შედგა თუ არა ხარკივში ლგბტქ+ პირთა ოფიციალური ქორწილი?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

117
VIEWS

27 აგვისტოს ფეისბუკ-პროფილმა შიინ ევროპისკენ, ხოლო 4 სექტემბერს Mano Beridze-მ გამოაქვეყნეს მოკლე ვიდეო ე.წ. რილსი (Reels), რომელშიც ორი ქალის ქორწინება ჩანს. პოსტის ავტორები წერენ, რომ ხარკივში უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის ალინა შევჩენკოსა და ლგბტქ+ აქტივისტის სტანისლავა პეტლიცას ქორწინება ოფიციალურად შედგა. 

eltchepete qortsili შედგა თუ არა ხარკივში ლგბტქ+ პირთა ოფიციალური ქორწილი?

გავრცელებული პოსტები ვიდეომანიპულაციას შეიცავს. რეალურად, ქორწილი ოფიციალურად არ შემდგარა, ვიდეოში ასახული კადრები “ხარკივის პრაიდის” ფარგლებში ჩატარებული სიმბოლური ქორწილის – პერფორმანსის ნაწილია, რომელიც ორმა ქალმა ქორწინების უფლების არქონის დემონსტრაციისთვის გამართა. 

  • კადრები ლგბტქ+ წყვილის სიმბოლურ ქორწილს ასახავს

25 აგვისტოს, ხარკივში, ხარკივ პრაიდის ფარგლებში ორმა ქალმა სიმბოლურად იქორწინა. ინფორმაციას ამის შესახებ ხარკივ პრაიდის ფეისბუკ-გვერდი ავრცელებს. წყვილმა პერფორმანსით უკრაინაში ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის ქორწინების თანასწორობის არარსებობა გააპროტესტა. აღნიშნული ფაქტი უკრაინულ მედიაშიც გავრცელდა. Kyiv Independent წერს, რომ ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გახდა, რადგან ომში ლგბტქ+ თემის წარმომადგენლებიც იბრძვიან, თუმცა ქორწინების ან სამოქალაქო პარტნიორობის სახელმწიფო აღიარების გარეშე, სამხედრო სამსახურში მომსახურე ლგბტქ+ პირებს არ აქვთ უფლება ოფიციალური ინფორმაცია მიიღონ მათი პარტნიორის მდგომარეობის – დაჭრის, ტყვედ აყვანის, დაღუპვის შესახებ. 

ომში ტრავმის მიღების შემთხვევაში პარტნიორს არ აქვს უფლება მებრძოლი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოინახულოს ან მიიღოს რაიმე გადაწყვეტილება მისი სახელით. არაღიარებული პარტნიორი ვერ დაინიშნება ვეტერანის მეურვედ, თუ ვეტერანი ქმედუუნარო გახდება.

გარდაცვალების შემთხვევაში პარტნიორს არა აქვს უფლება აღასრულოს მიცვალებულის უკანასკნელი ანდერძი, ხოლო თუ ორივე პარტნიორი დაიღუპება, მათ არ აქვთ უფლება ერთად დაკრძალონ ოჯახურ საფლავში.

ქორწინების თანასწორობის არარსებობის გამო ჰომოსექსუალ წყვილებს არ აქვთ უფლება ერთობლივად ფლობდნენ ქონებას და ერთი პარტნიორი მემკვიდრეობით ვერ მიიღებს ქონებას ან სახელმწიფო მხარდაჭერას მეორის გარდაცვალების შემდეგ.

შევჩენკოსა და პეტლიცას პერფორმანსი სწორედ ამ უფლებების არარსებობს აპროტესტებდა. მათი სიმბოლური ქორწილი უკრაინული ტრადიციების თანმიმდევრობით ჩატარდა. 

სიმბოლურ ქორწილში მონაწილე ორი პირიდან ერთ-ერთი –  ალინა შევჩენკო სამხედროა ხარკივიდან და სამხედრო სამსახურში 2015 წლიდან არის ჩართული. მას აქვს კაპიტნის წოდება და ბრიგადის შტაბის ოფიცერია. იგი ამბობს, რომ მისმა გუნდმა მისი სექსუალური ორიენტაციისა და პარტნიორთან ურთიერთობის შესახებ იცის. მისი პარტნიორი  სტანისლავა პეტლიცა კი აქტივისტია ხარკივიდან, რომელიც ქალთა და ლგბტქ+ ადამიანების უფლებებს იცავს და  ასევე KharkivPride – ის გუნდის წევრია. 

უკრაინაში ლგბტქ+ პირების ქორწინება დაშვებული არ არის. პოლიტიკური ფრაქციის Holos-ის წევრმა და დეპუტატმა ინა სოვსუნმა, 2023 წლის მარტში წარადგინა კანონპროექტი ერთნაირსქესიანთა პარტნიორობის ლეგალიზების შესახებ. უკრაინის პრეზიდენტმა ამ საკითხის განხილვის ბრძანება გასცა, თუმცა, როგორც სოვსუნი წერს, მთავრობა არ ჩქარობს. 

აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ქართულ წარწერებთან ერთად უკრაინული წარწერებიც აქვს, რომელშიც იკითება, რომ ქორწილი პერფორმანსის ნაწილია. 

წყაროების შესახებ:

ანგარიში შიინ ევროპისკენ ამავე სახელწოდების ორ სხვა ანგარიშთან (1,2) ერთად კოორდინირებულად ავრცელებს ჰომოფობიური და ანტიდასავლური შინაარსის ინფორმაციას, მათ შორის, დეზინფორმაციული ხასიათის მტკიცებებსა და გაყალბებულ ფოტო-ვიდეო მასალას. გვერდი არასამთავრობო ორგანიზაციების წამოწყებული სამოქალაქო კამპანიის “შინ ევროპისკენ” საპირწონედ შეიქმნა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

eltchepete qortsili1 შედგა თუ არა ხარკივში ლგბტქ+ პირთა ოფიციალური ქორწილი?

ანგარიშის მეგორების ჩამონათვალში პრორუსული ტელევიზია “ალტ-ინფოსა” და “კონსერვატიული მოძრაობის” მხადამჭერები გვხვდებიან. 

eltchepete qortsili2 შედგა თუ არა ხარკივში ლგბტქ+ პირთა ოფიციალური ქორწილი?

გასულ თვეებში “მითების დეტექტორმა” “შინ ევროპისკენ” ფეისბუქ ანგარიშების მიერ გავრცელებული არაერთი მცდარი ინფორმაცია გადაამოწმა

ფეისბუკ-ანგარიშს Mano Beridze დეზინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გაუვრცელებია. ვრცლად, იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიებში: 1, 2, 3, 4, 5.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist