განთავსდა თუ არა ბანერი “არა ზელენსკი, არა ომი” ნიუ-იორკში?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

1.7k
VIEWS

განახლება 7.07.23: მასალას დაემატა ნიუ იორკის მეხუთე ავენიუს 2022 წლის აგვისტოს Google maps-ის კადრი, ასევე 2023 წლის ივნისის კადრები, სადაც ყვითელი შუქნიშნები ჩანს. 

29-30 ივნისს ქართულ და რუსულენოვანმა (1,2) ფეისბუქ ანგარიშებმა გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც ჩანს ინგლისურენოვანი ბანერი წარწერით: “არა ზელენსკი, არა ომი”, თანდართული აღწერის მიხედვით, ბანერი ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზეა განთავსებული.  

Screenshot 5 განთავსდა თუ არა ბანერი "არა ზელენსკი, არა ომი” ნიუ-იორკში?

გავრცელებული ვიდეო, სავარაუდოდ, პროგრამულადაა დამუშავებული და რიგი ფაქტორები ადასტურებს, რომ ის ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე არ განთავსებულა. ვიდეო ახალი არაა და ის რუსეთის უკრაინაში შეჭრამდეა გადაღებული. ამჟამად ვიდეოში ასახულ შენობას ხარაჩოები აღარ აქვს, გარდა ამისა, ქუჩაზე არსებული შუქნიშნები შეცვლილია და ისინი ყვითელი ფერისაა. 

  • შენობა მეხუთე ავენიუზე მდებარე Tiffany & Co-ს საიუველირო მაღაზიაა და მასზე ზელენსკის ბანერი არაა განთავსებული

გავრცელებულ ვიდეოში ასახული შენობა ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე მდებარე Tiffany & Co-ს საიუველირო მაღაზიაა და მასზე ბანერი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსახულებით არ განთავსებულა. 

29 ივნისს შენობის წინ მიწისქვეშა ელექტროგაყვანილობას ცეცხლი გაუჩნდა.The Wall Street Journal -ის მიერ გავრცელებულ მოვლენის ამსახველ კადრებში ვხედავთ, რომ შენობის ფასადზე ბანერი ზელენსკის გამოსახულებით არაა განთავსებული. 

Screenshot 6 განთავსდა თუ არა ბანერი "არა ზელენსკი, არა ომი” ნიუ-იორკში?
კადრი: The Wall Street Journal
Screenshot 7 განთავსდა თუ არა ბანერი "არა ზელენსკი, არა ომი” ნიუ-იორკში?
კადრი: ABC News

ასევე, ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოში ხარაჩოებს ვხედავთ, რომლებიც, შენობას 2023 წლის აპრილიდან, ანუ იმ პერიოდიდან, როდესაც Tiffany & Co-ს საიუველირო მაღაზიის სამწლიანი რემონტი დასრულდა, აღარ აქვს. 

გარდა ამისა, ამავე ვიდეოში მაღაზიის გვერდით და გზის მოპირდაპირე მხარეს განთავსებული შუქნიშნები შავი ფერისაა. ხოლო Google Maps-ის მიხედვით, 2021 წლის აგვისტოში ამ ადგილას უკვე ყვითელი ფერის შუქნიშნები იყო დამონტაჟებული. 

Screenshot 8 განთავსდა თუ არა ბანერი "არა ზელენსკი, არა ომი” ნიუ-იორკში?
კადრი გავრცელებული ვიდეოდან
Screenshot 9 განთავსდა თუ არა ბანერი "არა ზელენსკი, არა ომი” ნიუ-იორკში?
კადრი 2021 წლის აგვისტოდან წყარო:  Google maps 

ამავე, ყვითელი ფერის შუქნიშნებს ვხედავთ 2022 წლის აგვისტოში, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე თვის შემდეგ გადაღებულ ფოტოებზე. 

Screenshot 13 1 განთავსდა თუ არა ბანერი "არა ზელენსკი, არა ომი” ნიუ-იორკში?
კადრი 2022 წლის აგვისტოდან
წყარო: Google maps

მაღაზიის წინ 2023 წლის 29 ივნისს გაჩენილი ხანძრის შემდეგ გადაღებულ კადრებში ვხედავთ, რომ შუქნიშნების ფერი არ შეცვლილა.

Screenshot 14 1 განთავსდა თუ არა ბანერი "არა ზელენსკი, არა ომი” ნიუ-იორკში?

შესაბამისად, ვიდეო, რომელშიც ხარაჩოები და შავი შუქნიშნები ჩანს, ახალი არაა და ის რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდეა გადაღებული. ამასთან, სხვა კადრები, რომლებიც ადგილზე ბანერის არსებობას დაადასტურებს, ღია წყაროებში არ იძებნება.

ერთ-ერთი პირველი, სადაც ვიდეო განთავსდა საიტი 9GAG იყო, სადაც ძირითადად გასართობი შინაარსის მასალები ვრცელდება.

წყაროების შესახებ:

რუსულენოვან ანგარიშებს Andrii Telizhenko და Георгий Кушиташвили ანტიდასავლური და ანტიუკრაინული შინაარსის მცდარი ინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გაუვრცელებიათ. 

ხოლო ქართულენოვანი ფეისბუქ ანგარიში ფანტინა ფანტინა მის სხვა ანგარიშებთან ერთად ყალბ ინფორმაციას რეგულარულად ავრცელებს. “მითების დეტექტორმა” ანგარიშის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა

არქივის ლინკი: 1


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist