ზელენსკის გრაფიტის შესახებ გერმანული გამოცემების ყალბი სტატიები ვრცელდება

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

510
VIEWS

განახლება 20.09.23: მასალას დაემატა ვარშავაში გადაღებული ახალი ფოტოები

14 სექტემბერს რუსულმა მედიასაშუალებებმა: regnum.ru, tsargrad.tv, lnr-news.ru, ასევე რუსულენოვანმა ფეისბუკ-ანგარიშებმა (1, 2, 3)  გერმანული გამოცემის Frankfurter Allgemeine Zeitung-ის სტატიის სქრინშოთი გამოაქვეყნეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბერლინში ეძებენ გრაფიტის ავტორს, რომელმაც ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის კედელზე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, კანიბალის როლში გამოსახა. გრაფიტზე ზელენსკი უკრაინელი სამხედროს მოჭრილ ხელს “ჭამს” და Cannibale (კანიბალი) აწერია.    
13 სექტემბერს სოციალურ ქსელ “ტვიტერის” ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში კი Frankfurter Allgemeine Zeitung-ის გარდა გერმანული გამოცემის Deutsche Welle-ს ინსტაგრამის “სთორის (story)” სქრინშოტიც გვხვდება.

Screenshot 2023 09 18 140635 1 ზელენსკის გრაფიტის შესახებ გერმანული გამოცემების ყალბი სტატიები ვრცელდება

Screenshot 2023 09 18 140639 ზელენსკის გრაფიტის შესახებ გერმანული გამოცემების ყალბი სტატიები ვრცელდება Screenshot 2023 09 18 140644 ზელენსკის გრაფიტის შესახებ გერმანული გამოცემების ყალბი სტატიები ვრცელდება
გერმანულენოვანი გამოცემების სახელით გავრცელებული სტატიები ყალბია. გამოცემებს: Frankfurter Allgemeine Zeitung და Deutsche Welle ზელენსკის გამოსახულების მქონე გრაფიტის ფოტო და ინფორმაცია გრაფიტის ავტორის ძებნის შესახებ არ გაუვრცელებიათ. რაც შეეხება კორპუსს, რომელზედაც ზელენსკის გრაფიტი უნდა იყოს ასახული, არა ბერლინში, არამედ პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მდებარეობს და მასზე ამჟამად ზელენსკის გრაფიტი არ არის განთავსებული.

სქრინშოთი Frankfurter Allgemeine Zeitung-დან, რომელსაც თან ახლავს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბერლინის პოლიცია პროვოკაციული გრაფიტის ავტორს ეძებს, გაყალბებულია. ვებ-საიტზე საკვანძო სიტყვების provokanten Graffiti, Antiukrainisches Graffiti  ძებნისას, საძიებო სისტემა არავითარ შედეგს არ გვთავაზობს. იდენტური ან მსგავსი ინფორმაცია არც 12 სექტემერს გამოქვეყნებულ სიახლეებს შორისაა, როგორც ეს გამოცემის სქრინშოთზეა მითითებული.

Screenshot 2023 09 18 140703 ზელენსკის გრაფიტის შესახებ გერმანული გამოცემების ყალბი სტატიები ვრცელდება
“მითების დეტექტორი” ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, გამოცემებს Frankfurter Allgemeine Zeitung-სა და Deutsche Welle-ს დაუკავშირდა. Frankfurter Allgemeine Zeitung-ის წარმომადგენელის თქმით, სოციალურ ქსელში გავრცელებული სტატიის სქრინშოტი ყალბია და მსგავსი ინფორმაცია ვებ-საიტზე არ გამოქვეყნებულა.

რაც შეეხება Deutsche Welle-ს სახელით გამოქვეყნებულ სქრინშოთს, მასზე გვხვდება წარწერა: “გერმანია: სკანდალური გრაფიტი ბერლინში”. ფოტოს ქვეშ არსებული ბმულის სიმბოლო მიუთითებს იმაზე, რომ აღნიშნული ინფორმაცია ვებ-საიტზეც უნდა იყოს განთავსებული, თუმცა “სკანდალური გრაფიტის” შესახებ სიახლე არც Deutsche Welle-ს ვებ-საიტზე გვხვდება. “მითების დეტექტორთან” კომენტარში Deutsche Welle-მ ასევე უარყო მსგავსი სტატიის გამოქვეყნება.

Screenshot 2023 09 18 140710 ზელენსკის გრაფიტის შესახებ გერმანული გამოცემების ყალბი სტატიები ვრცელდება
Frankfurter Allgemeine Zeitung-ის სქრინშოტს რუსული ტელეგრამ-არხის, VOBLYA-ს სიმბოლო აქვს. ტელეგტამ-არხმა სქრინშოთი 13 სექტემბერს, საღამოს 18 საათსა და 58 წუთზე გამოაქვეყნა.

Screenshot 2023 09 18 140718 ზელენსკის გრაფიტის შესახებ გერმანული გამოცემების ყალბი სტატიები ვრცელდება

აღსანიშნავია, რომ  ტელეგრამ არხებისა და ჩატების კატალოგში (uk.tgstat.com) ტელეგრამ-არხი VOBLYA იუმორისა და გართობის კატეგორიას არის მიკუთვნებული.

Screenshot 2023 09 18 140723 ზელენსკის გრაფიტის შესახებ გერმანული გამოცემების ყალბი სტატიები ვრცელდება

ფოტოზე, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, მრავალსართულიანი კორპუსი არის ასახული. ამერიკული ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციის Leadstories-ის თანახმად, კორპუსი არა ბერლინში, არამედ პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში Ignacego Potockiego N4-ში მდებარეობს. თავად შენობაზე კი არა გერმანიის, არამედ პოლონეთის დროშა არის განთავსებული.

Screenshot 2023 09 18 140745 ზელენსკის გრაფიტის შესახებ გერმანული გამოცემების ყალბი სტატიები ვრცელდება
წყარო: Google Maps

ქუჩის ხედი (Street view) 2021 წლის აგვისტოში, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე არის გადაღებული, თუმცა კორპუსზე ზელენსკის გამოსახულების მქონე გრაფიტი არც 2023 წლის 18 სექტემბერს გადაღებულ ფოტოებში გვხვდება. “მითების დეტექტორს” პოლონურმა ფაქტების გადამოწმების პლათფორმამ Demagog-მა ამ კორპუსის სხვადასხვა ხედით გადაღებული ფოტოები მოაწოდა. ფოტოებზე კორპუსი ოდნავ განსხვავებულად გამოიყურება, რამდენადაც მასზე ხარაჩოებია მიმაგრებული, თუმცა იმ ფაქტს, რომ იდენტური კორპუსია, მწვანე ფერის აივანი და პირველ სართულზე განთავსებული პოლონეთის დროშა ადასტურებს. ფოტოზე ნათლად ჩანს, რომ კორპუსის ეს კედელი სუფთაა და მასზე ზელენსკის გრაფიტი არაა შესრულებული.

Screenshot 2023 09 20 104627 ზელენსკის გრაფიტის შესახებ გერმანული გამოცემების ყალბი სტატიები ვრცელდება
მარცხნივ რეალური, Demagog-ის მიერ მოწოდებული ფოტო, მარჯვნივ – პროგრამულად დამუშავებული

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ან იდენტური გრაფიტი არც კორპუსის სხვა ნაწილებში გვხვდება.

Screenshot 2023 09 20 104705 ზელენსკის გრაფიტის შესახებ გერმანული გამოცემების ყალბი სტატიები ვრცელდება
ფოტოების წყარო: Marcin Kostecki/Demagog

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის დისკრედიტაციის მიზნით ვიზუალური მანიპულაციები აქამდეც აქტიურად ვრცელდებოდა. მაგალითად, არაერთხელ გავრცელდა ზელენსკის გამოსახულებით კარიკატურული გრაფიტები, რომლებიც თითქოს  პარიზის, მადრიდისა და ნიუ-იორკის ქუჩებში იყო გადაღებული. ამ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის აგვისტოში სოციალური ქსელის მომხმარებლები ამტკიცებდნენ, რომ ტოკიოში ბანერი წარწერით: “შეაჩერე ომი, შეაჩერე ზელენსკი” განთავსდა, ამავე წლის ივნისში კი ვრცელდებოდა მტკიცება, რომ ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე: “არა ზელენსკი, არა ომი” ბანერს ვხვდებოდით.  რეალურად, აღნიშნული ვიდეოებიც პროგრამულად იყო დამუშავებული, ვიდეოების ორიგინალი ვერსია კი ომის დაწყებამდე იყო გადაღებული.
ვრცლად ამის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist