19 იანვარს სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძის შესახებ ონლაინ გამოცემა “ტაბულას” სქრინშოტი გავრცელდა. წარწერის მიხედვით, პარტია “ქართული ოცნების” თავჯდომარე 2007-2009 წლებში გერმანიის ფსიქიატრიულ ჰოსპიტალში რეაბილიტაციის გაძლიერებულ კურსს უტარებდნენ.
“ტაბულას” სახელით გავრცელებული სქრინშოტი ყალბია. რეალურად, გამოცემას ამ შინაარსისა და ვიზუალის პოსტი არ გამოუქვეყნებია და ეს ფაქტი “მითების დეტექტორთან” საუბარში გამოცემის რედაქტორმაც უარყო.
“ტაბულას” ფეისბუქ გვერდსა და ვებ-საიტზე ირაკლი კობახიძის შესახებ ბოლო პოსტი 19 იანვრით თარიღდება და ის ევროკომისიის ხელმძღვანელთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან CNN-ის ინტერვიუს შესახებ კობახიძის კომენტარს ეხებოდა.
გამოქვეყნებულ სქრინშოტზე ირაკლი კობახიძე თეთრი ფერის შენობის ფონზეა გამოსახული, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ კობახიძე სწორედ ამ დაწესებულებაში მკურნალობდა. რეალურად, ფოტოზე გამოსახული შენობა არა გერმანიაში, არამედ აშშ-ში, ტეხასის შტატში მდებარეობს და არა ფსიქიატრიული დაწესებულება, არამედ სასჯელაღსრულების დაწესებულება იყო. აღნიშნული ციხის დახურვის შესახებ ინფორმაცია 2011 წელს გავრცელდა.
მსგავსი ინფორმაციის გაზიარების ფაქტი “მითების დეტექტორთან” საუბარში “ტაბულას” მთავარმა რედაქტორმა ლევან სუთიძემაც უარყო.
წყაროს შესახებ
ფეისბუქ ანგარიში “მრისხანე ბაბუაწვერა” Tedo Abashidze-ს მეორე ფეისბუქ პროფილია და მას გაყალბებული და სატირული ციტატები აქამდეც გამოუქვეყნებია. იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:
- ფეისბუკზე “ტაბულას” სახელით ყალბი სქრინი ვრცელდება
- ქმნის თუ არა ღარიბაშვილი “შრომის პოლიციას”?
- ითხოვს თუ არა ბაია პატარაია ბიჭების რაოდენობის შესამცირებელ და გოგონების შობადობის წამახალისებელ რეგულაციებს?
- პოსტი, რომელიც ამტკიცებს, რომ ბაია პატარაიას სიზმარში ჩადენილი გაუპატიურების დასჯას ითხოვს, სატირულია
- აპირებს თუ არა იაგო ხვიჩია მიცვალებულების ოქროს კბილების გამოყენებას?
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. (Atticsandmore.com) შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.