ფეისბუქზე ჰიუნდაის სახელით გათამაშების შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

151
VIEWS

4 ოქტომბერს ფეისბუქ გვერდმა Hyundai Georgi გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომპანია AUDI-ს მარკის ავტომობილებს ათამაშებს, რისთვისაც მომხმარებელმა გვერდის პოსტები ფეისბუქ ჯგუფებში უნდა გადააზიაროს. გვერდ Hyundai Georgi პოსტს თან ურთავს გამარჯვებულების ფოტოს და დამატებით აღნიშნავს, რომ კომპანია კიდევ 6 ავტომობილის გათამაშებას გეგმავს.

Screenshot 1 ფეისბუქზე ჰიუნდაის სახელით გათამაშების შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება Screenshot 2 ფეისბუქზე ჰიუნდაის სახელით გათამაშების შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება

გათამაშება ყალბი გვერდის სახელით ვრცელდება, რასაც ფეისბუქ მომხმარებელი შეცდომაში შეყავს. ჰიუნდაი საქართველოს ოფიციალური გვერდი წერს, რომ მათ მსგავსი გათამაშება არ აქვთ და ინტერნეტში ბრენდის სახელის არასწორად გამოყენება ხდება.

ყალბი გვერდი Hyundai Georgi 2022 წლის 25 ივლისს შეიქმნა და თავდაპირველად BEKO Georgi ერქვა, ხოლო სახელი 3 სექტემბერს შეიცვალა. გვერდის გამჭვირვალობის სექციაში მითითებულია, რომ გვერდს 3 ადმინისტრატორი ინდონეზიიდან მართავს. რაც შეეხება გვერდის “შესახებ” (About) განყოფილებას, კატეგორიაში უძრავი ქონებაა მითითებული, ხოლო კომპანიის ვებ-საიტი, მისამართი ან სხვა მონაცემები, მოცემული არ არის.

Screenshot 3 ფეისბუქზე ჰიუნდაის სახელით გათამაშების შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება

პროფილის და გარეკანის ფოტოების გარდა, გვერდზე კიდევ 3 პოსტია გამოქვეყნებული და ყველა მათგანს ავტომობილების ფოტოები ერთვის თან, რაც გათამაშებაში გამარჯვებულების სადემონსტრაციოდ არის გამოყენებული. 

ყალბი გვერდისგან განსხვავებით ჰიუნდაი საქართველოს ოფიციალური ფეისბუქ გვერდი 2011 წლის 21 მარტს არის შექმნილი და ამჟამად მისი პროფილისა და გარეკანის ფოტოებიც ყალბი გვერდისგან განსხვავებულია.

ყალბი გვერდი რეალური გვერდი
Screenshot 4 ფეისბუქზე ჰიუნდაის სახელით გათამაშების შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება Screenshot 5 ფეისბუქზე ჰიუნდაის სახელით გათამაშების შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება

 

 

“გვერდის შესახებ” განყოფილებაში ჰიუნდაი საქართველოს ოფიციალურ გვერდს ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა და ვებ-საიტის მისამართიც აქვს მითითებული.

Screenshot 6 ფეისბუქზე ჰიუნდაის სახელით გათამაშების შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება

გარდა ამისა, Hyundai Auto Georgia-მ 5 სექტემბერს გამაფრთხილებელი პოსტი გამოქვეყნა, რომელშიც წერს, რომ ინტერნეტში ჰიუნდაის ბრენდის სახელის არასწორად გამოყენება ხდება და გათამაშების შესახებ ცრუ ინფორმაცია ვრცელდება:

Screenshot 7 ფეისბუქზე ჰიუნდაის სახელით გათამაშების შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება

ყალბ გვერდზე გამოყენებული ფოტოები

ჰიუნდაის ყალბ გვერდზე გამოქვეყნებულია გამარჯვებულების ფოტოები, რომლებმაც, გვერდის მტკიცებით, მათ გათამაშებაში გაიმარჯვეს და ავტომობილები მოიგეს. გარდა იმისა, რომ ჰიუნდაის გათამაშებაში აუდის მარკის ავტომობილების მონაწილეობა საეჭვოა, გამოყენებული ფოტოები საქართველოში ჩატარებულ გათამაშებას არ ასახავს და სხვადასხვა ვებ-საიტებიდანაა აღებული. მაგალითისთვის, ერთ-ერთი ფოტო, რომელზეც ლურჯი ლენტით Creta-ს მოდელის ავტომობილია გამოსახული, ინტერნეტში 2022 წლის 4 აგვისტოს გამოჩნდა. ინდონეზიაში ჰიუნდაის ერთ-ერთმა დილერმა კომპანიამ თავის მომხმარებლებს Hyundai Creta-ს ავტომობილები აჩუქა და აღნიშნული ფოტოც სწორედ ამ ფაქტს ასახავს.

Screenshot 8 ფეისბუქზე ჰიუნდაის სახელით გათამაშების შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება Screenshot 9 ფეისბუქზე ჰიუნდაის სახელით გათამაშების შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება

კიდევ ერთი ფოტო, რომელიც ჰიუნდაი საქართველოს ყალბ გვერდს უდევს და მასზე გამოსახულ ადამიანებს გვერდის გათამაშების გამარჯვებულებად წარადგენს, BMW-ს ვებ-საიტზე იძებნება.

ფოტო ყალბი ფეისბუქ გვერდიდან ფოტო BMW-ს ვებ-საიტიდან
Screenshot 10 ფეისბუქზე ჰიუნდაის სახელით გათამაშების შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება Screenshot 11 ფეისბუქზე ჰიუნდაის სახელით გათამაშების შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება

მსგავს თაღლითურ სქემას სხვა ქვეყნის სახელით შექმნილ ფეისბუქ გვერდებზეც ვხვდებით, მაგალითად KIA Latvija და Hyundai Auto Armenia, სადაც ასევე გამოყენებულია “გამარჯვებულების” ფოტოები. აღნიშნული გვერდების გამჭვირვალობის სექციაში, ისევე, როგორც Hyundai Georgi-ს შემთხვევაში, მითითებულია, რომ გვერდები ინდონეზიიდან იმართება.

Screenshot 12 ფეისბუქზე ჰიუნდაის სახელით გათამაშების შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება

სხვადასხვა კომპანიების სახელით ყალბი გათამაშებები ხშირად ვრცელდება, რაც “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა. ყალბი გვერდები მომხმარებლებს პოსტის გაზიარების სანაცვლოდ საჩუქრებს ჰპირდებიან, რითაც გვერდზე გამოხმაურებასა და ხილვადობას იზრდიან, ზოგიერთ შემთხვევაში კი ყალბ ფეისბუქ გვერდებზე მითითებულია სარეგისტრაციო ლინკი, სადაც მომხმარებლებმა პირადი მონაცემები უნდა შეიყვანონ, ეს კი თაღლითური გზით ინტერნეტ მომხმარებლის პერსონალური მონაცემების მოპოვებას ისახავს მიზნად. ვრცლად ამ თემაზე იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist