ფეისბუქ გვერდი შალვა კუჭაშვილის სახელით ირაკლი კობახიძის ყალბ ციტატას ავრცელებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

289
VIEWS

17 იანვარს მოძრაობა „წინ’სვლას“ დამფუძნებლის, შალვა კუჭაშვილის სახელით “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ფოტო გამოაქვეყნდა, რომელსაც თან ერთვის ტექსტი: “დევნილები თბილისიდან მალე უნდა გავასახლოთ”. პოსტის აღწერაში მოყვანილია ციტატა, რომ 30 წლის შემდეგ ბიუჯეტის კმაყოფაზე  პარაზიტებს აღარ უნდა ვინახავდეთ. ციტატის ავტორად ირაკლი კობახიძეა დასახელებული.

phd ფეისბუქ გვერდი შალვა კუჭაშვილის სახელით ირაკლი კობახიძის ყალბ ციტატას ავრცელებს
სოციალურ ქსელში გავრცელებული ირაკლი კობახიძის ციტატა ყალბია და “ქართული ოცნების” თამჯდომარეს არ ეკუთვნის. აღნიშნული ციტატა არც ღია წყაროებით და არც სოციალურ ქსელებში არ იძებნება. ასევე ყალბია შალვა კუჭაშვილის გვერდი, რომელიც სატირულია და ქართული ოცნების მხარდამჭერის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელშიც ის დევნილების თბილისიდან გასახლებას მოითხოვს, ღია წყაროებში არ იძებნება. მსგავსი ციტატა არც კობახიძის ოფიციალურ ფეისბუკის გვერდზე გვხვდება.

ფეისბუკ გვერდზე “შალვა კუჭაშვილი”  “ქართული ოცნების” მხარდამჭერის სახელით ყალბი ციტატა ადრეც გავრცელდა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

2021 წლის აპრილში გვერდზე მითითებული აღწერის თანახმად, ფეისბუკ გვერდი “შალვა კუჭაშვილი”  ქართველ პოლიტიკოსს, შალვა კუჭაშვილს ეკუთვნოდა, რომელიც “ქართველ ხალხსა და ნაციონალურ მოძრაობას ემსახურება”.  გვერდი 2021 წლის 28 მარტს შეიქმნა და თავდაპირველად გიორგი ბალხამიშვილის სახელს ატარებდა.

Screenshot 23 ფეისბუქ გვერდი შალვა კუჭაშვილის სახელით ირაკლი კობახიძის ყალბ ციტატას ავრცელებს
ამ დროისთვის აღნიშნული ინფორმაცია ფეისბუკ გვერდზე ხელმისაწვდომი აღარ არის, საკონტაქტო ინფორმაციაში კი ნაციონალური მოძრაობის ვებგვერდი(www.unm.ge)  და ქართული ოცნების სათაო ოფისის მისამართი (ერეკლე II-ს მოედანი #3) არის მითითებული, რაც ამ გვერდის სატირულ ხასიათზე მიუთითებს.

“მითების დეტექტორთან” საუბარში შალვა კუჭაშვილმა და გიორგი ბალხამიშვილმა აღნიშნეს, რომ გვერდი მათი დისკრედიტაციის მიზნით არის შექმნილი. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist