შოვის ტრაგედიაზე ირაკლი კობახიძის და კახა კალაძის სახელით ყალბი ციტატები ვრცელდება

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

2.3k
VIEWS

7 აგვისტოს ფეისბუკ ჯგუფში გამარჯვებული ირაკლი ღარიბაშვილი 41 ანონიმურმა ფეისბუკ ანგარიშმა მარიკა მარი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლის კობახიძის სახელით რამდენიმე ციტატა გაავრცელა. კობახიძის ერთ-ერთ ფოტოს თან ერთვის შემდეგი ციტატა: გარეული ღორის ხორცი პარკში 3 დღე არ ფუჭდება ასე არის ადამიანისაც ეს ექსპერტიზით არის დამტკიცებული, ამიტომ იქ სამაშველო ვერტმფრენის მალე მისვლა არიყო საჭირო. ვიღაცეებმა თქვეს რომ პარკში ჩაყრილი მიცვალებულები გაფუჭდებოდა ეს არის პროვოკაცია.” 

მარიკა მარის მიერ გავრცელებულ მეორე პოსტის თანახმად, კობახიძე ამბობს, რომ ქვეყანას ერთი სამაშველო თვითმფრინავი ჰყავს, რაც სრულიად საკმარისია, ხოლო ის ადამიანები, რომლებმაც ცურვა არ იციან, ზღვაზე არ უნდა წავიდნენ და არ დაიხოცებიან. მესამე პოსტში ნათქვამია, რომ კობახიძემ შოვის ტრაგედიას ღმერთისთვის მსხვერპლშეწირვა უწოდა. მეოთხე პოსტში კობახიძის სახელით ნათქვამია, რომ ხორცი პარკში არ ფუჭდება, პირიქით უფრო მეტ ხანს ძლებს, რის გამოც სამაშველო ვერტმფრენმა მისვლა არ იჩქარა. მეხუთე პოსტის თანახმად, კობახიძე ამბობს, რომ სტიქიის დროს ცოლთან ერთად ჯაკუზში იწვა და ეძინა, როცა გაიღვიძა კი ნახა როგორ აწყობდნენ იმ ადამიანების გვამებს პარკებში, რომლებმაც ცურვა არ იცოდნენ. კობახიძის სახელით გავრცელებულ მეექვსე ციტატაში ნათქვამია, რომ ადამიანები რომლებიც დაიხოცნენ, ცურვა არ იცოდნენ და აქ სტიქია არაფერ შუაშია, რამდენადაც ცურვის არცოდნის გამო ყოველ წელს იღუპებიან ადამიანები. 

გარდა ამისა, ამავე ანგარიშმა თბილისის მერის, კახა კალაძის სახელითაც გამოაქვეყნა რამდენიმე ციტატა (1, 2, 3, 4, 5) ციტატებში ნათქვამია, რომ კალაძემ სტიქიის დაწყების დროს მოკიდა თავის შვილებს ხელი და გამოიქცა სტიქიის ზონიდან, რა დროსაც მიწაში მოყოლილი ადამიანები შველას თხოვდნენ, თუმცა ის ქალაქის მერია და არა მაშველი, შესაბამისად, ვერ დაეხმარებოდა მეწყერში ჩარჩენილ ადამიანებს.  

Screenshot 2023 08 07 123451 შოვის ტრაგედიაზე ირაკლი კობახიძის და კახა კალაძის სახელით ყალბი ციტატები ვრცელდება Screenshot 2023 08 07 123457 შოვის ტრაგედიაზე ირაკლი კობახიძის და კახა კალაძის სახელით ყალბი ციტატები ვრცელდება Screenshot 2023 08 07 123502 შოვის ტრაგედიაზე ირაკლი კობახიძის და კახა კალაძის სახელით ყალბი ციტატები ვრცელდება Screenshot 2023 08 07 123506 შოვის ტრაგედიაზე ირაკლი კობახიძის და კახა კალაძის სახელით ყალბი ციტატები ვრცელდება

ირაკლი კობახიძისა და კახა კალაძის სახელით გავრცელებული ციტატები გაყალბებულია. ამ შინაარის განცხადება ღია წყაროებში, მედიასაშუალებებსა და არც კობახიძისა და კალაძის ოფიციალურ ფეისბუკ-გვერდებზე იძებნება.

ირაკლი კობახიძეს განცხადებები ხორცის პარკში ჩადებასა და მსხვერპლშეწირვის შესახებ არ გაუკეთებია

5 აგვისტოს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ აჯობებს სტიქიის შესახებ სპეციალისტებმა და ექსპერტებმა ისაუბრონ.  კობახიძის თქმით, წინა დღეების განმავლობაში შოვში წყლის დონის მატება ან კლება არ დაფიქსირებულა.

“რაც შეეხება შეფასებებს, ანალიზებს და ა.შ. აჯობებს, რომ ამაზე სპეციალისტებმა ისაუბრონ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ინფორმაცია, სხვადასხვა ინფორმაცია ყველაფერთან დაკავშირებით, თუმცა, ჯობია, რომ სპეციალისტებმა, ექსპერტებმა, კომპეტენტურმა ადამიანებმა ისაუბრონ ჩვენს მაგივრად ამ ყველაფერზე”- აღნიშნა კობახიძემ.   

მანამდე კობახიძემ  შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ახლობლებსა და ნათესავებს მიუსამძიმრა. კობახიძემ აღნიშნა, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მან მადლობა გადაუხადა მაშველებს, პოლიციელებსა და ჯარისკაცებს, რომლებიც დღე და ღამეს ათენებენ, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადარჩენა შეძლონ. „ვითარება არ არის მარტივი, ხედავთ. იმედი ვიქონიოთ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადარჩება“, – აღნიშნა კობახიძემ. აღსანიშნავია, რომ კობახიძეს განცხადებები ხორცის პარკში ჩადებასა და მსხვერპლშეწირვის შესახებ არ გაუკეთებია.

ანონიმურმა ფეისბუკ ანგარიშმა მარიკა მარიმ შოვის ტრაგედიაზე ციტატები თბილისის მერის, კახი კალაძის სახლითაც გაავრცელა. 3 აგვისტოს ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც სტიქიის ზონაში თავისი ოჯახის წევრებს ეძებდა, „ტვ პირველთან” განაცხადა, რომ სტიქიის დროს პირველ რიგში სასტუმროდან ვერტმფრენით მოხდა კალაძის ოჯახის ევაკუირება. მოგვიანებით სასტუმრო  „სანსეტ შოვის” მმართველი კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სასტუმროში თბილისის მერის, კახა კალაძის ოჯახი მართლაც იმყოფებოდა, თუმცა მათ სტიქიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვეს სასტუმრო. ინფორმაციას თავად კალაძეც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისმა ოჯახმა სასტუმროს ტერიტორია სტიქიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე თავისი ავტომობილებით დატოვა.   7 აგვისტოს კი ტელეკომპანია “იმედმა” კალაძის ოჯახის შოვიდან წასვლის ამსახველი კადრები გაავრცელა. კალაძეს არც ერთ ინტერვიუსა და საჯარო გამოსვლაში არ უთქვამს, რომ მხოლოდ საკუთარი შვილების გამოყვანაზე იზრუნა და სხვა დაზარალებულების თხოვნა არ გაითვალისწინა.

2023 3 აგვისტოს დაახლოებით 16:00 საათზე რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესების განვითარების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. 3 აგვისტოს, სტიქიური კატასტროფის ადგილას, საიდანაც მოსახლეობა დახმარებას ითხოვდა, ვერტმფრენი 3 საათში ჩაფრინდა. საბჭოთა წარმოების MИ-8 არა სამაშველო სამსახურს, არამედ სასაზღვრო პოლიციას ეკუთვნის. ამ დღეს სამაშველო ვერტმფრენმა მხოლოდ ორი რეისი შეასრულა და 70 კაცის ევაკუაცია შეძლო, ათობით ადამიანი, მათ შორის ბავშვები ღია ცის ქვეშ მეორე დილამდე დახმარების გარეშე დარჩნენ. ოფიციალური განმარტებით, ვერტმფრენმა სამაშველო სამუშაოების გაგრძელება ღამის ხედვის სისტემის არქონის გამო ვერ შეძლო. მოსახლეობის ევაკუაცია მხოლოდ საქართველოს საკუთრებაში არსებული ვერტმფრენით ხორციელდება. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 4 აგვისტოს განაცხადა, რომ მეზობელი ქვეყნებისთვის დახმარების თხოვნის აუცილებლობა არ დგას.  4 აგვისტოს სამძებრო და სამაშველო სამუშაოებში ჯარი ჩაერთო. 7 აგვისტოს დილის მონაცემებით, რაჭაში სტიქიამ 18 ადამიანი იმსხვერპლა – მათგან იდენტიფიცირებულია 12. სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება 17 დაკარგულის საპოვნელად.

წყაროს შესახებ: 

ყალბი ფეისბუკ ანგარიში მარიკა მარი მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას არ აზიარებს, მას არც პროფილისა და გარეკანის ფოტოები აქვს გამოქვეყნებული. ანგარიშის კედელზე 15 ივლისს გაზიარებული მხოლოდ ერთი პოსტი გვხვდება, რომელშიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დასცინის. მარიკა მარი ფეისბუკ ჯგუფში გამარჯვებული ირაკლი ღარიბაშვილი 41 “ქართული ოცნების” მთავრობას სისტემატიურად აკრიტიკებს და ზოგიერთ შემთხვევაში მათთან დაკავშირებულ ცრუ ინფორმაციასაც ავრცელებს ( 1, 2).
რაც შეეხება ფეისბუკ ჯგუფს გამარჯვებული ირაკლი ღარიბაშვილი 41, იგი 2020 წლის პირველ სექტემბერს შეიქმნა და მისი თავდაპირველი სახელწოდება “გამარჯვებული გახარია41” იყო. ჯგუფში ქვეყნდება როგორც ღარიბაშვილისა და ხელისუფლების მხარდამჭერი 1, 2, 3) ასევე მათი მადისკრედიტირებელი პოსტები (1, 2, 3).

Screenshot 2023 08 07 123513 შოვის ტრაგედიაზე ირაკლი კობახიძის და კახა კალაძის სახელით ყალბი ციტატები ვრცელდება

ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით აქამდე გავრცელებული ყალბი და მანიპულაციური ციტატების შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist