ანტივაქსერებზე რომის პაპის სახელით ყალბი განცხადება ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

რომის პაპის
49
VIEWS

5 აპრილს ფეისბუქის მომხმარებელმა მაია თვალთვაძემ და ანონიმურმა ანგარიშმა ბოლო ჟამის ქრისტიანები გაავრცელეს რომის პაპ ფრანცისკეს ციტატა, თითქოს ის ამბობს, რომ ,,ღმერთს ანტივაქსერები სძულს” და მათ დასჯის. ,,ბოლო ჟამის ქრისტინები” წერს, რომ პაპი ,,ლუციფერის მთავარი ქურუმია” და მომდევნო პანდემიისას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ,,აუცრელების სასტიკ დევნას დაიწყებს”. გავრცელებულ პოსტებს კომენტარსა და პოსტის აღწერაში დართული აქვს წყაროს ბმულიც. ფეისბუქზე პაპის ციტატა გამოცემა The People’s Voice-ზე დაყრდნობით ვრცელდება. 

pap phrantsisken gaqhalbebuli tsitata vrtseldeba 1 ანტივაქსერებზე რომის პაპის სახელით ყალბი განცხადება ვრცელდება

მტკიცება, თითქოს რომის პაპმა ფრანცისკემ თქვა, რომ ,,ღმერთს ანტივაქსერები სძულს”, სიმართლეს არ შეესაბამება. ინფორმაციას არასანდო გამოცემა ავრცელებს, ასევე მსგავსი ციტატა რომელიმე სანდო მედიას არ გამოუქვეყნებია. 

გამოცემა The People’s Voice-მა 2024 წლის 25 მარტს გამოაქვეყნა ნიუსი, სათაურით ,,პაპი ფრანცისკე აცხადებს, რომ ,,ღმერთს სძულს ანტივაქსერები”. გამოცემა წერს, რომ პაპის თქმით, ქრისტიანები, რომლებიც ,,საშიში mRNA ვაქცინის გაკეთებაზე უარს ამბობენ, ერეტიკოსები არიან და მათ ღმერთი მკაცრად განსჯის”. რომის პაპის ციტატების გამოქვეყნების შემდეგ, The People’s Voice ე.წ. მწვანე პასპორტებზე წერს და კოვიდ 19-თან დაკავშირებით ვატიკანის წარსულ განცხადებებს იხსენებს. 

pap phrantsisken gaqhalbebuli tsitata vrtseldeba 3 ანტივაქსერებზე რომის პაპის სახელით ყალბი განცხადება ვრცელდება

სინამდვილეში, The People’s Voice მხოლოდ სათაურში უთითებს, თითქოს პაპმა ფრანცისკემ თქვა, რომ ,,ღმერთს ანტივაქსერები სძულს”, ხოლო ძირითად ტექსტში მსგავსი ციტატა არ მეორდება. პაპის ამგვარი განცხადება არც სხვა სანდო მედიასაშუალებებს გამოუქვეყნებია, მათ შორის, არც წმინდა საყდრის ახალი ამბების პორტალს.  

The People’s voice-ის ჟურნალისტურ ტექსტში ავტორი 2022 წლის მოვლენებსა და ე.წ. მწვანე პასპორტებს იხსენებს. რომის პაპი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მომხრე იყო და ხალხსაც იმავეს მოუწოდებდა. პაპი გასულ წლებში ამბობდა, რომ ვაქცინაცია ,,მორალური ვალდებულებაა”. 

რომის პაპ ფრანცისკესთან დაკავშირებული მცდარი ინფორმაცია შეცდომაში შემყვანი ცნობები აქამდეც არაერთხელ გავრცელდა, მათი ნაწილი ,,მითების დეტექტორმა” გადაამოწმა: 

The People’s Voice ინტერნეტ ტელევიზიაა, რომელიც ხშირად ავრცელეს კონსპირაციის თეორიებსა და საეჭვო ცნობებს. ის 2013 წელს დეივიდ აიკმა (David Icke) დააფუძნა. აიკი BBC-ის სპორტის მიმომხილველი იყო. მან 1991 წელს პრესკონფერენციაზე საკუთარი თავი ,,ღვთის შვილად” მოიხსენია და თქვა, რომ სამყარო მალე დასრულდებოდა. აიკი წლები ავითარებდა თავის კონსპირაციულ შეხედულებებს. მთავარი კონსპირაციის თეორია, რომლისაც მას სჯერა, ფორმის შეცვლის უნარის მქონე ხვლიკი-ილუმინატის მიერ სამყაროს მართვას უკავშირდება. The People’s Voice-ის ვებ-საიტზე ყალბი ინფორმაცია სისტემატურად ვრცელდება, რაც მითების დეტექტორმა არაერთხელ გადაამოწმა.

წყაროების შესახებ:

ფეისბუქ ანგარიში მაია თვალთვაძე რეგულარულად ავრცელებს დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს. თვალთვაძის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.  

ანონიმური ფეისბუქ ანგარიში ,,ბოლო ჟამის ქრისტიანები” ანტივაქსერული შინაარსის დეზინფორმაციას ხშირად ავრცელებს. ,,მითების დეტექტორს” წარსულშიც არაერთხელ გადაუმოწმებია მის მიერ გავრცელებული პოსტების შინაარსი. ,,ბოლო ჟამის ქრისტიანები” გამოირჩევა ჩვეულებრივი ამბების კონსპირაციულად და მანიპულაციურად წარმოჩენით

არქივის ბმული: The People’s Voice, ბოლო ჟამის ქრისტიანები


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist