შეუთანხმდა თუ არა კიევი იუნესკოს კიევ-პეჩერის ლავრიდან წმინდა ნაწილების გადაცემის შესახებ?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

661
VIEWS
26 ივნისს კრემლის პროპაგანდისტულმა მედიებმა ((Новости Первого канала, tass.ru, iz.ru, rbc.ru), რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით კიევისა და იუნესკოს შეთანხმების შესახებ გამოაქვეყნეს ინფორმაცია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კიევი იუნესკოს კიევ-პეჩერის ლავრის მართლმადიდებლური სიწმინდეების მათი გადარჩენის მიზნით გადაცემაზე შეუთანხმდა და შესაბამისად, კიევ-პეჩერის ლავრიდან წმინდა ნაწილები იტალიის, საფრანგეთის, გერმანიისა და ვატიკანის მუზეუმებს უნდა გადაეცეს.

ინფორმაცია კიევ-პეჩერის ლავრიდან ევროპის ქვეყნებში სიწმინდეების გატანის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. კიევსა და იუნესკოს შორის მიღწეული შეთანხმების შესახებ ინფორმაცია უკრაინის კულტურის მინისტრმა ოლექსანდრ ტკაჩენკომ და კიევ-პეჩერის ლავრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა,  მაქსიმ ოსტაპენკომ უარყვეს. ინფორმაცია, კიევისა და იუნესკოს შეთანხმების შესახებ არც იუნესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე იძებნება.

  • ინფორმაცია კიევ-პეჩერის ლავრიდან სიწმინდეების ევროპაში გატანის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება

უკრაინის კულტურის მინისტრი რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, კიევსა და იუნესკოს შორის მიღწეული შეთანხმების შესახებ, რომელიც კიევ-პეჩერის ლავრიდან ქრისტიანული ფასეულობების, მათ შორის წმინდა ნაწილების ევროპის ქვეყნებში გატანას ეხება, ფეისბუკის პირად გვერდზე 26 ივნისს გამოეხმაურა. ოლექსანდრ ტკაჩენკოს თქმით, ამ ეტაპზე ერთადერთ ამოცანას კიევ-პეჩერის ლავრის რუსული სამყაროსგან დაცვა წარმოადგენს.

ოლექსანდრ ტკაჩენკო: “ერთადერთი ამოცანა, რომელიც ახლა გვაქვს ლავრასთან დაკავშირებით, ეს არის მისი დაცვა რუსული სამყაროსგან. არც ერთი სიწმინდე  არ დატოვებს უკრაინის ტერიტორიას და ყველაფერი, რაც მოპარულია, უკან უნდა დაბრუნდეს.

Screenshot 4 12 შეუთანხმდა თუ არა კიევი იუნესკოს კიევ-პეჩერის ლავრიდან წმინდა ნაწილების გადაცემის შესახებ?

27 ივნისს, განცხადება ამ ფაქტის უარყოფის შესახებ უკრაინის კულტურის სამინისტროს ფეისბუკ-გვერდზეც დაიდო და იუნესკოს უკრაინის ეროვნულმა კომისიამაც გადააზიარა.

რუსული საინფორმაციო სააგენტოებისა და ტელეგრამ-არხების მიერ გავრცელებული ინფორმაცია კიევ-პეჩერის ლავრას ეროვნული ნაკრძალის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, მაქსიმ ოსტაპენკოც გამოეხმაურა. ოსტაპენკოს თანახმად, კიევ-პეჩერის ლავრასთან დაკავშირებით მსგავსი გეგმები არ არსებობს და უკრაინული სიწმინდეები რჩება ადგილზე.  “სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ამ ძეგლების დასაცავად, მათ შორის რუსი აგრესორებისგან დასაცავად. “, – აღნიშნა მაქსიმ ოსტაპენკომ.

Screenshot 5 11 შეუთანხმდა თუ არა კიევი იუნესკოს კიევ-პეჩერის ლავრიდან წმინდა ნაწილების გადაცემის შესახებ?

ინფორმაცია კიევისა და იუნესკოს შორის დადებული შეთანხმების შესახებ, რომელიც კიევ-პეჩერის ლავრის სიწმინდეების ევროპის ქვეყნებში გადატანას ეხება, არც იუნესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე იძებნება. რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში იუნესკო ცდილობს ხელი შეუწყოს უკრაინაში კულტურული ინსტიტუტების დაცვას და უზრუნველყოს უკრაინაში უწყვეტი სწავლის შესაძლებლობა.

2023 წლის 5 იანვარს უკრაინის კულტურის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, მიძინების ტაძარი და კიევ-პეჩერის ლავრის სატრაპეზო ეკლესია სახელმწიფო საკუთრებაში დაებრუნებინა, რასაც წინ უძღოდა ჩხრეკის პროცესი კიევსა და სხვა რეგიონებში მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ ეკლესიებში. უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას ლავრის ტერიტორია 2023 წლის 29 მარტამდე უნდა დაეტოვებინა, თუმცა მათ ეს მაშინვე არ გაუკეთებით. აპრილის შუა რიცხვებში კულტურის სამინისტრომ ლავრაში ინსპექტირება დაიწყო. კიევ-პეჩერის ლავრის სახელმწიფო ქონების გაცემა-მიღების კომისიამ მუშაობა 2023 წლის 5 ივნისს დაასრულა და ხელი მოაწერა მიღება-ჩაბარების აქტს.

აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით  სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა პროპაგანდისტული გზავნილები, თითქოს უკრაინა მართლმადიდებლობას ებრძვის, რის გამოც კიევ-პეჩერის ლავრის ჯვრებმა გაშავება დაიწყეს, ზიარდებოდა კონსპირაციული ვიდეო, თითქოს უკრაინის ხელისუფლების ანტირელიგიურმა ქმედებებმა კიევში ყვავების მომრავლება გამოიწვია. ვრცლად  ამის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” პუბლიკაციები:

წყაროს შესახებ:

ფეისბუკ მომხმარებელი Levan tavdishvili ანტიდასავლური და ანტიუკრაინული შინაარსის მცდარ ინფორმაციას, ასევე შეთქმულების თეორიებს რეგულარულად ავრცელებს.

არქივის ბმულები: rbc.ru, iz.ru, tass.ru


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist