ახლადშექმნილი “ბეკოს” ყალბი გვერდი სოციალური ქსელის მომხმარებლებს საჩუქრებს ჰპირდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

645
VIEWS

2022 წლის 13 ივლისს ფეისბუკ გვერდმა Beko Geori გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ  Beko-ს 36 წლის იუბილესთან დაკავშირებით იღბლიანი ფეისბუკ-მომხმარებლები საჩუქრად მაცივრებს მიიღებენ. პოსტში ასევე აღნიშნულია, რომ მაცივარი საჩუქრად იმ ფეისბუკ-მომხმარებლებს გადაეცემათ, რომლებიც ინფორმაციას გააზიარებენ და კომენტარებში  სიტყვას – “მზადაა” დაწერენ. პოსტის მიხედვით, მაცივრებს გამარჯვებულები მითითებულ მისამართზე მეორე დღესვე მიიღებენ. ამასთან ერთად მითითებულია ბმული, სადაც ფეისბუკ-მომხმარებლებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ.

Screenshot 2 1 ახლადშექმნილი “ბეკოს” ყალბი გვერდი სოციალური ქსელის მომხმარებლებს საჩუქრებს ჰპირდება
კომპანია “ბეკოს” სახელით” ინფორმაციას ყალბი გვერდი ავრცელებს, რომელიც მიზნად სოციალური ქსელის მომხმარებლების შეცდომაში შეყვანასა და მათი პირადი ინფორმაციის მოპოვებას ისახავს. “ბეკოს” ფეისბუკის ოფიციალური გვერდზე აღნიშნულია, რომ კომპანიის  სახელით ყალბი გვერდი მოქმედებს და “ბეკო” იუბილესთან დაკავშირებით საჩუქრებს არ გასცემს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოში “ბეკოსოფიციალური ფეისბუკ გვერდი გამოეხმაურა. კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ “ბეკოს” სახელით ყალბი გვერდი შეიქმნა და ის სოციალური ქსელის მომხმარებლების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. 

Screenshot 3 2 ახლადშექმნილი “ბეკოს” ყალბი გვერდი სოციალური ქსელის მომხმარებლებს საჩუქრებს ჰპირდება

აღსანიშნავია, რომ ფეისბუკ გვერდი Beko Geori დღეს, 2022 წლის 13 ივლისს შეიქმნა და მასზე მხოლოდ ორი პოსტია გამოქვეყნებული, მათ შორის ერთ-ერთი  “ბეკოს” იუბილესთან დაკავშირებით სოციალური ქსელის მომხმარებლებს მაცივრებს ჰპირდება, მეორე პოსტი კი  პროფილის ფოტოს განახლებაა.

Screenshot 4 3 ახლადშექმნილი “ბეკოს” ყალბი გვერდი სოციალური ქსელის მომხმარებლებს საჩუქრებს ჰპირდება

პოსტში მითითებულ ბმულზე გადასვლისას შემდეგი ტექსტი გვხვდება: “გილოცავთ, ჩვენ აგირჩიეთ მაცივრის პრიზის მოსაგებად BEKO-სგან.” გარდა ამისა, ვებგვერდზე მითითებულია სარეგისტრაციო ღილაკი, სადაც მომხმარებლებმა პირადი მონაცემები უნდა შეიყვანონ. 

Screenshot 5 3 ახლადშექმნილი “ბეკოს” ყალბი გვერდი სოციალური ქსელის მომხმარებლებს საჩუქრებს ჰპირდება

ვებგვერდზე ინფორმაცია კომპანიის შესახებ და სხვა დეტალები მითითებული არაა, რაც აჩენს ეჭვს, რომ იგი კიბერთაღლითების მიერ არის შექმნილი და თაღლითური გზით ინტერნეტ მომხმარებლის პერსონალური მონაცემების მოპოვებას ისახავს მიზნად.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: საქართველო
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist