ოკუპირებული აფხაზეთის დაბრუნებაზე ვოლოდიმირ ზელენსკის ციტატა ყალბია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

2.9k
VIEWS

4 ნოემბერს ფეისბუქ-მომხმარებლებმა Levan Tavdishvili, სიდონია კავკასიელი და Nika Lashareli გააზიარეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ფოტო, რომელზეც შემდეგი ციტატაა დატანილი: “მე დავუბრუნებ საქართველოს აფხაზეთს”. 

zelenki aphkhazethze ოკუპირებული აფხაზეთის დაბრუნებაზე ვოლოდიმირ ზელენსკის ციტატა ყალბია

აფხაზეთის დაბრუნებაზე უკრაინის პრეზიდენტის ციტატა გაყალბებულია. ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ აღნიშნული განცხადება გააკეთა, მედიასა და ოფიციალურ წყაროებში არ იძებნება.  

უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის არ გაუკეთებია განცხადება, რომ საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთს დაუბრუნებს – მსგავსი შინაარსის ციტატა არ იძებნება ღია წყაროებით, მათ შორის არც უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ სოციალური მედიის ანგარიშებზე. ციტატა არ გავრცელებულა არც პრეზიდენტის ოფისის ოფიციალურ ვებ-საიტზე, რომელიც ზელენსკის მიმართვების ტექსტს მუდმივად აქვეყნებს.  

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ბოლოს ისაუბრა 13 ოქტომბერს, როდესაც შვედეთში გამართულ გაერთიანებული საექსპედიციო ძალების წევრი სახელმწიფოების სამიტს დისტანციურად ჩაერთო და ლიდერებს სიტყვით მიმართა. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიისგან უკრაინის თავდაცვის წყალობით საქართველოსთვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ახალი პერსპექტივები გაიხსნება.  

“უსაფრთხოების ახალი პერსპექტივები გაჩნდება შავი ზღვის მეზობლად მდებარე სამხრეთ კავკასიაში ცვლილებების გამო. ეს საერთო უსაფრთხოებას მისცემს პოტენციალს აქ, ევროპის ჩვენს ნაწილში. განსაკუთრებით მაშინ, როცა რუსული აგრესიისგან ჩვენი თავდაცვის წყალობით ახალი პერსპექტივები გაიხსნება საქართველოსთვის, რათა აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა”. – თქვა მან. 

“მითების დეტექტორმა” გადაამოწმა აღნიშნულ ციტატაზე გავრცელებული დეზინფორმაცია, თითქოს ზელენსკიმ საქართველოს ომის დაწყებისკენ მოუწოდა.  

წყაროების შესახებ 

ფეისბუქ-მომხმარებელი Levan Tavdishvili სისტემატურად აქვეყნებს ანტიდასავლური და ანტიუკრაინული შინაარსის პოსტებსა და შეთქმულების თეორიებს. “მითების დეტექტორს” მის მიერ გამოქვეყნებული ყალბი ინფორმაცია წარსულში არაერთხელ გადაუმოწმებია.  

ანგარიში სიდონია კავკასიელი პრორუსული კონსერვატიული მოძრაობისა და ტელევიზია “ალტ-ინფოს” მხარდამჭერია. მასთან დაკავშირებულია კიდევ რამდენიმე ფეისბუქ-ანგარიში: მთიელი სიდონია, სიდონია სათადარიგო გვერდი. ანგარიშები პერიოდულად იცვლიან სახელებსაც. ერთ-ერთი ანგარიშის URL მისამართში იზაბელა ხომერიკია მითითითებული. ამ ანგარიშების მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც გადაუმოწმებია

 ფეისბუქ-მომხმარებელი Nika Lashareli ანტიუკრაინული, ჰომოფობიური და ანტივაქსერული შინაარსის პოსტებს ავრცელებს. მის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც აქვს გადამოწმებული.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist