ვინ ჩაერთო პრეზიდენტის დისკრედიტაციის კამპანიაში იმპიჩმენტის პროცედურის დაანონსების შემდეგ?

კითხვის დრო: 6 წუთი

კითხვის დრო: 6 წუთი

828
VIEWS

2023 წლის 1 სექტემბერს მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განმარტებით,  პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე საზღვარგარეთის ქვეყნებში ვიზიტების სერია დაგეგმა. 

სალომე ზურაბიშვილი იმპიჩმენტის საკითხს სოციალურ ქსელში, ერთი მხრივ, დისკუსია და პრეზიდენტის მწვავე კრიტიკა, მეორე მხრივ კი,  ხელისუფლებასთან დაკავშირებული ფეისბუკ გვერდების, ანტი-ლიბერალური და კრემლისტური ანგარიშების მხრიდან მადისკრედიტირებელი კამპანია მოჰყვა. მათ შორის გამოყენებული იყო ეიჯისტური და სექსისტური დისკრიმინაციის ფორმები.  გამოვლინდა:

  • სალომე ზურაბიშვილის დისკრედიტაციის კამპანიაში ჩართული 12 ანონიმური ფეისბუკ გვერდი/ანგარიში, რომელთაგანაც 9 ოპოზიციის მადისკრედიტირებელი და ხელისუფლების მხარდამჭერია; 
  • პროსახელისუფლებო გვერდებიდან ოთხს (არ აგარევინებთ,  პოლიტიკური სატირა / Political Satire, არქივი – Archive, აგენტურა) სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო პოსტები დასპონსორებული ჰქონდა;

სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის დისკრედიტაციის კამპანიაში შემდეგი ფეისბუქ გვერდები იყვნენ ჩართული:

მადისკრედიტირებელი პოსტები და ვიზუალური მანიპულაციები

სოციალურ ქსელში როგორც ხელისფლების მხარდამჭერი ანგარიშების, ასევე ანტი-ლიბერალური ანგარიშების მიერ სალომე ზურაბიშვილის შესახებ სხვადასხვა ტიპის ვიზუალური მასალა გავრცელდა. პროსახელისუფლებო ექსპერტმა გია აბაშიძემ ფეისბუკ ჯგუფში “მოქალაქე” გააზიარა ქარდი, რომელზედაც საქართველოს კონსტიტუცია და სალომე ზურაბიშვილი არიან გამოსახულნი. ზურაბიშვილის ფოტოს წარწერა “კონს-ტუტუცია” ახლავს თან.

vin chaertho prezidentis diskreditatsiis kampaniashi ვინ ჩაერთო პრეზიდენტის დისკრედიტაციის კამპანიაში იმპიჩმენტის პროცედურის დაანონსების შემდეგ?

პროსახელისუფლებო ანონიმურმა ფეისბუკ გვერდმა “არ აგარევინებთ” გამოაქვეყნა ქარდი, სადაც სალომე ზურაბიშვილის ფოტოსთან ერთად  ფილმ “ევროტურის” ერთ-ერთი პერსონაჟიც გვხვდება, რომელიც ცნობილ ფრაზას “Mi Scusi” ამბობს. ქარდს თან ახლავს შემდეგი წარწერა: “მისკუზიი “მადამ” სალობიე”. “ ევროტურის” მსახიობისა და ზურაბიშვილის ფოტოკოლაჟი ასევე გამოაქვეყნა ფეისბუკ გვერდმა რეალობა.

vin chaertho prezidentis diskreditatsiis kampaniashi1 ვინ ჩაერთო პრეზიდენტის დისკრედიტაციის კამპანიაში იმპიჩმენტის პროცედურის დაანონსების შემდეგ?

ფეისბუკ გვერდმა “არ აგარევინებთ” ზურაბიშვილის დისკრედიტაციის მიზნით ასევე გამოაქვეყნა  ვიდეო სათაურით “სალომე იმპიჩმენტაშვილი”, რომლშიც ასახულია ზურაბიშვილის სირბილის კადრები. პრეზიდენტის სირბილის კადრებს თან ერთვის “მთავარი არხის” ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გინება.

vin chaertho prezidentis diskreditatsiis kampaniashi2 ვინ ჩაერთო პრეზიდენტის დისკრედიტაციის კამპანიაში იმპიჩმენტის პროცედურის დაანონსების შემდეგ?

ანონიმურმა ფეისბუკ გვერდმა “აგენტურა” სალომე ზურაბიშვილისა და სალომე სამადაშვილის სახეების კომბინაციით ქარდი გამოაქვეყნა. გვერდის თანახმად, მათ ირაკლი კობახიძის ნათქვამი მოიყვანეს სისრულეში, სადაც “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ზურაბიშვილზე აცხადებს, რომ ის პოლიტიკოს სამადაშვილის დონემდე დავიდა. ამავე გვერდის მიერ გამოქვეყნებულ მეორე პოსტში სალომე ზურაბიშვილის საუბარი ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლის ფრაზით “ვერ არის ეს კარგად, ვერ არის კარგად” სრულდება.

vin chaertho prezidentis diskreditatsiis kampaniashi8 ვინ ჩაერთო პრეზიდენტის დისკრედიტაციის კამპანიაში იმპიჩმენტის პროცედურის დაანონსების შემდეგ?

სალომე ზურაბიშვილის მადისკრედიტირებელი ვიზუალური მასალა ანტილიბერალურად და პრორუსულად განწყობილმა ანგარიშებმაც (1, 2) გაავრცელეს.  “კონსერვატიულ მოძრაობასთან” დაკავშირებულმა ფეისბუკ გვერდმა კონსერვატიული ფლანგი ზურაბიშვილის ფოტო წარწერით: “ბებოს დეერხაა” გამოაქვეყნა. ფოტოზე ფანჯარაში “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ჩანს. “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერ ირაკლი ჯანყარაშვილთან დაკავშირებულ გვერდზე publicist.ge  სალომე ზურაბიშვილის ფოტო შემდეგი აღწერით “თქვენ რას ფიქრობთ მადამ “კუკუზე” “ გამოქვეყნდა. 

სალომე ზურაბიშვილის შესახებ ფეისბუკ-ლაივი გაავრცელა ყოფილმა სამხედრომ, ერმილე ნემსაძემ. ნემსაძემ ზურაბიშვილი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია:  “შვილის ნათლიაზე გათხოვდა”; “დებილკას თავისი დავალება გააჩნია საქართველოში”; “ამის მთავარი მისიაა, მოხდეს არეულობა საქართველოში, რაც ჩაითრევს რუსეთს დიდ კავკასიურ ომში, ამიტომ აკეთებს ყველაფერს, დაძუნკალობს, დაწანწალობს და გადის კონსულტაციებს.

vin chaertho prezidentis diskreditatsiis kampaniashi3 ვინ ჩაერთო პრეზიდენტის დისკრედიტაციის კამპანიაში იმპიჩმენტის პროცედურის დაანონსების შემდეგ?

გარდა ამისა, კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერ ინტერნეტ გამოცემაში “საქართველო და მსოფლიო” სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ ჟურნალისტ ლევან გაბაშვილის სტატია გამოქვეყნდა. გაბაშვილი ზურაბიშვილზე საუბრისას დისკრიმინაციულ ფორმას – სექსიზმს მიმართავს და პრეზიდენტს “ჭირვეულ დედაკაცს” უწოდებს: 

ლევან გაბაშვილი, საქართველო და მსოფლიო:  “დიახ, ის, რასაც პრეზიდენტი [სალომე ზურაბიშვილი] აკეთებს, ქვეყნის ინტერესეისთვის საზიანოა და რამდენიც უნდა იძახოს, რომ ევროპაში ქვეყნის დასავლური მომავლისთვის დადის, რეალურად ჭირვეული დედაკაცის შთაბეჭდილებას ტოვებს და ქვეყანას თავს ჭრის…”

ასევე სტატიაში გვხვდება ასაკობრივი დისკრიმინაციის ფორმაც (ეიჯიზმი):

ლევან გაბაშვილი, საქართველო და მსოფლიო, 4 სექტემბერი, “[სალომე] ზურაბიშვილი იქცევა ისე, როგორც ჭირვეული ბავშვი. ხომ გახსოვთ ქართული სიბრძნე – სიბერეში ბაბუები და ბებიები შვილიშვილების ჭკუისანი არიანო. ვერ გეტყვით, ვის ჭკუაზეა გადასული ქალბატონი სალომე, მაგრამ…”

vin chaertho prezidentis diskreditatsiis kampaniashi4 ვინ ჩაერთო პრეზიდენტის დისკრედიტაციის კამპანიაში იმპიჩმენტის პროცედურის დაანონსების შემდეგ?

დასპონსორებული პოსტები

სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით გადაყენების დაანონსების შემდეგ სოციალურ ქსელში პრეზიდენტის საწინააღმდეგოდ არაერთი პოსტი დასპონსორდა. ფეისბუკ გვერდმა პოლიტიკური სატირა / Political Satire დაასპონსორა პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ინსტიტუტი შეურაცხყო  და  საქართველოს კონსტიტუცია ურცხვად დაარღვია, რაც იმპიჩმენტის სამართლებრივი საფუძველია. ფეისბუკ გვერდმა “არ აგარევინებთ” ზურაბიშვილის შესახებ ორი პოსტი შემდეგი სათაურებით: “სალომე იმპიჩმენტაშვილი”, “მისკუზიი მადამ სალობიე” დაასპონსორა. ასევე, ფეისბუკ გვერდზე არქივი – Archive და POSTV – ანალიტიკა დაფინანსდა “გირჩი – მეტი თავისუფლების” დამფუძნებლის, ზურაბ ჯაფარიძის 2019 წელს გადაღებული ვიდეო, რომელშიც პოლიტიკოსი სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით გადაყენებაზე საუბრობს. გვერდმა “არ აგარევინებთ” ასევე დააფინანსა “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის 2019 წელსა და 2023 წელს გადაღებული ვიდეოების კოლაჟი. ფეისბუკ გვერდზე აგენტურა დასოპნსორებულია ქრდი, რომელზედაც სალომე ზურაბიშვილისა და სალომე სამადაშვილის სახეები ერთმანეთთან არის შერწყმული.

shrillanka3 ვინ ჩაერთო პრეზიდენტის დისკრედიტაციის კამპანიაში იმპიჩმენტის პროცედურის დაანონსების შემდეგ?

shrillanka4 ვინ ჩაერთო პრეზიდენტის დისკრედიტაციის კამპანიაში იმპიჩმენტის პროცედურის დაანონსების შემდეგ?

vin chaertho prezidentis diskreditatsiis kampaniashi9 ვინ ჩაერთო პრეზიდენტის დისკრედიტაციის კამპანიაში იმპიჩმენტის პროცედურის დაანონსების შემდეგ?

აღსანიშნავია, რომ გარდა დასპონსორებული დისკრედიტაციის კამპანიისა, პროსახელისუფლებო ანონიმური ფეისბუქ გვერდები კოორდინირებულად იყვნენ ჩართული სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო პოსტების გავრცელებაში.

სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით გადაყენების დაანონსების შემდეგ სოციალურ ქსელში პროსახელისუფლებო და ანტი-ოპოზიციურმა ანონიმურმა ფეისბუკ გვერდებმა (პოლიტიკური სატირა / Political Satire, პოლიტიკური სამარე N5 და ანგარიშებმა (ტერენტი გლდანელი, ოცნება იგებს) იმპიჩმენტის სამართლიანობის შესახებ იდენტური შინაარსისა და ვიზუალის პოსტი გაავრცელეს. პოსტის თანახმად, ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია ქვეყნის უზენაესი სამართლებრივი დოკუმენტი, შეურაცხყო პრეზიდენტის ინსტიტუტი და ურცხვად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, რაც  იმპიჩმენტის სამართლებრივი საფუძველია. გარდა ამისა, პოსტს თან ახლავს სალომე ზურაბიშვილის ფოტო წარწერით: “თუ თვლი, რომ ზურაბიშვილი იმსახურებს იმპიჩმენტის წესით გადაყენებას, გააზიარე!”. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ანგარიშის მიერ გამოქვეყნებული პოსტი საკუთარ ანგარიშზე “ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების” დამფუძნებელმა და ჰომოფობიური ჯგუფების ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ ფალავანდიშვილმაც გააზიარა.

vin chaertho prezidentis diskreditatsiis kampaniashi5 ვინ ჩაერთო პრეზიდენტის დისკრედიტაციის კამპანიაში იმპიჩმენტის პროცედურის დაანონსების შემდეგ?vin chaertho prezidentis diskreditatsiis kampaniashi6 1 ვინ ჩაერთო პრეზიდენტის დისკრედიტაციის კამპანიაში იმპიჩმენტის პროცედურის დაანონსების შემდეგ?

კონსტიტუციის დარღვევის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა ხელისუფლების მხარდამჭერმა ფეისბუკ გვერდმა “ლიდერი 41”. გვერდის ადმინისტრატორი, დავით თორდია წერს, რომ პრეზიდენტის საქციელი არის კანონის, სახელმწიფოს და ქართველი ხალხის უპატივცემულობა.

vin chaertho prezidentis diskreditatsiis kampaniashi7 ვინ ჩაერთო პრეზიდენტის დისკრედიტაციის კამპანიაში იმპიჩმენტის პროცედურის დაანონსების შემდეგ?

გზავნილები ევროპარლამენტარების წინააღმდეგ

სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას მოქმედი და ყოფილი ევროპარლამენტარები (ვიოლა ფონ კრამონი, მარკეტა გრეგოროვა, რასა იუკნევიჩიენე  მირიამ ლექსმანი, ანდრიუს კუბილიუსი, რებეკა ჰარმსი) გამოეხმაურნენ და “ქართული ოცნების” ინიციატივა გააკრიტიკეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სახელისუფლებო ექსპერტებმა ევროპარლამენტარები ოპოზიციასთან თანამშრომლობის გზით საქართველოს ევროპასთან დაშორებაში დაადანაშაულეს.  გარდა ამისა, სახელისუფლებო ექსპერტები გამოთქვამდნენ ეჭვს, რომ სალომე ზურაბიშვილის დასაცავი “მესიჯბოქსი” ერთ ოფისში იყო დაწერილი და ევროპარლამენტარები კონსტიტუციის უხეშად დარღვევაში პრობლემას ვერ ხედავდნენ.

ევროპარლამენტარები ხელს გვიშლიან ევროპასთან დაახლოებაში

გია აბაშიძე, ექსპერტი: “ქართული ოცნების” გუნდი კონსტიტუციის შეუვალობას იცავს, ხოლო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს საბოტირებენ ნაცოპოზიცია და მისი უცხოელი ლობისტები. რამდენჯერ უნდა მოახდინონ თვითლუსტრირება ერთი და იმავე დესტრუქციული ფრაზების გამეორებით მარგინალმა რადიკალებმა? იაფფასიანი შაპიტოს მონაწილეებად დამკვიდრდნენ სამარცხვინო სუბიექტები”.
ირაკლი ლატარია, ექსპერტი: „ასე ახლოს არასოდეს ვყოფილვართ ევროპასთან და მაინც როგორ გვიშლიან ყველაფერში ხელს. მერე იტყვიან, აგენტურის შესახებ კანონი რატომ იყო საჭიროო? რატომ და ამიტომ… საქართველოს პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია და იმის ნაცვლად შენიშვნა მიეცათ „ქართული ოცნების“  ხელისუფლების კრიტიკით დაკავდნენ ამ დღეებში ყველა ბოლომდე გაიშიფრება.”
ნინო ფოჩხუა, ექსპერტი: “ვულოცავ ქალბატონ სალომეს საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი აგენტურული ქსელის  წევრობას. ახლა უკვე ყველაფერს მოეფინა ნათელი. აბა ახლა ვინ მეტყვის რომ ქალბატონი სალომე უსამშობლო აგენტი არ არის, ნახეთ ვინ დაუდგა დამცველად მის ანტიკონსტიტუციურ ქმედებას, ისევ ის მოსყიდული ევროპარლამენტარები, ვინც თავისი განცხადებებით ძირს უთხრიან ჩვენს ევროპულ მომავალს.

ევროპარლამენტარები ოპოზიციასთან შეთანხმებულად მოქმედებენ და ერთი და იგივე  მესიჯბოქსი აქვთ

გია აბაშიძე, ექსპერტი:  “კონსტიტუციის დამრღვევი და არა გარანტორი სალომე ზურაბიშვილის დასაცავად კარგად ნაცნობი აგენტოკრატია მოიქოქა. საგულისხმოა, რომ უსამშობლო სუბიექტები ერთსა და იმავე გზავნილს იმეორებენ და შთაბეჭდილება იქმნება, რომ ‘მესიჯბოქსი’ ერთ ოფისშია დაწერილი და შემდეგ გავრცელებული.
ლევან ნიკოლეიშვილი, ექსპერტი: “ეს ის ხალხია, სააკაშვილის დედის გიულის დაფინანსებული ლობისტები რეზოლუციის ტექსტებს რომ უწერენ და მერე ერთ ხმაში მკაცრი სახით კითხულობენ. ბრავო “ქართულ ოცნებას,” ჯერ მარტო იმპიჩმენტის პროცედურის განცხადებით რომ ასეთ დღეში ჩააგდო ესენი. ასე სასწრაფოდ შოკირებულ-აღშფოთებულ-შეშფოთებულები, ბევრჯერ გვინახავს ეს სამარცხვინო და დეგრადირებული სუბიექტები. ახლა წარმოიდგინეთ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის დასრულების შემდეგ კი შეიძლება ხმაც დაკარგონ და ენაც ჩაუვარდეთ.”
გია გაბრიჭიძე, ექსპერტი: “ყველა უსამშობლოს ტექსტი ერთი-ერთში ემთხვევა ერთმანეთს და ნათლად ჩანს, თუ როგორ ესმით კონსტიტუცია, სახელმწიფოს ინტერესები და კონსტიტუციის შესრულების გარანტორის პასუხისმგებლობა ქვეყნის უმაღლესი კანონის შესრულებაზე. მარკეტა გრიგორევას შოკირებაზე უბრალოდ გამეცინებოდა თუნდაც იმიტომ, რომ ვხვდებოდი მის “შოკს” კუბილიუსის “აღშფოთებული შეშფოთება” მოჰყვებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ მთაწმინდიდან გამოსაქანებლებივით “ცოცხალ რიგში” დგანან და რაღაც სისულელეებს თხზავენ. ეს ტიპები ვერ გამოვიდნენ იმ აზროვნებიდან, როცა რაღაც პოლიტიკური პოსტი “ნარუშილოვკას” წარმოადგენდა. დროა ყველამ (გარეთაც და აქაც) გაიგოს რომ საქართველო “პრახადნოი დვორი” არ არის და კონსტიტუციის დაცვა პირველ რიგში საქართველოს პრეზიდენტის უზენაესი მოვალეობაა”.
ედიშერ გვენეტაძე, ექსპერტი: “როგორც კი გაცხადდა “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ, მაშინვე აწრიალდა ევროპაში ის ფენა, რომელთაც  ლიბერასტ-ლობისტ-ქრთამისტები ჰქვიათ! იმდენად მსუყედ არიან ნაკვებნი აქაური ნაძარცვი ფულებით და იმდენად არიან “დავერბოვკებულნი”, რომ ერთი თითის გატკაცუნება და გრეგოროვები, გლუქსმანები, კუბილიუსები, ფოტიგები, კრამონები და მათი მსგავსნი სუბიექტები ცალფეხზე, ასკინკილათი მხტუნავნი აკრიტიკებენ, რაღაცას, მაგრამ რას? აი ეს კი არ იციან!… ყველაფერი ნათელია – მსოფლიო უბნელესი ძალები, რომელთა ნაწილსაც სამწუხაროდ ეს ევროპალამეტარებიც წარმოადგენენ მოქმედებენ ერთ კაბინეტში დაწერილი უსტარით! რომლის მთავარ მიზანსაც წარმოადგენს საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა და ამის შემდეგ ქვეყნის ომში ჩაბმა!”
ნინო ფოჩხუა, ექსპერტი: “როგორ შეიძლება ირაკლი კობახიძეს შეედარო საქართველოს კონსტიტუციის ცოდნაში, მაგრამ ბედავენ კუბილიუსები, გრეგორევები. ბედავენ იმიტომ რომ პატრონებმა უბრძანეს. ესენი ყველა ხომ ერთი ოთახიდან იმართებიან. ესეც გაივლის. ჩვენ კი ვაშენოთ სამართლებრივი სახელმწიფო!”

სალომე ზურაბიშვილი დისკრედიტაციის კამპანიის სამიზნე წარსულშიც არაერთხელ გამხდარა. მაგალითად, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კრიტიკულ გამოსვლას “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული ანონიმური ფეისბუქ გვერდების მხრიდან მადისკრედიტირებელი პოსტები მოჰყვა.  ასევე, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების შემდეგ  ზურაბიშვილის დისკრედიტაციის მიზნით არაერთი ფოტოფაბრიკაცია გავრცელდა. ამ თემებზე, ვრცლად, იხილეთ “მითების დეტექტორის მასალებში:

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist