ფეისბუკზე სალომე ზურაბიშვილის ფოტოფაბრიკაციები ვრცელდება

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

2.2k
VIEWS

22 ივნის საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა “მთავარი არხის” ყოფილი გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი, ნიკა გვარამია შეიწყალა, რის შემდეგაც სოციალურ ქსელში ზურაბიშვილის დისკრედიტაციის მიზნით არაერთი ფოტოფაბრიკაცია გავრცელდა.

23-25 ივნისს ფეისბუკ გვერდმა შავი მედია და ფეისბუკ ანგარიშებმა (12345) ზურაბიშვილის მსგავსი გარეგნობის მქონე ქალის ფოტო გამოაქვეყნეს.  ფოტოზე ქალს ფეხი ფეხზე აქვს გადადებული და შილიფად ჩაცმული ყავის ჭიქასთან ზის. ფეისბუკ პოსტების ნაწილში წერია, რომ ეს ქალი “პარიზის კაბარედან გამოდგებული” სალომე ზურაბიშვილია, რომელიც როგორც წარსულის, ასევე მიმდინარე ქმედებების გამო იმპიჩმენტს იმსახურებს.

Screenshot 12 5 ფეისბუკზე სალომე ზურაბიშვილის ფოტოფაბრიკაციები ვრცელდება

ფეისბუკზე გავრცელებული ფოტო პროგრამულადაა დამუშავებული და მცდარი აღწერით ვრცელდება. ორიგინალ ფოტოზე ნათლად ჩანს, რომ მასზე არა სალომე ზურაბიშვილი, არამედ სხვა ქალი, სავარაუდოდ, პორნომსახიობია ასახული.

  • ორიგინალ ფოტოზე არა სალომე ზურაბიშვილი, არამედ, სავარაუდოდ,  პორნომსახიობია ასახული

გავრცელებული ფოტოს მოძებნა ფოტოს საძიებო სხვადასხვა ხელსაწყოთი არის შესაძლებელი. Yandex image search გვაჩვენებს, რომ ფოტოები, რომლებიც ამ კონკრეტული ქალის მონაწილეობით  ერთსა და იმავე დღეს არის გადაღებული,  სხვადასხვა პორნოგრაფიული შინაარსისა და გაცნობით ვებ-საიტზე გვხვდება. აღსანიშნავია, რომ თითოეულ მათგანზე მსახიობის სახელი და გვარი/ფსევდონიმი განსხვავებულადაა მითითებული.
Screenshot 13 5 ფეისბუკზე სალომე ზურაბიშვილის ფოტოფაბრიკაციები ვრცელდება

გავრცელებული ფოტოს ორიგინალი ყველაზე ძველი ვერსია პორნოგრაფიული ფოტოების საიტზე 2014 წლიდან იძებნება.

Screenshot 14 4 ფეისბუკზე სალომე ზურაბიშვილის ფოტოფაბრიკაციები ვრცელდება

ორიგინალ ფოტოზე ნათლად ჩანს, რომ მასზე არა სალომე ზურაბიშვილი,  არამედ სხვა ქალია გამოსახული.

Screenshot 15 5 ფეისბუკზე სალომე ზურაბიშვილის ფოტოფაბრიკაციები ვრცელდება
რეალური ფოტო (მარცხნივ) დამუშავებული (მარჯვნივ)

Screenshot 16 5 ფეისბუკზე სალომე ზურაბიშვილის ფოტოფაბრიკაციები ვრცელდება

ამავე ქალის ფოტოები გვხვდება ასევე სხვადასხვა გაცნობით და პორნოგრაფიულ საიტებზე.

Screenshot 17 6 ფეისბუკზე სალომე ზურაბიშვილის ფოტოფაბრიკაციები ვრცელდება Screenshot 18 2 ფეისბუკზე სალომე ზურაბიშვილის ფოტოფაბრიკაციები ვრცელდება Screenshot 19 2 ფეისბუკზე სალომე ზურაბიშვილის ფოტოფაბრიკაციები ვრცელდება

  • ზურაბიშვილის დისკრედიტაციის მიზნით სხვა ფოტოფაბრიკაციებიც ვრცელდებოდა

სალომე ზურაბიშვილის დისკრედიტაციის მიზნით სოციალურ ქსელში ასევე ვრცელდებოდა პროგრამულად დამუშავებული სხვა ფოტოები, სადაც პრეზიდენტი და ნიკა გვარამია არიან გამოსახული და ზურაბიშვილი მას ძუძუს აწოვებს. აღნიშნული ფოტო თავდაპირველად ფეისბუკ გვერდმა არ აგარევინებთ გამოაქვეყნა, შემდეგ კი ფეისბუკ ჯგუფში სურენ სააკიანი გავრცელდა.
Screenshot 20 2 ფეისბუკზე სალომე ზურაბიშვილის ფოტოფაბრიკაციები ვრცელდება

ფეისბუკ გვერდმა არ აგარევინებთ ასევე გამოაქვეყნა პროგრამულად დამუშავებული ფოტო, რომელშიც სალომე ზურაბიშვილი და ნიკა გვარამია ქორწინდებიან.

Screenshot 21 2 ფეისბუკზე სალომე ზურაბიშვილის ფოტოფაბრიკაციები ვრცელდება
ფეისბუკ გვერდებმა პოლიტიკური სატირა / Political Satire, ტერენტი გლდანელი  ერთი და იმავე ტექსტისა და ვიზუალის მქონე ფოტო და პოსტი გამოაქვეყნეს, რომელშიც სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მოითხოვენ.

Screenshot 22 3 ფეისბუკზე სალომე ზურაბიშვილის ფოტოფაბრიკაციები ვრცელდება

სალომე ზურაბიშვილი დისკრედიტაციის კამპანიის სამიზნე წარსულშიც გამხდარა. მაგალითად, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კრიტიკულ გამოსვლას “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული ანონიმური ფეისბუქ გვერდების მხრიდან მადისკრედიტირებელი პოსტები მოჰყვა. ამ თემაზე, ვრცლად, იხილეთ “მითების დეტეტქტორის მასალაში:

წყაროების შესახებ

“შავი მედია” ასევე აქვეყნებს ანტიდასავლურ, ანტილიბერალური შინაარსის მიმებს და პოსტებს. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს გვერდზე გამოქვეყნებული ბოლო პოსტი მწვანე პასპორტის აღებას ეხებოდა.

Screenshot 25 2 ფეისბუკზე სალომე ზურაბიშვილის ფოტოფაბრიკაციები ვრცელდება
გვერდის მიერ წარსულში გავრცელებული ინფორმაციები “მითების დეტექტორს” ყალბად აქვს მონიშნული.

Screenshot 26 3 ფეისბუკზე სალომე ზურაბიშვილის ფოტოფაბრიკაციები ვრცელდება

რაც შეეხება ფეისბუკ მომხმარებლებს ზოიძე ფრიდონ, Davit jebashvili, Levan Tavdishvili, ისინი ხშირად ავრცელებენ შეცდომაში შემყვან/მცდარ ინფორმაციებს, რაც “მითების დეტექტორს” არაერთხელ აქვს გადამოწმებული.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist