Moldova Agroindbank-სა და Socar-ის საინვესტიციო პლატფორმების შესახებ თაღლითური პოსტი ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

595
VIEWS

4 მაისს ფეისბუქ გვერდზე Степанова1 გამოქვეყნდა ვიდეო, რომლის აღწერის მიხედვითაც, მოლდოვის ერთ-ერთმა ბანკმა Moldova Agroindbank საკუთარ დაბადების დღეზე სავაჭრო პლატფორმაზე წვდომა გახსნა. ტექსტის მიხედვით, 25 იღბლიანი მომხმარებელი საქმიანობის დაწყებას დღესვე შეძლებს. თითოეულმა მსურველმა კი მოკლე კითხვარი უნდა შეავსოს, რის შემდეგაც საჩუქარს მიიღებს. 

თავად ვიდეოში გამოყენებული წარწერების მიხედვით, კომპანია “სოკარმა” ფულის გამომუშავების პირველი და ერთადერთი პლატფორმა შექმნა და მსურველებს სახლიდან გაუსვლელად 4000 დოლარზე მეტის გამომუშავება შეუძლიათ, რისთვისაც პლატფორმაზე რეგისტრაციაა საჭირო. ვიდეოს ბოლოს მამაკაცი ამბობს, რომ მან ეს ფული მიიღო და შვილს ბინა უყიდა. ვიდეოში თბილისის კადრები და “სოკარის” ლოგოა გამოყენებული. ვიდეოზე დაწკაპუნებით მომხმარებელი ვებ-საიტზე infoplatform.site-ზე გადადის.

scams Moldova Agroindbank-სა და Socar-ის საინვესტიციო პლატფორმების შესახებ თაღლითური პოსტი ვრცელდება

ინფორმაცია, თითქოს “სოკარ ჯორჯია გაზი” ან მოლდოვური ბანკი Moldova Agroindbank ფულის გამოსამუშავებელ პროექტს იწყებს, დეზინფორმაციაა. ორივე კომპანიამ სხვადასხვა დროს აღნიშნულ ვიდეოებთან და მსგავს პლატფორმებთან რაიმე სახის კავშირი უარყო.  ვიდეოს ბოლოს ნაჩვენები მამაკაცის ინტერვიუ კი კონტექსტის გარეშეა გამოყენებული, რეალურად, სერგეი კრემნევი 2020 წელს რუსეთის ლოტოში გამარჯვების შესახებ საუბრობდა.

მოლდოვურმა ბანკმა საკუთარ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე 2023 წლის 27 თებერვალს გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც, ონლაინ სივრცეში თაღლითები Moldova Agroindbank-ის ოფიციალურ სახელსა და ლოგოს იყენებდნენ. ბანკი მომხარებელს სიფრთხილისკენ მოუწოდებდა. პოსტში მოყვანილი მაგალითებიდან ერთ-ერთი ვებ-საიტი infoplatform.site-ია.

scams1 Moldova Agroindbank-სა და Socar-ის საინვესტიციო პლატფორმების შესახებ თაღლითური პოსტი ვრცელდება

კომპანია “სოკარის” შესახებ მსგავსი დეზინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ ვრცელდებოდა. “მითების დეტექტორთან” საუბარში კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა თეონა რუხაძემ განაცხადა, რომ კომპანიას მსგავსი ფულის გამოსამუშავებელი პროექტი არ ჰქონდა. 

რაც შეეხება თავად თაღლითურ სქემას, ის “სოკარისა” და Moldova Agroindbank-ის შემთხვევაში იდენტურია. წარსულში ვრცელდებოდა ინფორმაცია თითქოს სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით “სოკარმა” მოქალაქეებისთვის საინვესტიციო პლატფორმა შექმნა. ვიდეოებზე დაკლიკებით მომხარებლები ვებ-საიტზე PLATFORMSBANKS12.MONSTER ხვდებოდა, სადაც “სოკარის” ლოგო იყო გამოყენებული და რეგისტრაციისთვის პირადი მონაცემები უნდა შეეყვანა.

scams2 Moldova Agroindbank-სა და Socar-ის საინვესტიციო პლატფორმების შესახებ თაღლითური პოსტი ვრცელდება

Степанова1-ს მიერ გავრცელებული ვიდეოს შემთხევაც ანალოგიურია. ამ შემთხვევაში მომხმარებელი infoplatform.site-ზე ხვდება, რომელიც Moldova Agroindbank-ის ლოგოსა და ვიზუალს იყენებს და რეგისტრაციისთვის მომხმარებელს პირადი მონაცემების შეყვანას და 8 საფეხურიანი კითხვარის შევსებას სთხოვს.

scams3 Moldova Agroindbank-სა და Socar-ის საინვესტიციო პლატფორმების შესახებ თაღლითური პოსტი ვრცელდება

რაც შეეხება მამაკაცს, რომელიც ვიდეოში ამბობს, რომ მან პლატფორმით მიღებული ფულით შვილს ბინა უყიდა, ის რეალურად რუსეთის კამჩატკის რეგიონის მკვიდრი სერგეი კრემნევია, რომელმაც 2020 წელს თანხა ნამდვილად მოიგო, თუმცა არა თაღლითური პლატფორმის, არამედ ლოტოს საშუალებით. ინტერვიუს სრულ ვერსიაში ის სწორედ ამ მოგების შესახებ საუბრობს. 

scams4 Moldova Agroindbank-სა და Socar-ის საინვესტიციო პლატფორმების შესახებ თაღლითური პოსტი ვრცელდება

აღსანიშნავია, რომ კრემნევის ვიდეოკადრების გამოყენებით თაღლითურ პლატფორმაზე ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა კომპანიის შესახებ, მათ შორის ჰალიკ ბანკზეც ვრცელდებოდა. ინფორმაცია ყაზახმა ფაქტების ანალიტიკოსებმა გადაამოწმეს. 

ფეისბუქ გვერდის Степанова1-ს შესახებ

ფეისბუქ გვერდი Степанова1 2023 წლის 6 მარტს შეიქმნა. გვერდს გამომწერები არ ჰყავს, გვერდზე არ იძებნება არცერთი პოსტი, რაც ნიშნავს, რომ თაღლითური პლატფორმის შესახებ გამოქვეყნებული პოსტი თაიმლაინიდან დამალულია.

scams5 Moldova Agroindbank-სა და Socar-ის საინვესტიციო პლატფორმების შესახებ თაღლითური პოსტი ვრცელდება

ამ ეტაპზე ცარიელია გვერდის რეკლამების განყოფილებაც. არ იძებნება ინფორმაცია არც გვერდის ადმინისტრატორების შესახებ.

“მითების დეტექტორმა” “სოკარ ჯორჯია გაზის” სახელით გავრცელებული თაღლითური ინფორმაციები წარსულშიც გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ:

“მითების დეტექტორმა” წარსულში არაერთი თაღლითური სქემა გამოავლინა. ვრცლად, იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: თაღლითობა
ქვეყანა/ორგანიზაცია: მოლდოვა, რუსეთი, ყაზახეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist