თქვა თუ არა სალომე ზურაბიშვილმა გადაცემაში “საკანი N5”, რომ მას კახელები სძულს?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

100
VIEWS

7 სექტემბერს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2009 წელს საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გიორგი გაჩეჩილაძის გადაცემაში “საკანი N5” იყო, სადაც განაცხადა, რომ კახელები სძულს, რადგან მათში შაჰ-აბასის სისხლია და მათი გენები ბინძურია. 

ირაკლი ზაქარეიშვილი პოსტის კომენტარებში ამტკიცებს, რომ გადაცემის ჩანაწერი Youtube-დან წაშლილია.

r თქვა თუ არა სალომე ზურაბიშვილმა გადაცემაში “საკანი N5”, რომ მას კახელები სძულს?

სალომე ზურაბიშვილის სახელით გავრცელებული ციტატა, თითქოს მას კახელები სძულს, ყალბია. ზურაბიშვილს 2009 წელს გიორგი გაჩეჩილაძის გადაცემაში კახელების შესახებ არაფერი უთქვამს. ინფორმაცია, რომ ციტატა გაყალბებულია, “მითების დეტექტორს” პრეზიდენტის პრესსამსახურშიც დაუდასტურეს.  

რაზე ისაუბრა ზურაბიშვილმა გადაცემაში “საკანი N5”? 

2009 წელს სალომე ზურაბიშვილი გიორგი გაჩეჩილაძის გადაცემაში “საკანი N5” ნამდვილად იმყოფებოდა. მასთან ერთად გადაცემის ავტორს ჯანრი კაშია სტუმრობდა. ჩანაწერის სრული ვერსია ტელეკომპანიის Youtube-არხზე იძებნება და 5 ნაწილად (1,2,3,4,5) არის დაყოფილი. ზურაბიშვილი 22-ე ეპიზოდის მხოლოდ პირველ სამ ნაწილში საუბრობს, შემდეგ კი “საკანს” ტოვებს. აღსანიშნავია, რომ ეპიზოდის არცერთი ნაწილი წაშლილი არ არის. 

გიორგი გაჩეჩილაძესთან სტუმრობისას სალომე ზურაბიშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავრობაზე, არჩევნებზე, რუსეთთან ურთიერთობასა და სხვა პოლიტიკურ საკითხებზე საუბრობს. ზურაბიშვილი გაჩეჩილაძესთან სტუმრობისას არაფერს ამბობს კახელებზე. 

ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტის სახელით გავრცელებული ციტატა ყალბია, “მითების დეტექტორს” დაუდასტურეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც.  

ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, დაეწყო იმპიჩმენტის პროცედურა, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, სოციალურ ქსელში სახელისუფლებო ანონიმური ფეისბუკ გვერდების, ანტი-ლიბერალური და კრემლისტური ანგარიშების მხრიდან მადისკრედიტირებელი კამპანია მოჰყვა. ვრცლად წაიკითხეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებულ მასალაში: 

წყაროს შესახებ: 

ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი ანტიდასავლური, ანტიუკრაინული და ანტიოპოზიციური შინაარსის პოსტებს, მათ შორის, გაყალბებულ ციტატებს რეგულარულად აქვეყნებს. მის მიერ გვარცელებული ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა

არქივის ლინკი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist