რა განცხადება ვრცელდება პაპის სახელით პედოფილიის შესახებ და რა თქვა მან რეალურად?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

452
VIEWS

21 თებერვლიდან რუსულენოვანი ფეისბუქ ანგარიშები (1,2,3,4,5,6) რომის პაპი ფრანცისკეს შესახებ ავრცელებდნენ ინფორმაციას. პოსტების მიხედვით, პაპმა განაცხადა, რომ პედოფილია იდუმალი დაავადებაა და ჩვენ არ უნდა დავგმოთ ისინი, ვინც ამით იტანჯება, ნაცვლად ამისა, ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ღმერთს პედოფილები უყვარს, მას ისინი უმიზეზოდ არ შეუქმნია და მათთვის განსაკუთრებული ადგილი აქვს გამზადებული სამოთხეში.  ასევე, პოსტები პაპს მიაწერენ ფრაზას, რომლის მიხედვითაც, ჩვენ უნდა მივიღოთ პედოფილები, რადგან ისტორიის მანძილზე ისინი ყველა კულტურასა და საზოგადოებაში არსებობდნენ. 

Screenshot 7 1 რა განცხადება ვრცელდება პაპის სახელით პედოფილიის შესახებ და რა თქვა მან რეალურად?

ფრაზა, რომ ღმერთს პედოფილებისთვის სამოთხეში განსაკუთრებული ადგილი აქვს გამზადებული,  გაყალბებულია, პაპს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია, ხოლო ფრაზა იმის შესახებ, რომ პედოფილია მრავალ კულტურასა და საზოგადოებაში იყო გავრცელებული, კონტექსტის გარეშე ვრცელდება. ის პაპმა 2019 წელს გააჟღერა, როდესაც პედოფილიის სიმძიმესა და მისი კვლევის აუცილებლობაზე საუბრობდა. (welloflife.com)  

ფეისბუქზე გავრცელებული ციტატები ამერიკულმა გამოცემა Lead Stories-მა შეისწავლა. გამოცემის მიხედვით, ინფორმაცია თავდაპირველად საიტ News Punch-ზე გამოჩნდა. 2023 წლის 20 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიაში პაპის ციტატებთან ერთად მისი ტვიტერის პოსტის სქრინშოტი გვხვდებოდა ფრაზით “ღმერთი იღებს პედოფილებს თავის ზეციურ სამეფოში”. 

Screenshot 8 1 რა განცხადება ვრცელდება პაპის სახელით პედოფილიის შესახებ და რა თქვა მან რეალურად?

სტატიაში მოყვანილი ფრაზების ნაწილი გაყალბებულია, პაპს არ უთქვამს, რომ ღმერთმა სამოთხეში პედოფილებისთვის განსაკუთრებული ადგილი მოამზადა. ასევე, ყალბია საიტზე მოყვანილი ტვიტის სქრინშოტიც. 

ასევე, პაპის რამდენიმე რეალური ფრაზა კონტექსტის გარეშეა მოყვანილი, რაც შთაბეჭდილებას ქმნის, რომ პაპი პედოფილიის გამართლებას ცდილობს. კერძოდ, განცხადება იმის შესახებ, რომ პედოფილია ისტორიის მანძილზე მრავალ კულტურაში გვხვდებოდა პაპ პრანცისკეს ნამდვილად ეკუთვნის. 2019 წლის 24 თებერვლის გამოსვლაში, პაპმა შემდეგი ფრაზა წარმოთქვა: 

“ჩვენმა მუშაობამ კიდევ ერთხელ გაგვაცნობიერებინა, რომ მცირეწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის უბედურების სიმძიმე არის და ისტორიულად ფართოდ გავრცელებული ფენომენი იყო ყველა კულტურასა და საზოგადოებაში. ის სისტემატური კვლევის საგანი მხოლოდ შედარებით ბოლო ხანებში გახდა, პრობლემასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის ცვლილების წყალობით, რომელიც ადრე ტაბუდ ითვლებოდა. ყველამ იცოდა მისი არსებობის შესახებ, მაგრამ არავინ საუბრობდა მასზე.” 

აღნიშნული ციტატის სრული კონტექსტი ცხადყოფს, რომ რომის პაპი პედოფილიის პრობლემის სიმძიმესა და მისი კვლევის აუცილებლობაზე საუბრობს და არა პედოფილების მიღების საჭიროებაზე. 

პაპი ფრანცისკე პედოფილიის პრობლემასთან ბრძოლის საჭიროების შესახებ ხშირად აკეთებს განცხადებებს. 2019 წელს მან საკითხზე სამსჯელოდ სპეციალური კრებაც მოიწვია და გააუქმა ის ზოგიერთი ის წესი, რომლებიც საეკლესიო პირების მხრიდან განხორციელებული ძალადობის გამოძიებას ხელს უშლიდა. 

წყაროს შესახებ: 

საიტი News Punch ყალბი ამბების გამავრცელებელი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საიტია. ის თავდაპირველად YourNewsWire-ის სახელით იყო ცნობილი. Poynter.org-ის მიხედვით ჯერ კიდევ 2018 წელს საიტზე 80-მდე ყალბი სტატია გამოვლინდა და ფეისბუქის მესამე მხარესთან პარტნიორობის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მისი 45 სტატია ყალბ ინფორმაციად მოინიშნა. 

2019 წელს საიტის დამფუძნებლებმა მას სახელი შეუცვალეს და News Punch დაარქვეს, ასევე შეცვალეს საიტის URL. ამის მიზეზად მათ ფეისბუქის ფაქტჩეკინგის პროგრამა დაასახელეს, რომელიც მცდარ ინფორმაციად მონიშნულ პოსტებს გავრცელებას უზღუდავს

საიტზე გამოქვეყნებული სტატიები გასულ წლებში “მითების დეტექტორმა” არაერთხელ გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ მასალებში: 

ფეისბუქ ანგარიში Вячик Гус შეთქმულების თეორიებსა და ანტივაქსერული შინაარსის დეზინფორმაციულ მტკიცებებს რეგულარულად ავრცელებს.

Screenshot 9 1 რა განცხადება ვრცელდება პაპის სახელით პედოფილიის შესახებ და რა თქვა მან რეალურად?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: რელიგია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ვატიკანი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist