ქართველი მებრძოლის, გიორგი წიკლაურის დაღუპვაზე ყალბი ინფორმაცია ვრცელდება

ინფორმაცია გიორგი წიკლაურის უკრაინაში დაღუპვის შესახებ, რომელმაც ჯამში 15 რუსი, მათ შორის გენერალი,  საშა მონგოხოტკოვი მოკლა, დეზინფორმაციაა, ხოლო ფოტო, რომელიც გავრცელებულ პოსტს თან ერთვის, ჰესბოლას მებრძოლს ასახავს. 

ასევე ყალბია 26 ოქტომბერს On.ge-ის სახელით გავრცელებული სქრინშოთი, რომლის თანახმადაც, პროგოჟინი თბილისში რუსულ არმიაში გაწევრიანების მსურველებს ხვდება.

ქართველი მებრძოლი, გიორგი წიკლაური, რომელიც უკრაინაში რუსი სამხედროებისა და გენერლის, საშა მონგოხოტკოვის დახოვცის შემდეგ მოკლეს, არ არსებობს. აღნიშნული ისტორია არც ქართულ, არც რუსულ და არც უკრაინულ მედიაში არ დასტურდება. გარდა ამისა, ფოტო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს ახლავს თავს, არა ქართველ სამხედროს, არამედ ჰესბოლას მებრძოლს ასახავს. 2023 წლის 25 ოქტომბერს არაბულ მედიაში (1;2;3;4) არაერთი ცნობა გავრცელდა მუჯაჰიდ ჯაფარ ჰაშემ მუფლეჰ „მუჰამედ ალის“ დაღუპვის შესახებ.

vithom ukrainashi mebrdzoli 2 უკრაინაში ქართველი მებრძოლის, გიორგი წიკლაურის დაღუპვაზე ყალბი ინფორმაცია ვრცელდება
წყარო: saidaonline.com, almada.org

რაც შეეხება ბიწაძე ნანას მიერ 26 ოქტომბერს გავრცელებულ  ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, პრიგოჟინი თბილისში რუსულ არმიაში გაწევრიანების მსურველებს ხვდება,  On.ge-ის საიტზე არ იძებნება.  კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი, 23 აგვისტოს ტვერის ოლქში ავიაკატასტროფაში დაიღუპა

წყაროს შესახებ:

ყალბი ანგარიში ბიწაძე ნანა ყალბ ინფორმაციას სისტემატიურად აქვეყნებს (1,2). 2020 წელს აღნიშნული ფეისბუკ ანგარიში გვერდმა ვინ ვინ არის – Vin Vin Aris შეისწავლა და დაადგინა, რომ ის Альона Тимончук-ის ფოტოებს იპარავს. ანგარიში “ბიწაძე ნანა” დაკავშირებულია მეორე ფეისბუკ ანგარიშ “მრისხანე ბაბუაწვერასთან”, რომელსაც თედო აბაშიძე მართავს. თედო აბაშიძე სხვადასხვა პოლიტიკოსის ყალბ ციტატებს ძირითადად ირონიული შინაარსით აქვეყნებს, თუმცა არ უთითებს, რომ ინფორმაცია სატირულია, ხოლო ფეისბუკ მომხმარებლების ნაწილი პოსტებს რეალურ ამბად აღიქვამს.

“ბიწაძე ნანას” მიერ გავრცელებული ყალბი პოსტები “მითების დეტექტორმა” არაერთხელ გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist