ნინო ჩხეიძის სახელით ყალბ გათამაშებაზე ინფორმაციას თაღლითური გვერდი ავრცელებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

479
VIEWS

3 თებერვალს ფეისბუქ გვერდმა ɴɪɴᴏ ᴄʜᴋʜᴇɪᴅᴢᴇ ғᴀɴs   მომღერალი ნინო ჩხეიძის პირდაპირი ეთერი შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა: “10000 ლარს ნაღდად მივცემ პირველ 400 ადამიანს, ვინც სურათზე ნომრის მიცემას მიიღებს და არის ნამდვილი.” ვიდეოსთან ერთად პოსტის ქვემოთ მითითებულია საჯარო ჯგუფი “Nino Chkehidze-ს” მისამართი და კომენტარი, რომლის მიხედვითაც, ფულადი პრიზების მისაღებად მომხმარებლები მითითებულ ბმულზე უნდა დარეგისტრირდნენ.  

Screenshot 1 1 ნინო ჩხეიძის სახელით ყალბ გათამაშებაზე ინფორმაციას თაღლითური გვერდი ავრცელებს

ɴɪɴᴏ ᴄʜᴋʜᴇɪᴅᴢᴇ ғᴀɴs თაღლითური გვერდია და გათამაშებების შესახებ ინფორმაცია ყალბია. რეალურად, მის  მიზანს ინტერნეტმომხმარებლების შეცდომაში შეყვანა და მათი პერსონალური მონაცემების მოპოვება წარმოადგენს.  

ფეისბუქ გვერდი ɴɪɴᴏ ᴄʜᴋʜᴇɪᴅᴢᴇ ғᴀɴs 2023 წლის 3 თებერვალს შეიქმნა

Screenshot 2 1 ნინო ჩხეიძის სახელით ყალბ გათამაშებაზე ინფორმაციას თაღლითური გვერდი ავრცელებს

6 თებერვლის 14:00 საათისთვის გვერდს 46 მოწონება აქვს და 154 გამომწერი ჰყავს. 

Screenshot 3 1 ნინო ჩხეიძის სახელით ყალბ გათამაშებაზე ინფორმაციას თაღლითური გვერდი ავრცელებს

მომღერალი ნინო ჩხეიძის ოფიციალურ, ვერიფიცირებულ გვერდი 2017 წელსაა შექმნილი და 319 000 გამომწერი ჰყავს. 

Screenshot 4 1 ნინო ჩხეიძის სახელით ყალბ გათამაშებაზე ინფორმაციას თაღლითური გვერდი ავრცელებს

ამასთანავე, პირდაპირი ეთერი, რომელიც ɴɪɴᴏ ᴄʜᴋʜᴇɪᴅᴢᴇ ғᴀɴs-მა გაავრცელა, ნინო ჩხეიძის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე 2022 წლის 16 სექტემბერს გამოქვეყნდა. მასში მომღერალი თავის უახლოეს გეგმებზე საუბრობს, ახალი კლიპის პრემიერას აანონსებს და მსმენელების კომენტარებს პასუხობს. ვიდეოში ჩხეიძე გათამაშების შესახებ არ საუბრობს.  

Screenshot 5 ნინო ჩხეიძის სახელით ყალბ გათამაშებაზე ინფორმაციას თაღლითური გვერდი ავრცელებს

ყალბ ვიდეოსთან ერთად გამოქვეყნებული ფეისბუქ ჯგუფი Nino Chkheidze ფეისბუქ მომხმარებლემა Ahmad Fauzi-მ 3 თებერვალს, გვერდის შექმნის დღეს შექმნა. 

Screenshot 6 ნინო ჩხეიძის სახელით ყალბ გათამაშებაზე ინფორმაციას თაღლითური გვერდი ავრცელებს

ჯგუფში ამჟამად მხოლოდ ერთი პოსტი – ჯგუფის გარეკანის ფოტოა გამოქვეყნებული. 

Screenshot 7 ნინო ჩხეიძის სახელით ყალბ გათამაშებაზე ინფორმაციას თაღლითური გვერდი ავრცელებს

ფეისბუქ ანგარიშს Ahmad Fauzi-ს პიროვნების მაიდენტიფიცირებელი მხოლოდ  ფოტო აქვს გამოქვეყნებული, ხოლო მისი ფეისბუქ მეგობრებიდან ყველა უცხოურენოვანი ანგარიშია. 

რაც შეეხება ბმულს, რომელიც პირდაპირი ეთერის კომენტარებში იყო მითითებული, ბმულზე გადასვლის შემდეგ ვებ-გვერდი მომხმარებელს თანხის სანაცვლოდ რეგისტრაციის გავლასა და პირადი მონაცემების შეყვანას სთხოვს. 

Screenshot 8 ნინო ჩხეიძის სახელით ყალბ გათამაშებაზე ინფორმაციას თაღლითური გვერდი ავრცელებსScreenshot 9 ნინო ჩხეიძის სახელით ყალბ გათამაშებაზე ინფორმაციას თაღლითური გვერდი ავრცელებს

ხოლო კომენტარების ავტორები განსხვავებული შინაარსის, თუმცა იდენტური თაღლითური სქემების შემცველ ვებ-გვერდებზეც გვხვდებიან.

Screenshot 10 ნინო ჩხეიძის სახელით ყალბ გათამაშებაზე ინფორმაციას თაღლითური გვერდი ავრცელებს

წარსულში “მითების დეტექტორმა” შეისწავლა შემთხვევები, როცა იდენტური თაღლითური სქემით მომღერლების სოფო ნიჟარაძისა და ლელა წურწუმიას სახელით ყალბი გვერდები ყალბი გათამაშებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებდნენ. ვრცლად იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია, თაღლითობა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist