“სპარის” სახელით შექმნილი გვერდის გათამაშება ყალბია 

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

578
VIEWS

25 სექტემბერს ფეისბუქ-გვერდმა SPAR Georgia გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც,  “სპარის” 90 წლის იუბილის აღსანიშნავად ყველას, ვინც პოსტს გააზიარებს და “შესრულებულიას” დაწერს, სპეციალური სასაჩუქრე ჩანთა გადაეცემა. პოსტს რამდენიმე ფოტო ახლავს, მათ შორისაა სპარის ლოგოიანი სასაჩუქრე ჩანთების ფოტოებიც.

SPAR Georgia-მ პოსტის კომენტარებში Google Sites-ის ბმული განათავსა და მომხმარებლებს მასზე რეგისტრაციისკენ მოუწოდა. 

Screenshot 11 1 “სპარის” სახელით შექმნილი გვერდის გათამაშება ყალბია 

სუპერმარკეტების ქსელ “სპარის” სახელით გათამაშების შესახებ ინფორამციას ახალშექმნილი ყალბი ფეისბუქ-გვერდი ავრცელებს. “სპარის” ოფიციალური გვერდი მსგავსი გათამაშების დაანონსებას უარყოფს და გავრცელებულ პოსტს ყალბს უწოდებს. გარდა ამისა, სპარის ყალბი გვერდის მიერ გამოქვეყნებული საიტი Google Sites-შია შექმნილი და მსგავსი საიტის გაკეთება გუგლის ნებისმიერ მომხარებელს შეუძლია, ხოლო პოსტში გამოქვეყნებული ფოტოებიდან საქართველოში გადაღებული არც ერთი არ არის და გათამაშებასაც არ უკავშირდება.

სპარის ქართულმა ოფიციალურმა გვერდმა მათი სახელით ახალშექმნილი გვერდის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს ყალბი ინფორმაცია უწოდა და აღნიშნა, რომ ყველა რეალური გათამაშების დაანონსება სპარის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდსა და საიტზე ხდება.

Screenshot 12 1 “სპარის” სახელით შექმნილი გვერდის გათამაშება ყალბია 

გვერდი Spar Georgia, რომელზეც გათამაშების შესახებ პოსტი გამოქვეყნდა, პოსტის გამოქვეყნების დღეს, 25 სექტემბერსაა შექმნილი. იმავე დღეს გვერდზე კიდევ ერთი “გათამაშების” პოსტი გამოჩნდა, რომლის კომენტარებშიც კვლავ ბმულზე გადასვლას და რეგისტრაციას ითხოვენ.

ყალბი გვერდი სპარის ოფიციალური გვერდის იდენტურ გარეკანის ფოტოს იყენებს, ფოტოზე დატანილი ინფორმაცია სუპერმარკეტის ონლაინ გამოძახების სერვისს ეხება. მიუხედავად მაქსიმალურად მიმსგავსებული დიზაინისა, ყალბი გვერდის ამოცნობა სირთულეს არ წარმოადგენს, რადგან მას მხოლოდ 916 გამომწერი ჰყავს, ხოლო 2014 წელს შექმნილ სპარის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდს  – 195 000.

ყალბი SPAR Georgia Screenshot 13 “სპარის” სახელით შექმნილი გვერდის გათამაშება ყალბია 
რეალური SPAR Georgia Screenshot 14 “სპარის” სახელით შექმნილი გვერდის გათამაშება ყალბია 

რაც შეეხება ვებ-საიტს, რომელზე დარეგისტრირებისკენაც მომხმარებლებს ყალბი SPAR Georgia მოუწოდებს, მასზე აღნიშნულია, რომ სპარის ოფიციალური გვერდია, თუმცა ვებ-საიტის მისამართში არა სპარის სახელი, არამედ Halaman Muka წერია. 

Screenshot 15 “სპარის” სახელით შექმნილი გვერდის გათამაშება ყალბია 

Screenshot 22 “სპარის” სახელით შექმნილი გვერდის გათამაშება ყალბია 

საიტი, რომელიც საეჭვო ბმულზე დარეგისტრირებას გვთავაზობს, Google Sites-ის მეშვეობითაა შექმნილი. sites.google.com-ზე შესვლისას საკუთარი მცირე ვებ-საიტის შექმნა ნებისმიერ გუგლის ანგარიშის მფლობელ ადამიანს შეუძლია, საიტის შექმნის შემდეგ ის ავტომატურად Google Drive-ს ემატება და მასში ცვლილებების შეტანა რეალურ დროში გუგლის იმ სხვა მომხმარებლებთან ერთადაა შესაძლებელი, რომლებსაც მასალაზე წვდომა მინიჭებული აქვთ. 

აღსანიშნავია, რომ საიტი Halaman Muka-ს სახელს ატარებს, რომელიც სავარაუდოდ კონკრეტული ადამიანის სახელი და გვარია. 2020 წლის 13 აგვისტოს გუგლის ერთ-ერთმა მომხმარებელმა Halaman Muka-ს სახელით შექმნილი სხვა გუგლის საიტი თაღლითობაში ამხილა, კომენტარების ველში მას სხვა არაერთი მომხმარებელიც დაეთანხმა.

Screenshot 17 “სპარის” სახელით შექმნილი გვერდის გათამაშება ყალბია 

სპარის ყალბ გვერდს მეტი დამაჯერებლობისთვის რამდენიმე ფოტო აქვს ატვირთული, თუმცა არცერთი მათგანი საქართველოში გადაღებული არ არის და არც გათამაშებასთან აქვს რაიმე კავშირი.

ფოტო N1 – ხორვატია, 2020 წელი

პირველი ფოტო 2020 წელს ხორვატიის ქალაქ ჩაკოვეცში სპარის ახალი ფილიალის გახსნას ასახავს. რაც შეეხება საპრიზო ბარათს, რომელიც ფოტოზე გამოსახულ ადამიანებს უჭირავთ, ის სპარის მიერ ჩაკოვეცის სამშობიაროსთვის გაღებულ დონაციას ასახავს.

Screenshot 18 “სპარის” სახელით შექმნილი გვერდის გათამაშება ყალბია 

ფოტო N2 – ინდონეზია, 2020 წელი

მეორე ფოტო ასევე 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის პერიოდშია გადაღებული, თუმცა სპართან კავშირი არ აქვს. ფოტოზე საკვები პროდუქტების ჩანთები ჩანს, რომლებიც ინდონეზიის პრეზიდენტის ოფისმა პანდემიის დროს დაზარალებულ, 2 მილიონამდე ღარიბ ოჯახს გადასცა. სასაჩუქრე ჩანთებს წითელი შეფუთვა აქვთ, თუმცა სხვა რაკურსით გადაღებულ ფოტოებში ჩანთებზე გამოსახული ინდონეზიის პრეზიდენტის სასახლის ლოგო ნათლად ჩანს.

Screenshot 19 “სპარის” სახელით შექმნილი გვერდის გათამაშება ყალბია 
წყარო: Katadata

ფოტო N3 – უნგრეთი, 2021 წელი

რაც შეეხება მესამე ფოტოს, ის 2021 წელს უნგრეთშია გადაღებული და მასზე ეპიდემიოლოგებისთვის განკუთვნილი სენდვიჩების პაკეტებია ნაჩვენები. “სპარ უნგრეთმა” არაკომერციულ ორგანიზაცია Etesd-თან ერთად მედიცინის მუშაკებისთვის, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული, კვირაში ათასი სენდვიჩი გამოყო და ამ ფორმით მათ გამოკვებაზე იზრუნა

Screenshot 20 “სპარის” სახელით შექმნილი გვერდის გათამაშება ყალბია 

სხვადასხვა კომპანიის სახელით ყალბი გათამაშებები აქამდეც არაერთხელ გავრცელდა, რაზეც “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა, ამ თემაზე ვრცლად იხილეთ მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist