ითხოვს თუ არა ბაია პატარაია ბიჭების რაოდენობის შესამცირებელ და გოგონების შობადობის წამახალისებელ რეგულაციებს?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

173
VIEWS

2021 წლის 21 აგვისტოს, Facebook მომხმარებელმა Tedo Abashidze-მ გამოაქვეყნა სქრინი, რომელზეც ასახულია უფლებადამცველ ბაია პატარაიას კომენტარი. კომენტარის მიხედვით, ბაია პატარაია საქართველოში გედერული თანასწორობის აღდგენის მიზნით მთავრობის მიერ ბიჭების აბორტისა და ახალშობილი ბიჭებისათვის სქესის შეცვლის ოპერაციის სუბსიდირებას, ახალშობილ გოგონებზე ფულადი ჯიდოს დაწესებას, ბიჭის გაჩენაზე ჯარიმის დაწესებასა და ახალშობილი ბიჭების უცხოეთში გაშვილებას ითხოვს.  Სქრინი ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს კომენტარი ბაია პატარაიას პირადი ანგარიშით არის გაკეთებული.

1

23 აგვისტოს მონაცემებით, პოსტს 336 რეაქცია და 455 გაზიარება აქვს. იდენტური ტიპის პოსტები გამოაქვეყნა ანგარიშმა “კაცური კაცის კაცური მიმები” და გვერდებმა “ხელოვნური სუნთქვა,” და “Why Not?.”

Tedo Abashidze-ს მიერ გამოქვეყნებული სქრინი, რომელიც თითქოს ბაია პატარაიას მიერ გაკეთებულ კომენტარს შეიცავს, გაყალბებულია. ბაია პატარაიამ საკუთარ ფეისბუქ ანგარიშზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც იგი აღნიშნავს, რომ მას მსგავსი ტიპის განცხადება არ გაუკეთებია.

22 აგვისტოს, Tedo Abashidze-ს მიერ გაყალბებული კომენტარის საპასუხოდ, ბაია პატარაიამ საკუთარ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც მოცემული კომენტარის სიყალბე დაადასტურა და აგრეთვე მის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაცის კამპანიაზე გაამახვილა ყურადღება. Პატარაიამ აღნიშნა, რომ ფეისბუქ მომხმარებელი Tedo Abashidze რეგულარულად ვარცელებს აქტივისტის სახელით ყალბ ინფორმაციას.

2

აღსანიშნავია ისიც, რომ გაყალბებულ სქრინში ბაია პატარაიას პროფილის ფოტო და მისი რეალური ფეისბუქ პროფილის ფოტო ერთმანეთს არ ემთხვევა.

Ბაია პატარაიას შესახებ დეზინფორმაცია და გაყალბებული ციტატები წარსულშიც გაუვრცელებიათ. ამ თემაზე შეგიძლიათ, იხილოთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist