სუპერმარკეტების ქსელ “მაგნიტის” სახელით ყალბი გათამაშება ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

147
VIEWS

7 თებერვალს ფეისბუკ გვერდმა 𝐌𝐚𝐠𝐧𝐢𝐭𝐢 𝐅𝐚𝐧𝐬 გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ  800 სასაჩუქრე ჩანთას მიიღებენ ის პირები, ვინც მათ პოსტს გააზიარებს და კომენტარების ველში სიტყვას – “გილოცავთ” დაწერს. პოსტში ასევე აღნიშნულია, რომ პრიზის მისაღებად ფეისბუკ მომხმარებელები მითითებულ ვებ-საიტზე https://t.ly/h_-d უნდა დარეგისტრირდნენ. ასევე, პოსტზე თანდრთულ ფოტოებზე სხვადასხვა პროდუქტით სავსე სასაჩუქრე ჩანთების ფოტოებია ასახული.

ამავე ფეისბუ- გვერდზე გამოქვეყნებულ მეორე პოსტში ნათქვამია, რომ ჯერჯერობით მაგნიტის გათამაშებას გამარჯვებული არ ჰყავს და კიდევ 100 მოგებაა დარჩენილი. მსურველებმა პრიზის მისაღებად კი რეგისტრაცია იმავე ბმულზე https://t.ly/h_-d უნდა გაიარონ.

Screenshot 8 1 სუპერმარკეტების ქსელ “მაგნიტის” სახელით ყალბი გათამაშება ვრცელდება

სუპერმარკეტების ქსელ “მაგნიტის” სახელით საჩუქრების გაცემის შესახებ ინფორმაციას ახალშექმნილი, თაღლითური ფეისბუკ-გვერდი ავრცელებს. გარდა ამისა, გვერდის მიერ მითითებული საიტი Google Sites-შია შექმნილი, რომლის გაკეთება გუგლის ნებისმიერ მომხარებელს შეუძლია.

გვერდი, რომელიც ფეისბუკ მომხმარებლებს სასაჩუქრე ჩანთებს ჰპირდება, პოსტის გამოქვეყნებამდე რამდენიმე საათით ადრე, 2023 წლის 7 თებერვალს არის შექმნილი. 10 თებერვლის მონაცემებით  მასზე მხოლოდ სამი აქტივობა ფიქსირდება, რომელთაგანაც ორი მომხმარებლებს რეგისტრაციის სანაცვლოდ საჩუქრებს ჰპირდება, მესამე პოსტი კი პროფილის ფოტოს ცვლილებას ასახავს.

აღსანიშნავია, რომ თაღლითური გვერდი სუპერმარკეტების ქსელის ოფიციალური გვერდის მაგნიტი • Magniti იდენტურ პროფილის ფოტოს იყენებს, თუმცა განსხვავებით “მაგნიტის” ფეისბუკ გვერდისგან, რომელსაც 286,889 გამომწერი ჰყავს, ახლადშექმნილი გვერდი 430 ადამიანს აქვს მოწონებული. ასევე, “მაგნიტის” ოფიციალურ გვერდზე ატვირთულია გარეკანის ფოტოც.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ მაგნიტის ოფიციალურ ფეისბუკის გვერდზე 800 მომხმარებლისთვის სასაჩუქრე ჩანთების გადაცემის შესახებ ინფორმაცია არ გვხვდება და ბოლო პოსტები სხვადასხვა პროდუქტზე ქსელში არსებულ აქციებს შეეხება.

Screenshot 9 2 სუპერმარკეტების ქსელ “მაგნიტის” სახელით ყალბი გათამაშება ვრცელდებარაც შეეხება ვებ-საიტს, რომელზე დარეგისტრირებისკენაც მომხმარებლებს “მაგნიტის” ყალბი გვერდი მოუწოდებს,Google Sites-ის საშუალებითაა შექმნილი, რომლის  შექმნა გუგლის ანგარიშის მფლობელ ნებისმიერ  ადამიანს შეუძლია

Screenshot 10 1 სუპერმარკეტების ქსელ “მაგნიტის” სახელით ყალბი გათამაშება ვრცელდება

ბმულზე გადასვლისას ვხვდებით წარწერას “გილოცავთ მაგნიტის კონკურსის მოგებას!!”. გარდა ამისა, ვებგვერდზე მითითებულია ღილაკი, სადაც მომხმარებლებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ. საიტზე გვხვდება ფოტოც, რომელზეც მაღაზიის გახსნის ცერემონიაა ასახული. ყალბ გვერდს ფოტო მაგნიტის ოფიციალური ფეისბუკ გვერდიდან აქვს აღებული, რომელიც 2021 წლის ივლისში ბათუმში მეორე ფილიალის გახსნისას არის გადაღებული და ის კომპანიის მიერ საჩუქრების გაცემას არ უკავშირდება. 

Screenshot 11 სუპერმარკეტების ქსელ “მაგნიტის” სახელით ყალბი გათამაშება ვრცელდებასხვადასხვა კომპანიის სახელით ყალბი გათამაშებები აქამდეც არაერთხელ გავრცელდა, ამ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: თაღლითობა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist