განთავსდა თუ არა ბანერი სახელწოდებით “შეაჩერე ზელენსკი, შეაჩერე ომი” იაპონიაში?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

297
VIEWS

31 ივლისსა და 1 აგვისტოს ქართულ (1) და რუსულენოვანმა ფეისბუკ მომხმარებლებმა (1, 2, 3) ვიდეო და ფოტო გაავრცელეს. ვიდეოში ნაჩვენებია ქუჩაში ღამით გადაღებული კადრები, რა დროსაც ბანერი ინგლისურენოვანი წარწერით: “Stop Zelenskyy, Stop War” ჩნდება. პოსტის ავტორთა მტკიცებით, ეს ბანერი იაპონიაში იყო განთავსებული.

Untitled განთავსდა თუ არა ბანერი სახელწოდებით “შეაჩერე ზელენსკი, შეაჩერე ომი” იაპონიაში?

გავრცელებული ვიდეო პროგრამულადაა დამუშავებული, ორიგინალი ვიდეო, კი ომის დაწყებამდე,  2020 წლის ოქტომბერში არის გადაღებული და  ბანერზე ასახულ რეკლამას რუსეთ-უკრაინის ომთან კავშირი არ აქვს. ამასთან, იაპონიის მთავრობამ 2023 წლის ივნისში უკრაინის მხარდამჭერი გზავნილი გაავრცელა და არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ იაპონიაში ანტიუკრაინული ელექტრონული ბილბორდი იყო განთავსებული.

ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, ღამის საათებშია გადაღებული და 12 წამის განმავლობაში გრძელდება.  კადრებში ნაჩვენებია, როგორ კვეთენ ქუჩას ადამიანები, მოპირდაპირედ არსებულ ელექტრონულ ბილბორდზე კი წინადადება  “Stop Zelenskyy, Stop War” ციმციმებს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტებში ბილბორდის ზუსტი ადგილმდებარეობა მითითებული არ არის, თუმცა ფეისბუკის მომხმარებლები წერენ, რომ ეს ვიდეო იაპონიაშია გადაღებული. ვიდეოდან აღებული კადრის Google Lens-ში ძებნით ირკვევა, რომ ეს ადგილი ტოკიოში, შიბუიას რაიონში მდებარეობს. შენობებზე არსებული წარწერების („Bic Camera“, „Taito Station“) ამოკითხვა კი შესაძლებლობას გვაძლევს, რომ სარეკლამო ბანერის ზუსტი კოორდინატები დავადგინოთ.

Screenshot 2023 08 04 160612 განთავსდა თუ არა ბანერი სახელწოდებით “შეაჩერე ზელენსკი, შეაჩერე ომი” იაპონიაში?

გუგლის საძიებო სისტემაში სიტყვების: Bic Camera Shibuya, Taito Station Shibuya ჩაწერისას ზუსტად შეგვიძლია გავიგოთ, რომ ვიდეოში ნაჩვენები ბანერი ტოკიოში, შიბუიას რაიონში ადგილობრივი მატარებლის სადგურთან ახლოს მდებარე შენობაზე არის განთავსებული, რასაც Google Maps-ში 2022 წლის ოქტომბერში ატვირთული ქუჩის ხედიც (Street view) ადასტურებს.

Screenshot 2023 08 04 160539 განთავსდა თუ არა ბანერი სახელწოდებით “შეაჩერე ზელენსკი, შეაჩერე ომი” იაპონიაში?
Google.maps
Screenshot 2023 08 04 160550 განთავსდა თუ არა ბანერი სახელწოდებით “შეაჩერე ზელენსკი, შეაჩერე ომი” იაპონიაში?
სქრინშოთი სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოდან

საკვანძო სიტყვების: “bic camera, shibuya, nigth” YouTube-ზე მოძებნისას, სისტემა შიბუიაში ღამით სეირნობის ამსახველ რამდენიმე ვიდეოს გვთავაზობს. მათ შორის არის 2020 წლის ოქტომბერში ატვირთული  ვიდეო, რომელსაც რვა მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ვიდეო სახელწოდებით “ღამის გასეირნება ტოკიოში შიბუიაში (東京散歩)” Youtube არხმა VIRTUAL JAPAN გამოაქვეყნა.  YouTube ვიდეოში კადრები ვიდეოს 21 წუთსა და 18 წამზე სრულიად ემთხვევა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, თუმცა არის ერთი სხვაობა:  YouTube-ის ვიდეოს ორიგინალ ვერსიაში ბილბორდზე წარწერის  „Stop War, Stop Zelenskyy“ ნაცვლად, სარეკლამო ბანერზე გამოსახულ ქალს ვხედავთ.  ვიდეოთა იდენტურობას ცალკეული კადრების შედარება ადასტურებს, მაგალითად. ორიგინალ ვიდეოში პირი, რომელიც კადრებს იღებს, ზებრა გადასასვლელზე გადადის, რა დროსაც ორივე ვიდეოს კადრებში ერთი და იგივე ადამიანები, ტრანსპორტი და შენობები ჩანს.

Screenshot 2023 08 04 160557 განთავსდა თუ არა ბანერი სახელწოდებით “შეაჩერე ზელენსკი, შეაჩერე ომი” იაპონიაში?
კადრი სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოდან
Screenshot 2023 08 04 160605 განთავსდა თუ არა ბანერი სახელწოდებით “შეაჩერე ზელენსკი, შეაჩერე ომი” იაპონიაში?
კადრი Youtube-ზე ატვირთული ვიდეოდან

ამ კადრების შედარებისას ნათელია ისიც, რომ რეალურ ვიდეოში სარეკლამო ბილბორდზე ორი ქალია აღბეჭდილი, თუმცა გამოსახულება რამდენჯერმე იცვლება და სხვადასხვა ქალის გამოსახულება მონაცვლეობით ჩნდება.

Screenshot 2023 08 04 160612 განთავსდა თუ არა ბანერი სახელწოდებით “შეაჩერე ზელენსკი, შეაჩერე ომი” იაპონიაში?

გაყალბებული ვიდეო თავდაპირველად სოციალურ ქსელ Twitter-ზე გამოქვეყნდა და ფაქტების გადამოწმების არაერთმა პორტალმა (Newsweek, factcheck.afp, reuters) შეისწავლა. აღსანიშნავია ისიც, რომ იაპონიის მთავრობამ 2023 წლის 23 ივნისს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ  იაპონია აგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას. ასევე არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ იაპონიაში რომელიმე ბანერზე ანტიუკრაინული გზავნილი იყო განთავსებული.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ივნისში სოციალური ქსელის მომხმარებლები ამტკიცებდნენ, რომ ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე ბანერი წარწერით: “არა ზელენსკი, არა ომი” განთავსდა.  რეალურად, აღნიშნული ვიდეოც პროგრამულად იყო დამუშავებული, ვიდეოს ორიგინალი ვერსია კი ომის დაწყებამდე იყო გადაღებული.
ვრცლად ამის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

წყაროს შესახებ

“მითების დეტექტორს” ფეისბუკ ანგარიშის Nero Nero მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გადაუმოწმებია. ანგარიში ავრცელებს როგორც კორონავირუსთან, ასევე უკრაინასთან დაკავშირებულ  დეზინფორმაციებსა და ვიდეო-ფოტო ფაბრიკაციებს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: იაპონია, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist