არის თუ არა კომპანია Apeel Science-ის პროდუქცია საკვებად საშიში?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

85
VIEWS

4 მაისს ფეისბუკ-ანგარიშებზე ( 1, 2 )  გამოქვეყნდა ფოტო, სადაც პროდუქტზე ვხედავთ წარწერას –  Apeel. პოსტებში აღნიშნულია, რომ მსგავს იარლიყებს ყურადღება უნდა მივაქციოთ, რადგან ასეთი კომპანიების წარმოებული პროდუქტები ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავს.

Screenshot 6 1 არის თუ არა კომპანია Apeel Science-ის პროდუქცია საკვებად საშიში?

ინფორმაცია, თითქოს Apeel Sciences- ის მიერ წარმოებული პროდუქცია ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავს, სიმართლეს არ შეესაბამება. საკვები ნივთიერება Edipeel, რომელსაც კომპანია იყენებს და რომლის მეშვეობითაც პროდუქციის კვებით ღირებულებას უფრო დიდი ხნით ინარჩუნებს, ძირითადი მარეგულირებელი ორგანოების უსაფრთხოების სტანდარტებს აკმაყოფილებს, მათ შორის –  სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) მოთხოვნებს. 

  • Apeel და Apeel Science – ამ კომპანიებს ერთმანეთთან კავშირი არ აქვთ

გავრცელებულ ფოტოზე გამოსახული ლოგო კომპანია Apeel Science-ს ეკუთვნის. ინფორმაცია, რომ ამ კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქტი საზიანოა და ის ბილ გეიტსს ეკუთვნის სხვადასხვა ინგლისურენოვან წყაროებშიც ვრცელდებოდა. აღნიშნული მტკიცება ფაქტების გადამოწმების სხვადასხვა ორგანიზაციამ (AP, Full Fact, PolitiFact , Reuters, Central European Digital Observatory) გადაამოწმა. გავრცელებულ პოსტებში ავოკადოს ფოტოსთან ერთად კომპანია – Apeel -ის უსაფრთხოების მონაცემთა დოკუმენტიც ვრცელდებოდა,  რომელიც მყარი ზედაპირების გამწმენდი საშუალებაა და გაფრთხილება ერთვის, რომ შესაძლოა ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. სოციალურ ქსელში კომპანია Apeel-ს და კომპანია Apeel Science-ს ერთმანეთთან აიგივებენ. სინამდვილეში კი მათ საერთო, სახელწოდების გარდა, არაფერი აქვთ.  Apeel ბრიტანულ მწარმოებელ კოპანიას Evans Vanodine-ს ეკუთვნის და მას Apeel Science-სთან და ბილ გეიტსთან კავშირი არ აქვს. კომპანიამ ამ თემაზე განმარტებაც გამოაქვეყნა და ადამიანებს მოუწოდა მათი პროდუქცია საკვების შესანახად არ გამოიყენონ.

 კომპანია Apeel-ის მყარი ზედაპირების გამწმენდი საშუალება:

Screenshot 7 1 არის თუ არა კომპანია Apeel Science-ის პროდუქცია საკვებად საშიში?

კომპანია Apeel Science-ს ლოგო, რომლის პროდუქციაც საფრთხეს არ წარმოადგენს:

Screenshot 8 არის თუ არა კომპანია Apeel Science-ის პროდუქცია საკვებად საშიში?

  • რას აკეთებს კომპანია Apeel Sciences სინამდვილეში?

კომპანია Apeel Sciences  2012 წელს კალიფორნიაში ჯეიმს როჯერსის მიერ დაფუძნდა. ჯეიმს როჯერმა კომპანია ბილ და მელინდა გეიტსების ფონდის მიერ 100 ათასი დოლარის კვლევითი გრანტის მიღების შედეგად დააფუძნა. კვლევითი გრანტი განვითარებად ქვეყნებში საკვები ნარჩენების შემცირების ხელშეწყობას ითვალისწინებდა. გრანტი კომპანიამ გეიტსების ფონდისგან  2015 წელსაც მიიღო. 

თავდაპირველად  Apeel Science აფრიკისა და აზიის ფერმერების დახმარებაზე იყო ორიენტირებული. შემდეგ კი კომპანია გაფართოვდა და დღეს რამდენიმე ინვესტორი ჰყავს. იგი იყენებს Edipeel-ს, საკვებ  ნივთიერებას, ე.წ. ბარიერს, რომლის საშუალებითაც პროდუქტი კვებით ღირებულებას უფრო დიდი ხნით ინარჩუნებს, ვიდრე ჩვეულებრივ პირობებშია შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ Edipeel ძირითადი მარეგულირებელი ორგანოების უსაფრთხოების სტანდარტებს აკმაყოფილებს, მათ შორის –  სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) მოთხოვნებს. კომპანია Apeel Sciences -ის პროდუქცია საკვებად ვარგისია და არ არსებობს მტკიცებულება, რომ ის ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავს. 

ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი 2000 წელს დაარსდა და გრანტებს მსოფლიოში სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრისთვის გასცემს, ძირითადად ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. 

წყაროების შესახებ

ფეისბუკ-ანგარიშებს ლა ზი და ლიბერასტების რისხვა, ასევე მასთან დაკავშირებულ სხვა ანგარიშებს (ფანტინა ფანტინა და ფანტ ინა) დეზინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გაუვრცელებია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist