ფეისბუკზე “ტაბულას” სახელით ყალბი სქრინი ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

235
VIEWS

22 მაისს ფესიბუკ ანგარიშმა მრისხანე ბაბუაწვერა ონლაინ გამოცემა “ტაბულას” სტატიის სქრინი გამოაქვეყნა. სქრინის თანახმად, სუსმა საპენსიო ფონდის ბუღალტერი დააკავა, რომელმაც 614 000  ლარი სლოტებზე დადო. პოსტს თან ახლავს შემდეგი კომენტარი: “საპენსიო ფონდიდან დიდი ოდენობით თანხის უკანონოდ მითვისების ფაქტზე დაკავებულია საპენსიო ფონდის მთავარი ბუღალტერი და გენერალური დირექტორის 3 მოადგილე”. ტაბულას სტატიას თან დაკავებული მამაკაცის ფოტო ახლავს, რომელსაც სახე აქვს დაბლარული. იდენტური სქრინი ამავე დღეს ფეისბუკ გვერდზე ყოველდღიური მოვლენები გავრცელდა.

სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტები სატირულია, თუმცა აუდიტორიამ ისინი რეალურ ამბად აღიქვა. საპენსიო ფონდის ბუღალტერის დაკავების შესახებ ინფორმაცია ღია წყაროებით არ იძებნება. “ტაბულას” რედაქციის განცხადებით, მსგავსი ინფორმაცია მათ არ გაუვრცელებიათ და სქრინი ყალბია.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია საპენსიო ფონდის ბუღალტერის დაკავების შესახებ, რომელმაც 614 000 ლარი სლოტზე დადო, სატირულია და ღია წყაროებით არ დასტურდება. გავრცელებული სქრინის ნამდვილობა 22 მაისს ონლაინ გამოცემა “ტაბულამაც” უარყო. რედაქციის განცხადებით, ფეისბუკზე “ტაბულას” სახელით ყალბი სქრინი ვრცელდება და მსგავსი ინფორმაცია გამოცემას არ გაუვრცელებია.

თედო აბაშიძის პოსტი საინფორმაციო პორტალ Tabula.ge-ის ვიზუალით გავრცელდა, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მსგავსი ინფორმაცია მედიაში გაშუქდა და რეალურია.

აღსანიშნავია, რომ ფოტო, რომელიც “ტაბულას” ყალბ სტატიას ახლავს თან 2021 წლის 18 მარტს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნდა და ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად შეძენა-შენახვა-ტარებისა და გასაღების ფაქტებზე პირის დაკავების ფაქტს ასახავს.

წყაროს შესახებ

“მრისხანე ბაბუაწვერა” Tedo Abashidze-ის მეორე ფეისბუკ ანგარიშია და მას გაყალბებული და სატირული ციტატები აქამდეც გამოუქვეყნებია. იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: სატირა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist