მერაბ დვალიშვილის სახელით ყალბ გათამაშებაზე ინფორმაციას თაღლითური გვერდი ავრცელებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

2.2k
VIEWS

29 მარტს ფეისბუქ-გვერდმა 𝔐𝔢𝔯𝔞𝔟 𝔇𝔩𝔦𝔰𝔥𝔳𝔦𝔩𝔦 Live შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლის მერაბ დვალიშვილის პირდაპირი ეთერი შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა: 

“10000$ ნაღდად მივცემ პირველ 460 ადამიანს ვინც გამოიცნობს სურათზე გამოსახულ ნომერს და რეალურია”. პოსტს თან ერთვის საჯარო ჯგუფის Merab “The Machine” Dvalishvili ბმული.

Screenshot 4 2 მერაბ დვალიშვილის სახელით ყალბ გათამაშებაზე ინფორმაციას თაღლითური გვერდი ავრცელებს

მერაბ დვალიშვილის სახელით გათამაშების შესახებ ინფორმაციას თაღლითური ფეისბუქ გვერდი აქვეყნებს. გვერდის მიზანი მომხმარებლების შეცდომაში შეყვანა და, სავარაუდოდ, ფეისბუქ-ჩართულობის გაზრდაა. ფეისბუქზე ცნობილი ადამიანების პირდაპირი ჩართვების გამოყენება ინტერნეტ თაღლითობის ერთ-ერთი გავრცელებული ხერხია.

გვერდი 𝔐𝔢𝔯𝔞𝔟 𝔇𝔩𝔦𝔰𝔥𝔳𝔦𝔩𝔦 Live 2023 წლის 29 მარტს შეიქმნა და 10 აპრილის მონაცემებით მას 18 გამომწერი ჰყავს, გვერდი 7 ადამიანს აქვს მოწონებული. ასევე გვერდის დასახელებაში ქართველი მებრძოლის გვარი არასწორად არის დაწერილი, Dvalishvilis ნაცვლად წერია Dlishvili.

Screenshot 5 2 მერაბ დვალიშვილის სახელით ყალბ გათამაშებაზე ინფორმაციას თაღლითური გვერდი ავრცელებს

მერაბ დვალიშვილის ოფიციალური და ვერიფიცირებული გვერდი 2018 წლის 4 თებერვალს შეიქმნა და მას 173 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს.

Screenshot 6 2 მერაბ დვალიშვილის სახელით ყალბ გათამაშებაზე ინფორმაციას თაღლითური გვერდი ავრცელებს

ხოლო პირდაპირი ჩართვის ჩანაწერი, რომელიც ყალბ გვერდს აქვს გამოქვეყნებული, დვალიშვილის გვერდზე 2022 წლის 18 მარტს გამოქვეყნდა. ჩართვაში მერაბ დვალიშვილი ვატო ღვინჯილიასთან ერთად რამდენიმე თემას, მათ შორის უკრაინაში რუსეთის შეჭრას და შერეული საბრძოლო ხელოვნების სფეროს სიახლეებს განიხილავს და მაყურებლების კითხვებსაც პასუხობს. ვიდეოში დვალიშვილი და ღვინჯილია რაიმე გათამაშების შესახებ არ საუბრობენ.

Screenshot 7 2 მერაბ დვალიშვილის სახელით ყალბ გათამაშებაზე ინფორმაციას თაღლითური გვერდი ავრცელებს

პოსტისთვის თანდართული ფეისბუქ-ჯგუფი Merab “The Machine” Dvalishvili ყალბი გვერდის მსგავსად 29 მარტს შეიქმნა. ჯგუფის ადმინისტრატორი გვერდი 𝔐𝔢𝔯𝔞𝔟 𝔇𝔩𝔦𝔰𝔥𝔳𝔦𝔩𝔦 Live-ა.

Screenshot 8 2 მერაბ დვალიშვილის სახელით ყალბ გათამაშებაზე ინფორმაციას თაღლითური გვერდი ავრცელებს

ყალბი გათამაშების შესახებ გავრცელებული პოსტის კომენტარებში მითითებულია, რომ მომხმარებლებმა გვერდს პირდაპირი ეთერის ბმული ფეისბუქის ათი ჯგუფის ბმულთან ერთად გაუგზავნონ და  პირდაპირ ეთერს 15 წუთის განმავლობაში უყურონ, ეს თხოვნა სავარაუდოდ გვერდისა და ვიდეოსთვის ფეისბუქ-ჩართულობის გაზრდას ემსახურება. 

მსგავსი ტიპის თაღლითური პოსტები ზოგჯერ ფეისბუქ მომხმარებლების პერსონალური მონაცემების შეგროვებისთვისაც გამოიყენება. პერსონალური მონაცემების მოპოვების მიზნით მსგავსი სტილის თაღლითური გვერდები ყალბი გათამაშების შესახებ ინფორმაციას წარსულში ქართველი მომღერლების სოფო ნიჟარაძის, ლელა წურწუმიას და ნინო ჩხეიძის სახელით ავრცელებდნენ. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: თაღლითობა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist