TBC-ის სახელით  “სეკრეტ სანტას”  გათამაშების შესახებ ინფორმაციას ყალბი გვერდი ავრცელებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

203
VIEWS

13 დეკემბერს ფეისბუქ გვერდმა “TBC – სეკრეტ სანტა” კომპანია TBC-ს გათამაშების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. გვერდის ბოლო პოსტის მიხედვით, TBC ავტომობილ Mercedes-Benz GLE-ს ან მანქანის ღირებულების თანხას ათამაშებს. გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად კი მსურველებმა უნდა მოიწონონ და გააზიარონ პოსტი,  მოიწონონ გვერდი, პოსტის კომენტარებში დაწერონ 1-დან 10000-მდე ნებისმიერი ციფრი და ეს ციფრი გვერდს პირად შეტყობინებაშიც მიწერონ. აღწერის მიხედვით, გათამაშება 31 დეკემბერს 23:40 საათზე “მთავარი არხის” პირდაპირ ეთერში გაიმართება. 

Screenshot 5 1 TBC-ის სახელით  “სეკრეტ სანტას”  გათამაშების შესახებ ინფორმაციას ყალბი გვერდი ავრცელებს

“სეკრეტ სანტას” გათამაშება ყალბი გვერდის სახელით ვრცელდება. TBC-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა “მითების დეტექტორთან” კომენტარში ამ გვერდისა და გათამაშების TBC-სთან კავშირი უარყო. 

“მითების დეტექტორი” TBC-ს წარმომადგენელს დაუკავშირდა. TBC-ს სტრატეგიული კომუნიკაციების  ხელმძღვანელმა თამთა კუპრაძემ  გავრცელებული ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომ გვერდი და გათამაშება TBC–ის ინიციატივით არ შექმნილა. მისი განცხადებით, TBC-ის სახელით ყალბი გვერდებისა და გათამაშებების შექმნის შემთხვევები წარსულშიც დაფიქსირდა.

TBC-ის სახელით ყალბი ფეისბუქ გვერდი “TBC – სეკრეტ სანტა” 2022 წლის 28 ნოემბერს შეიქმნა. 

Screenshot 6 2 TBC-ის სახელით  “სეკრეტ სანტას”  გათამაშების შესახებ ინფორმაციას ყალბი გვერდი ავრცელებს

გვერდის შესხებ ინფორმაციაში საკონტაქტო ინფორმაციად თბილისი, საქართველოა მითითებული, თუმცა საფოსტო კოდში ქუთაისის საფოსტო ინდექსი 4600 წერია.

Screenshot 7 2 TBC-ის სახელით  “სეკრეტ სანტას”  გათამაშების შესახებ ინფორმაციას ყალბი გვერდი ავრცელებს

გვერდის აღწერაში მითითებული ვებ-საიტი TBCSecret.ge არააქტიურია. 

Screenshot 8 2 TBC-ის სახელით  “სეკრეტ სანტას”  გათამაშების შესახებ ინფორმაციას ყალბი გვერდი ავრცელებს

აღნიშნული დომეინის შესახებ DomainTools-ზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, ის 2022 წლის 12 დეკემბერს შეიქმნა. სავარაუდოდ, დომეინი მხოლოდ იმიტომ შეიძინეს, რომ გვერდის აღწერაში სანდოობის მოსაპოვებლად მიეთითებინათ. 

Screenshot 9 2 TBC-ის სახელით  “სეკრეტ სანტას”  გათამაშების შესახებ ინფორმაციას ყალბი გვერდი ავრცელებს

საინტერესოა, რომ გათამაშების ერთ-ერთი პირობა გვერდისთვის პირად შეტყობინებაში მიწერას ითვალისწინებს. მიწერის შემდეგ ყველა მონაწილეს ავტომატური პასუხი მოსდის. ტექსტის მიხედვით, მომხმარებელი Top 5 იღბლიან მონაწილეს შორისაა და ადგილის შესანარჩუნებლად აღნიშნული გვერდი დასალაიქებლად მის 20 მეგობარს უნდა გადაუგზავნოს.

Screenshot 10 2 TBC-ის სახელით  “სეკრეტ სანტას”  გათამაშების შესახებ ინფორმაციას ყალბი გვერდი ავრცელებს

გარდა ამისა, თითქმის იდენტური ტექსტისა და “ემოჯიების” მქონე აღწერით იმავე მანქანის ფოტო 2022 წლის 4 ივნისს ფეისბუქ გვერდმა Arena • არენა-მ გამოაქვეყნა. 

Screenshot 11 2 TBC-ის სახელით  “სეკრეტ სანტას”  გათამაშების შესახებ ინფორმაციას ყალბი გვერდი ავრცელებს

ასევე აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა კომპანიის სახელით ყალბი გათამაშებები ადრეც ვრცელდებოდა. ვრცლად ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის”  მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist