“კარფურისა” და KFC-ის ყალბ გვერდებს სოციალური ქსელის მომხმარებლები შეცდომაში შეყავს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

257
VIEWS

15 ივლისს სოციალურ ქსელში კომპანიების – კარფურისა და KFC-ის სახელით მომხმარებლებისთვის სასაჩუქრე ვაუჩერების გაცემის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ფეისბუკ გვერდის ፈᏗᏒᏒᏋᎦᎧᏬᏒ ᎶᏋᎧᏒ  გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია, რომ კარფურის 64 წლის იუბილესთან დაკავშირებით კომპანია სოციალური ქსელის მომხმარებლებს სავაჭრო ვაუჩერებსა და სხვა მიმზიდველ პრიზებს გადასცემს. სანაცვლოდ დაინტერესებულმა პირებმა კომენტარებში სიტყვა “გაიმარჯვე” უნდა დაწერონ, პოსტი გააზიარონ და მითითებულ ბმულზე დარეგისტრირდნენ.
მეორე ფეისბუკ გვერდის, KFC World-ის პოსტის მიხედვით კი კომპანია 71 წლის აღსანიშნავად, იმ ფეისბუკ მომხმარებლებს, რომლებიც კომენტარებში  “Love KFC”-ის მიუთითებენ და პოსტს გააზიარებენ, საჩუქრად ვაუჩერებს გადასცემს. 



კომპანია “კარფურისა” და KFC-ის სახელით” ინფორმაციას ყალბი, ახლადშექმნილი გვერდები ავრცელებენ, რომელთა მიზანსაც სოციალური ქსელის მომხმარებლების შეცდომაში შეყვანა და თაღლითური გზით პერსონალური მონაცემების მოპოვება წარმოადგენს. ვაუჩერების გაჩუქების შესახებ ინფორმაცია არც “კარფურისა” და KFC-ის ოფიციალურ გვერდებზე გვხვდება.

კომპანიების “კარფურისა” და KFC-ის სახელით ინფორმაციას ახლადშექმნილი გვერდები ავრცელებენ. აღსანიშნავია, რომ ფეისბუკ გვერდი ፈᏗᏒᏒᏋᎦᎧᏬᏒ ᎶᏋᎧᏒ 2022 წლის 15 ივლისს, KFC World კი 2022 წლის 14 ივლისს შეიქმნა და მათზე სასაჩუქრე ვაუჩერების გაცემის გარდა, პროფილისა და ქავერის ფოტოების განახლების შესახებ გვხვდება პოსტები, ხოლო კომპანიების პროდუქციასა და სერვისებზე ინფორმაცია განთავსებული არ არის. 

მასთანავე, განსხვავებულია ამ გვერდებისა და “კარფურისა” და KFC-ის ოფიციალური  გვერდების ვიზუალი, პროფილისა და გარეკანის ფოტოები, “ჩვენ შესახებ” განყოფილება. აღსანიშნავია, რომ ოფიციალურ გვერდებზე ინფორმაცია გათამაშებასთან დაკავშირებით განთავსებული არ არის. 

KFC-ის ყალბი გვერდი   

     KFC-ის  ოფიციალური გვერდი

კარფურის ყალბი  გვერდი  

 

კარფურის       ოფიციალური გვერდი

ფეისბუკ გვერდი ፈᏗᏒᏒᏋᎦᎧᏬᏒ ᎶᏋᎧᏒ სავარუდოდ “ბეკოს” ყალბ გვერდთანაა დაკავშირებული, რომლის შესახებაც “მითების დეტექტორი” 13 ივლისს წერდა. გარდა იმისა, რომ BEKO Geori ፈᏗᏒᏒᏋᎦᎧᏬᏒ ᎶᏋᎧᏒ-ის პოსტს აზიარებს, მათი სამოქმედო გეგმა და გამოქვეყნებული პოსტების შინაარსი თითქმის ერთი და იგივეა.


“ბეკოს” ყალბი გვერდი რამდენიმე დღეა ფეისბუკ მომხმარებლებს პოსტის გაზიარებისა და რეგისტაციის შემთხვევაში, საჩუქრების სახლში მიტანას ჰპირდება, თუმცა მას შემდეგ რაც ფეისბუკი მის მიერ გავრცელებულ პოსტს ყალბად ნიშნავს, გვერდიდან ინფორმაცია მაშინვე იშლება და რამდენიმე წუთის შემდეგ თავიდან ქვეყნდება.

გარდა ამისა BEKO Geori-სა და  ፈᏗᏒᏒᏋᎦᎧᏬᏒ ᎶᏋᎧᏒ-ის მიერ პოსტებში მითითებულ ბმულზე გადასვლისას ფეისბუკ მომხმარებლებს ერთმანეთის მსგავსი ვიზუალის საიტი და სარეგისტრაციო ღილაკი ხვდებათ, სადაც პერსონალური ინფორმაცია უნდა მიუთითონ.

აღსანიშნავია, რომ ამ ვებ-გვერდებზე ინფორმაცია კომპანიის შესახებ და სხვა დეტალები მითითებული არაა, რაც აჩენს ეჭვს, რომ იგი კიბერთაღლითების მიერ არის შექმნილი და თაღლითური გზით ინტერნეტ მომხმარებლის პერსონალური მონაცემების მოპოვებას ისახავს მიზნად. კიბერდამნაშავეები სანდოობის მოპოვების მიზნით ხშირად ქმნიან ცნობილი კომპანიების ანალოგიურ ან მიმსგავსებულ ვებ-გვერდებს და სოციალური ქსელის მომხმარებლებს ყალბი გათამაშებით “იტყუებენ”.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist