თქვა თუ არა კობახიძემ, რომ ვინც ხელისუფლებას გააკრიტიკებს, ყველა დაისჯება?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

126
VIEWS

24 დეკემბერს ფეისბუქ-ანგარიშებმა (1, 2, 3) და Reddit-ანგარიშმა r/Rustaveli “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, ფოტო გამოაქვეყნეს, რომელზეც შემდეგი ციტატაა განთავსებული: “მომავალში ყველა დაისჯება, ვინც ხელისუფლებას გააკრიტიკებს, ხალხმა უნდა ისწავლოს ხელისუფლების მორჩილება!”

kobakhidze თქვა თუ არა კობახიძემ, რომ ვინც ხელისუფლებას გააკრიტიკებს, ყველა დაისჯება?

ირაკლი კობახიძის სახელით გავრცელებული ციტატა გაყალბებულია. ამ შინაარის განცხადება ღია წყაროებში, მედიასაშუალებებსა და კობახიძის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე არ იძებნება. 

ციტატა, რომლის მიხედვითაც ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ყველა, ვინც ხელისუფლებას გააკრიტიკებს და არ დაემორჩილება – დაისჯება, გაყალბებულია. ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული ამ შინაარსის განცხადება არცერთი მედიასაშუალების ვებ-გვერდზე არ იძებნება. 

ირაკლი კობახიძის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ბოლო პოსტი 21 დეკემბერსაა გამოქვეყნებული, რომელშიც მისი რუსთავი 2-ის გადაცემა “ღამის კურიერში” სტუმრობას ასახავს. კობახიძე ამ ვიდეოში უმეტესწილად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საუბრობს და მსგავს განცხადებას ხელისუფლების კრიტიკოსების დასჯის შესახებ, რომელიც ციტატის სახით სხვადასხვა ფეისბუქ ანგარიშებმა გაავრცელეს, არ აკეთებს.

ფოტო, რომელზეც კობახიძის ყალბი ციტატაა დატანილი, დეკემბრის თვეში რამდენიმე მედიასაშუალებას აქვს გამოყენებული, თუმცა ყველა მათგანი სხვა თემას ეხება და მათში ზემოაღნიშნული ციტატა არ გვხვდება. მაგალითად, “პრაიმ ტაიმისა” და “ჯემნიუსის” მასალები კობახიძის მიერ მიხეილ სააკაშვილზე გაკეთებულ განცხადებებს ეხება. ერთ-ერთ განცხადებაში მან აღნიშნა, რომ სააკაშვილის გათავისუფლების მიზანი საქართველოში ხელისუფლების შეცვლაა, ხოლო მეორეში კობახიძე ცენტრ “ემპათიას” სამედიცინო დასკვნას გამოეხმაურა და განაცხადა რომ ორგანიზაცია ნაცმოძრაობასთან არის დაკავშირებული და ამიტომ “სანდოობა არის ნული”. 

kobakhidze 1 თქვა თუ არა კობახიძემ, რომ ვინც ხელისუფლებას გააკრიტიკებს, ყველა დაისჯება?

ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით აქამდე გავრცელებული ყალბი და მანიპულაციური ციტატების შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist