ვინ გააყალბა ირაკლი კობახიძის ციტატა?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

Untitled-3
307
VIEWS

13 აპრილს გვერდმა “ანტილიბერალური დოქტრინა” გამოაქვეყნა ირაკლი კობახიძის ფოტო, წარწერით “ნულოვანი ტოლერანტობა მართლმადიდებლებს. ჩვენ მათ შევუზღუდათ რწენის თავისუფლებას და აღდგომის ღამეს დავაჯარიმებთ, კომენდანტი ყველასთვის კომენდანტია”. ამ ფოტოს ასევე ახლავს პოსტი. როგორც პოსტის ასევე ფოტოს ავტორად მომხმარებელი ირაკლი ჯანყარაშვილია მითითებული.

"

იდენტური პოსტი ირაკლი ჯანყარაშვილს თავის პირად პროფილზე აქვს გამოქვეყნებული. ჯანყარაშვილი გამოცემა tvalsazrisi.ge-ს ავტორია, რომელიც “მითების დეტექტორის” ინფორმაციით, არაერთხელ ყოფილა სიძულვილის ენისა და ყალბი ინფორმაციის წყარო.

ამ პოსტს 14 აპრილის მდგომარეობით 15 გაზიარება და 33 კომენტარი აქვს. კომენტარის ავტორებს შორის არის “ევრაზიული ინსტიტუტის” თავმდჯომარე გულბაათ რცხილაძე, რომელიც კობახიძეს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებ. კომენტარებში სხვა მომხმარებლები ჯანყარაშვილს კობახიძის ზუსტ ციტირებას სთხოვენ, თუმცა ჯანყარაშვილმა უპასუხა, რომ ეს კობახიძის მიერ რუსთავი 2-სთვის მიცემული ინტერვიუს მისეული აღქმა იყო.

""

ჯანყარაშვილის პოსტი მან თავადვე ალტერნატიული პროფილით (Иракли Иракли) გააზიარა ჯგუფებში ამხილე პორტირებული ნაცები!!, დავასრულოთ ნაცები!!!– ,,სიმართლის გზა“,  ”მოქალაქე’’ არასამთავრობო ორგანიზაცია. გვერდმა “ანტილიბერალური დოქტრინა” კი ეს პოსტი გააზიარა ჯგუფებში კახა კალაძე თბილისის მერი და ამხილე პორტირებული ნაცები!!.

""

ჯანყარაშვილის მიერ გავრცელებული ციტატა ყალბია და ირაკლი კობახიძეს ასეთი განცხადება არ გაუკეთებია. 13 აპრილს, რუსთავი 2-ის ეთერში ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ბზობას არაერთ ადგილას დაირღვა კანონი და სახელმწიფოს შესაბამისი რეაგირება ექნებოდა. კობახიძეს არ უთქვამს, რომ სახელმწიფო მართლმადიდებლების რწმენის თავისუფლებას შეზღუდავს.

ირაკლი კობახიძე: “ჩვენ ვიხილეთ გუშინ [ბზობას], როცა არაერთ დაგილას დაირღვა საგანგებო რეჟიმით დადგემილი შეზღუდვები, რაც არის მიუღებელი და ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ექნება შესაბამისი რეაგირება. რაც შეეხება მომდევნო დღეების განმავლობაში პროცესების წარმართვას, ამ საკითხზე გვექნება კონსულტაციები…სადაც იქნება საგანგებო რეჟიმის დარღვევა, იქ რეაგირება იქნება და რეაგირების ზომაც გაწერილია შესაბამის სამართლებრივ აქტებში, მათ შორის, პირველი სანქცია, რომელიც არის გაწერილი, არის ჯარიმა. სახელმწიფოს სამართლებრივი ფაქტებიდან გამომდინარე ექნება თავისი რეაქცია”

კობახიძის დისკრედიტაციის კამპანიაში, თითქოს ის მართლმადიდებელ ეკლესიას დევნის, ღიად პრო-რუსული აქტორებიც ჩართვნენ. იმავე დღეს კრემლის News Front-მა გამოაქვეყნა ირაკლი კობახიძის შესახებ გამოაქვეყნა მასალა სათაურით ““ქოც-კამსამოლი” კობახიძე ეკლესიაზე უკმაყოფილო ტონით აბურტყუნდა”. ასევე კობახიძის რეალური განცხადება გააზიარა პრო-რუსული ორგანიზაციის “ერეკლე მეორის საზოგადოება” ფეისბუქ გვერდმა “წიწაკა ტვ” შეურაცხმყოფელი წარწერით.

"'

Crowdtangle-ის მონაცემებით, News Front-ის ბმული სხვა პრორუსულ და პროსახელისუფლებო ჯგუფებშიც გაზიარდა.

""


 

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist