ინფორმაცია ფაიზერის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის დაკავებაზე ყალბია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

190
VIEWS

Სოციალურ ქსელში ფეისბუქ-გვერდები და ანგარიშები (თემო ბოკელავაძე’ TV MAX Georgia, Medea Adamia, Mano Beridze, Maia Kaxidze) ფაიზერის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის დაკავების შესახებ ინფორმაციას აქტიურად ავრცელებენ. Აღწერების მიხედვით, ფაიზერის დოკუმენტური   მასალების   გამოქვეყნების   შემდეგ  რედი ჯონსონი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

Screenshot 6 5 ინფორმაცია ფაიზერის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის დაკავებაზე ყალბია

მტკიცება, თითქოს რედი ჯონსონი დააკავეს, მცდარია და სატირულ სტატიას ეყრდნობა. ინფორმაცია მედიაში არ იძებნება და ბრალდება ფაიზერმაც უარყო.

რედი ჯონსონის დაკავების შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციის პირველწყარო სატირული სტატიაა, რომელიც vancouvertimes.org-ზე 6 მაისს გამოქვეყნდა. მასალაში აღნიშნულია, რომ ჯონსონი ფაიზერის 1000-ზე მეტი საიდუმლო დოკუმენტის გასაჯაროების შემდეგ დააკავეს და ახლა ის სასამართლო სხდომის გამართვას ელოდება, რათა გირაოს გადახდით გათავისუფლდეს. 

Vancouver Times-ის “ჩვენ შესახებ” ნაწილში აღნიშნულია, რომ ისინი სატირულ მასალებს ისეთ თემებზე წერენ, რომლებიც გავლენას კონსერვატორებზე ახდენს და გამოცემა სატირისთვის დასავლეთ სანაპიროზე ყველაზე სანდო წყაროა.

Screenshot 7 5 ინფორმაცია ფაიზერის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის დაკავებაზე ყალბია

რედი ჯონსონის დაკავებაზე ინფორმაცია არც მედიასაშუალებებს გაუვრცელებიათ და ბრალდება Reuters-თან კომენტარში ფაიზერმაც უარყო. Reuters-ის მიხედვით, მედიასაშუალებასთან საუბრისას ფაიზერის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მტკიცება დეზინფორმაციულია და რედი ჯონსონი არ დაუკავებიათ.

Screenshot 8 5 ინფორმაცია ფაიზერის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის დაკავებაზე ყალბია

მსგავსი დეზინფორმაცია ფაიზერის გენერალური დირექტორის ალბერტ ბურლას დაკავების შესახებ ადრეც ვრცელდებოდა, ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატია:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist