დეზინფორმაცია, თითქოს ზელენსკიმ თქვა, რომ საქართველომ ომი უნდა დაიწყოს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

236
VIEWS

16 ოქტომბერს პრორუსული პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერმა ფეისბუქ-ანგარიშმა “შიინ ევროპისკენ” გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ “საქართველომ უნდა დაიწყოს ომი აფხაზეთსა და ოსეთში”. პოსტს თან ერთვის იმავე შინაარსის რუსულენოვანი სქრინშოტი, რომლის მიხედვითაც ზელენსკიმ განცხადება შვედეთში გამართულ გაერთიანებული საექსპედიციო ძალების წევრი სახელმწიფოების სამიტზე გააკეთა.  

ინფორმაცია გავრცელდა რუსულენოვან მედიაში, ფეისბუქ ანგარიშებზე, ჯგუფებსა და ვებ-საიტებზეც (1;2;3;4;5). 

zelenski saqarthveloze დეზინფორმაცია, თითქოს ზელენსკიმ თქვა, რომ საქართველომ ომი უნდა დაიწყოს

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება. ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივაზე ისაუბრა, თუმცა არ უთქვამს, რომ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დასაბრუნებლად ქვეყანამ ომი უნდა დაიწყოს.  

  • რა თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოზე? 

ზელენსკი 13 ოქტომბერს შვედეთში გამართულ გაერთიანებული საექსპედიციო ძალების წევრი სახელმწიფოების სამიტს დისტანციურად ჩაერთო და ლიდერებს სიტყვით მიმართა. მან არსებულ ვითარებას ისტორიული გზაგასაყარი უწოდა და აღნიშნა, რომ რუსეთის წაგებით გაჩნდება ისტორიული შანსი გეოპოლიტიკური სტაბილურობისთვის მთელი ხაზის გასწვრივ – სკანდინავიიდან მინსკისა და კიევის გავლით სამხრეთ კავკასიამდე. 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა საქართველოზეც და თქვა, რომ რუსეთის აგრესიისგან უკრაინის თავდაცვის წყალობით საქართველოსთვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ახალი პერსპექტივები გაიხსნება. უკრაინის პრეზიდენტს არ უხსენებია ომი, როგორც ამას პოსტების ავტორები და რუსული მედიები ამტკიცებენ.  

“უსაფრთხოების ახალი პერსპექტივები გაჩნდება შავი ზღვის მეზობლად მდებარე სამხრეთ კავკასიაში ცვლილებების გამო. ეს საერთო უსაფრთხოებას მისცემს პოტენციალს აქ, ევროპის ჩვენს ნაწილში. განსაკუთრებით მაშინ, როცა რუსული აგრესიისგან ჩვენი თავდაცვის წყალობით ახალი პერსპექტივები გაიხსნება საქართველოსთვის, რათა აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა. ახლა ჩვენ ყველა ისტორიულ გზაგასაყარზე ვართ. ჩვენ მხოლოდ ორი არჩევანი გვაქვს – ან ტერორისტული რუსეთი მიაღწევს წარმატებას თავისუფლების გატეხვაში და შემდეგ მთელ მსოფლიოში გავრცელდება ევროპის აღმოსავლეთში არსებული გეოპოლიტიკური არასტაბილურობის ზონა, ან ერთად მუშაობის მრავალი დონისა და ფორმატის დახმარებით, თავისუფლების საერთო დაცვით რუსეთი ამ დაპირისპირებას წააგებს. როდესაც ის წააგებს, შედეგად რეალიზებული იქნება გეოპოლიტიკური სტაბილურობის ისტორიული შანსი მთელი ხაზის გასწვრივ –  სკანდინავიიდან მინსკისა და კიევის გავლით სამხრეთ კავკასიამდე”. – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.  

წყაროს შესახებ 

 ანგარიში შიინ ევროპისკენ ამავე სახელწოდების ორ სხვა ანგარიშთან (1,2) ერთად კოორდინირებულად ავრცელებს ჰომოფობიური და ანტიდასავლური შინაარსის ინფორმაციას, მათ შორის, დეზინფორმაციული ხასიათის მტკიცებებსა და გაყალბებულ ფოტო-ვიდეო მასალას. გვერდი არასამთავრობო ორგანიზაციების წამოწყებული სამოქალაქო კამპანიის “შინ ევროპისკენ” საპირწონედ შეიქმნა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist