ზელენსკი თუ პროტესტი ნარკოვაჭრობის წინააღმდეგ – რას უკავშირდება მილანში დადგმული სკულპტურა?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

602
VIEWS

9 იანვარს ფეისბუქ-ანგარიშმა Eduard Jishkariani იტალიის ქალაქ მილანში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ცხვირის სკულპტურა ჩანს, რომელთანაც თეთრი ფხვნილია მიმობნეული. პოსტის ავტორის თქმით, იტალიელებმა სკულპტურას “ზელენსკის ცხვირი” უწოდეს.

აღნიშნული ფოტო კრემლის პროპაგანდისტულმა გამოცემა Eurasia Daily-მ და რამდენიმე რუსულენოვანმა ვებ-გვერდმა (1, 2, 3) გამოაქვეყნა, მათ სათაურებში აღნიშნულია, რომ მილანში “ზელენსკის ძეგლი” დადგეს. რამდენიმე გამოცემა (1, 2, 3) კი სათაურში წერს, რომ მილანის მცხოვრებლებს სკულპტურამ ზელენსკი გაახსენა. Screenshot 10 ზელენსკი თუ პროტესტი ნარკოვაჭრობის წინააღმდეგ - რას უკავშირდება მილანში დადგმული სკულპტურა?

Screenshot 11 ზელენსკი თუ პროტესტი ნარკოვაჭრობის წინააღმდეგ - რას უკავშირდება მილანში დადგმული სკულპტურა?

მტკიცება, რომ მილანში ცხვირის ფორმის სკულპტურა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დაუდგეს ყალბია. რეალურად, იტალიელი აქტივისტი ამ სკულპტურით მილანში ნარკოტიკებით, განსაკუთრებით კი კოკაინით ვაჭრობის გაზრდილ მაჩვენებელს აპროტესტებს.

ცხვირისა და კოკაინის სკულპტურა მილანში, კორსო კომოს სავაჭრო კომპლექსშია განთავსებული და ის იტალიელ აქტივისტსა და ხელოვანს კრისტინა დონატი მეიერს ეკუთვნის. მეიერმა სკულპტურის ფოტოები საკუთარ ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებზე 2022 წლის 23 დეკემბერს გამოაქვეყნა.

Screenshot 12 ზელენსკი თუ პროტესტი ნარკოვაჭრობის წინააღმდეგ - რას უკავშირდება მილანში დადგმული სკულპტურა?

როგორც აქტივისტი წერს, ამ ნამუშევრით მილანში გახშირებულ ნარკოვაჭრობასა და მაფიის ბიზნესს გმობს. პოსტში ასევე აღნიშნულია, რომ ბოლო წლის განმავლობაში კოკაინით ვაჭრობა 62%-ით გაიზარდა და პოლიციის მიერ ნარკოტიკის ამოღების ხშირი ფაქტების მიუხედავად, შავ ბაზარზე ზემოქმედება მაინც ვერ ხდება.

სკულპტურასთან დაკავშირებით იტალიური მედიასაშულებებიც წერენ. როგორც Milano Today აღნიშნავს, ქუჩის მხატვარმა და აქტივისტმა კრისტინა დონატი მეიერმა სკულპტურა სახელწოდებით “თეთრი შობა, მილანი-მედელინი” მილანში ღამის ცხოვრებით ერთ-ერთ ყველაზე განთქმულ უბანში განათავსა.

რუსულენოვანმა გამოცემებმა ფოტო მანიპულაციური სათაურით გამოაქვეყნეს. მათ სათაურში აღნიშნულია, რომ მილანში “ზელენსკის ძეგლი” დადგეს, მასალის ტექსტში კი ახსნილია, რომ სკულპტურა რეალურად ნარკოვაჭრობასთან დაკავშირებული პროტესტია. ამის მიუხედავად, რუსული გამოცემები აღნიშნავენ, რომ იტალიელებს სკულპტურამ უკრაინის პრეზიდენტი გაახსენათ, რადგან ის ნარკოტიკების მოხმარებასთან ასოცირდება, თუმცა ამ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება მასალებში მოყვანილი არ არის.

დეზინფორმაცია, თითქოს ვოლოდიმირ ზელენსკი ნარკოტიკებს მოიხმარს უკვე დიდი ხანია ვრცელდება. ყალბი ვიდეოები, რომლებიც თითქოს ამ მტკიცებას ადასტურებს “მითების დეტექტორმა” არაერთხელ გადაამოწმა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist