ვაქცინაცია თუ თანდაყოლილი დაავადება- რა გახდა ბრაზილიელი ჟურნალისტის შეუძლოდ გახდომის მიზეზი?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

29
VIEWS

8 იანვარს ფეისბუკ მომხმარებელმა მანო ბერიძემ გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმადაც, ბრაზილიელ სპორტულ ჟურნალისტს, რაფაელ სილვას, რომელიც 28 დეკემბერს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აიცრა, პირდაპირ ეთერში გულის შეტევა დაემართა. იდენტური ინფორმაცია 7 იანვარს  ფეისბუკ ანგარიშმა “ბიბლიიის მორწმუნე ქრისტიანები” გაავრცელა.  პოსტში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში კოლაფსი, გზაში კი 5 ინფარქტი დაემართა და რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. მანო ბერიძის პოსტი 8 იანვარს ვებ-გვერდზე Tvalsazrisi.ge გამოქვეყნდა.

"
გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჟურნალისტის შეუძლოდ გახდომა ვაქცინაციას უკავშირდება, სიმართლეს არ შეესაბამება. ბრაზილიელ ჟურნალისტს თანდაყოლილი გულის დაავადება აქვს და მისი ცუდად გახდომის მიზეზი ვაქცინის მესამე დოზა არ გამხდარა. 

2022 წლის 3 იანვარს ბრაზილიელმა სპორტულმა ჟურნალისტმა გონება დაკარგა.  5 იანვარს რაფაელ სილვას მკურნალმა ექიმებმა მომხდარის კავშირი ვაქცინაციასთან გამორიცხეს. ექიმების თქმით, ბრაზილიელ ჟურნალისტს თანდაყოლილი, გენეტიკური დაავადება დაბადებიდან აქვს, რომლის შესახებაც თავად სილვას ამ შემთხვევამდე ინფორმაცია არ ჰქონია.
Tv Alterosa-ს მიერ 6 იანვარს გავრცელებულ ვიდეოში  რაფაელ სილვას კოლეგა კუდო ლოპესი სილვას მდგომარეობის გაუმჯობესებაზე საუბრობს. ლოპესის თქმით, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია მომხდარის ვაქცინაციასთან კავშირის შესახებ ყალბია და ექსპერტებმა ეს საკითხი უკვე გამორიცხეს.

2022 წლის 7 იანვარს პირდაპირ ეთერში მომხდარ ინციდენტს თავად ჟურნალისტი, რაფაელ სილვაც გამოეხმაურა:

“ტვიტერზე ჩემს ავადმყოფობაზე ძალიან ბევრ სისულელეს ვკითხულობ. მხოლოდ ერთს გთხოვთ, წინასწარ მოიძიეთ ინფორმაცია.”

"
ამავე დღეს რაფაელ სილვას თანამშრომელმა, კუდო ლოპესმა განაცხადა, რომ სილვას ვიდეოზარით ესაუბრა და იგი თავს უკვე კარგად გრძნობს.

ვაქცინაციის შედეგად გონების დაკარგვისა და გარდაცვალების თაობაზე დეზინფორმაცია სოციალურ ქსელებში წარსულშიც გავრცელებულა. ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალები:
ავსტრიელი პარლამენტარის გულის წასვლას ვაქცინაციას მანიპულაციურად უკავშირებენ;
კალათბურთელი, რომლის გარდაცვალებასაც ვაქცინაციას უკავშირებენ, ცოცხალია;
სპორტსმენებში გულის გაჩერების შემთხვევებს ვაქცინაციას მანიპულაციურად უკავშირებენ


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist