“ბოლო ჟამის ქრისტიანები” შროშანის ყვავილის სიმბოლოზე კონსპირაციულ თეორიას ავრცელებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

86
VIEWS

27-28 ივნისს ანონიმურმა ფეისბუქ-ანგარიშმა ბოლო ჟამის ქრისტიანები (1, 2) ყვავილზე, სახელად FLEUR-DE-LIS-ზე პოსტები გამოაქვეყნა. პოსტის ავტორის თქმით, ეს “ეშმაკის ყვავილია”, რომლის სიმბოლოც მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე და ტრამპებისა და მაკრონების სახელმწიფო ვახშამზე იყო გამოყენებული.

bolo zhamis qristianebi shroshanis qhvavilis simboloze konspiratsiul theorias avrtselebs "ბოლო ჟამის ქრისტიანები" შროშანის ყვავილის სიმბოლოზე კონსპირაციულ თეორიას ავრცელებს

მტკიცება, თითქოს Fleur-de-lis, იგივე შროშანის ყვავილი “ეშმაკის ყვავილია” ან ეშმაკთან რამით არის დაკავშირებული, შეთქმულების თეორიაა. რეალურად, შროშანის ყვავილი კათოლიკურ ეკლესიაში ქალწული მარიამის სიწმინდესთან არის დაკავშირებული და წმინდა მარიამის ხატებსა და ქანდაკებებში ხშირად გამოიყენება. გარდა ამისა, შროშანის ყვავილს საფრანგეთის სამეფოს დროშებსა და სხვა ატრიბუტიკაში მთავარი ადგილი ეკავა, რითაც მარტივად აიხსნება ტრამპებისა და მაკრონების ვახშამზე შროშანის ყვავილის სიმბოლიკის დიზაინში გამოყენება. რაც შეეხება 2020 წლის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს, მეფე ჩარლზ III-ის უკანა ფონზე მდგრადი ბაზრების ინიციატივის ლოგოა გამოსახული, რომელსაც შროშანის ყვავილთან კავშირი არ აქვს.

მტკიცება, თითქოს Fleur-de-lis (lily flower) ანუ შროშანის ყვავილი “ეშმაკის ყვავილია”, კონსპირაციული თეორიაა. შროშანის ყვავილის სიმბოლო საფრანგეთის სამეფოსთან, ასევე კათოლიციზმთანაა დაკავშირებული და მას სამეცნიერო ნაშრომებში “ეშმაკის ყვავილად” არ მოიხსენიებენ.

შროშანის ყვავილის სიმბოლო ერთი ღეროდან ამომავალი სამი ფურცლისგან შედგება. სიმბოლო საფრანგეთის სამეფო ოჯახს უკავშირდება და ჰერალდიკაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის სამეფოს დროშების დიზაინში შროშანის ყვავილის სიმბოლო სხვადასხვა ფორმით საუკუნეების განმავლობაში იყო გამოყენებული. ფრანგი მონარქები სიმბოლოს საკუთარ ტანსაცმელსა და დეკორაციებშიც ხშირად იყენებდნენ.

bolo zhamis qristianebi shroshanis qhvavilis simboloze konspiratsiul theorias avrtselebs1 "ბოლო ჟამის ქრისტიანები" შროშანის ყვავილის სიმბოლოზე კონსპირაციულ თეორიას ავრცელებს

გარდა ამისა, ანტიკური ეპოქიდან მოყოლებული, შროშანის ყვავილი უმანკოების სიმბოლოდ მიიჩნეოდა და კათოლიკური ეკლესიაში ქალწული მარიამის სიწმინდესთან არის ასოცირებული. ასევე ყვავილის სამი ფურცელი წმინდა სამებასაც განასახიერებდა.

bolo zhamis qristianebi shroshanis qhvavilis simboloze konspiratsiul theorias avrtselebs2 "ბოლო ჟამის ქრისტიანები" შროშანის ყვავილის სიმბოლოზე კონსპირაციულ თეორიას ავრცელებს
წმინდა მარიამისა და ყრმა იესოს ქანდაკება, წმინდა მარიამს შროშანის ყვავილის კვერთხი უჭირავს ხელში, მათი გვირგვინები კი შროშანის ყვავილის დეტალებითაა გაფორმებული (The Slipper Chapel, უოლსინგემი, დიდი ბრიტანეთი)

გავრცელებულ პოსტში ტრამპებისა და მაკრონების 2018 წელს ვაშინგტონში გამართული სახელმწიფო ვახშმის ფოტოებია მოცემული და მენიუში შროშანის ყვავილის დიზაინზეა ყურადღება გამახვილებული. იმის გათვალისწინებით, რომ შროშანის ყვავილი საფრანგეთის ისტორიაში მნიშვნელოვანი სიმბოლოა, ლოგიკურია, რომ ვაშინგტონში საფრანგეთის პრეზიდენტისა და მისი მეუღლისთვის დაგეგმილ ღონისძიების დიზაინში სწორედ ეს სიმბოლო გამოიყენეს.

bolo zhamis qristianebi shroshanis qhvavilis simboloze konspiratsiul theorias avrtselebs3 "ბოლო ჟამის ქრისტიანები" შროშანის ყვავილის სიმბოლოზე კონსპირაციულ თეორიას ავრცელებს
წყარო: SAUL LOEB/AFP/Getty Images

რაც შეეხება 2020 წლის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მეფე ჩარლზ III-ის სიტყვით გამოსვლისას მის უკანა ფონზე ვიზუალს, ის შროშანის ყვავილთან დაკავშირებული არაა. რეალურად, ეს ვიზუალი მდგრადი ბაზრების ინიციატივის (Sustainable Markets Initiative) ლოგოა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ლოგოს ფერებს იმეორებს.

bolo zhamis qristianebi shroshanis qhvavilis simboloze konspiratsiul theorias avrtselebs4 "ბოლო ჟამის ქრისტიანები" შროშანის ყვავილის სიმბოლოზე კონსპირაციულ თეორიას ავრცელებს bolo zhamis qristianebi shroshanis qhvavilis simboloze konspiratsiul theorias avrtselebs5 "ბოლო ჟამის ქრისტიანები" შროშანის ყვავილის სიმბოლოზე კონსპირაციულ თეორიას ავრცელებს

გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზნის შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატია:

წყაროს შესახებ

ანონიმური ფეისბუკ-ანგარიში “ბოლო ჟამის ქრისტიანები” რეგულარულად ავრცელებს დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს. ამ პროფილის გამოქვეყნებულ პოსტებზე “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალები ვრცლად იხილეთ: 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: რელიგია, სხვა
დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, საფრანგეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist