სოფო ნიჟარაძისა და ლელა წურწუმიას სახელით გათამაშებებზე ინფორმაციას ყალბი გვერდები ავრცელებენ

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

1.4k
VIEWS

ოქტომბრის დასაწყისში სოციალურ ქსელში მომღერალ სოფო ნიჟარაძისა და ლელა წურწუმიას სახელით  არაერთი ყალბი გვერდი შეიქმნა. 4-10 ოქტომბერს ფეისბუკ გვერდებმა: 𝐬𝐨𝐟𝐟𝐢𝐚-𝐧𝐢𝐳𝐡𝐚𝐫𝐫𝐚𝐝𝐳𝐞.𝐅𝐀𝐍𝐒, 𝒍𝒆𝒏𝒈 𝒏𝒂𝒇𝒂𝒕𝒓𝒂, 𝐬𝐨𝐟𝐟𝐢𝐚𝐍𝐢𝐳𝐡𝐚𝐫𝐫𝐚𝐝𝐙𝐞. ცოცხალი, 𝘀̳𝗼̳𝗳̳𝗶̳𝗮̳-̳𝗻̳𝗶̳𝘇̳𝗵̳𝗮̳𝗿̳𝗮̳𝗱̳𝘇̳𝗲̳, 𝟱̳𝟬̳𝗙̳𝗜̳𝟰̳ ̳𝗻̳𝗶̳𝗰̳𝗵̳𝗮̳𝗿̳𝗮̳𝗱̳𝗱̳𝘇̳𝗲̳.,𝐬𝐨𝐟𝐟𝐢𝐚-𝐧𝐢𝐳𝐡a𝐫𝐫𝐚𝐝𝐳e, 𝐬𝐨𝐟𝐟𝐢𝐚-𝐧𝐢𝐳𝐡𝐚𝐫𝐫𝐚𝐝𝐳𝐞, 𝐬͟𝐨͟𝐟𝐟͟𝐢𝐚-𝐧͟𝐢͟𝐳𝐡͟𝐚𝐫͟𝐫𝐚͟𝐝𝐳͟𝐞, 𝙎𝙤𝙛𝙛𝙞𝙖 მომღერალ სოფო ნიჟარაძის რამდენიმე პირდაპირი ეთერი (1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10)  გაავრცელეს. პოსტის აღწერაში ნათქვამია, რომ პირველ 400-750 ადამიანს, ვინც დაშიფრულ გამოსახულებაში დატანილ ციფრებს გამოიცნობს, 10 000$-ის ოდენობით ნაღდი ფული გადაეცემა. ასევე, პოსტის კომენტარებში მითითებულია ბმული, რომელზე რეგისტრაციის შემთხვევაშიც “გამარჯვებულები” თანხას მიიღებენ.

გათამაშების შესახებ ინფორმაცია მომღერალ ლელა წურწუმიასას სახელითაც გავრცელდა.  6 და 9 ოქტომბერს ფეისბუკ გვერდზე 𝑳𝒆𝒆𝒍𝒂 𝑻𝒔𝒖𝒓𝒕𝒔𝒖𝒎𝒊𝒊𝒂ˡᶦᵛᵉ ორი ლაივ-ჩანაწერი გამოქვეყნდა. ორივე პოსტის აღწერაში ნათქვამია, რომ პირველ 500-600 ადამიანს, რომელიც სურათზე გამოსახულ ციფრებს გამოიცნობს, 10 000 დოლარი ნაღდი ფული გადაეცემა. ჩანაწერში ვხვდებით ოპტიკურ ილუზიას, მასზე დატანილი ციფრები კი ფეისბუკმომხმარებლებმა უნდა ამოიცნონ. გარდა ამისა, კომენტარების სექციაში მითითებულია ის პირობები, რომელებიც თანხის მიღების მსურველებმა უნდა შეასრულონ, მათ შორისაა, გვერდის “დაცვა”, გაზიარება, მითითებულ ვებ-საიტზე რეგისტრაცია.

Screenshot 24 სოფო ნიჟარაძისა და ლელა წურწუმიას სახელით გათამაშებებზე ინფორმაციას ყალბი გვერდები ავრცელებენ

ქართველი მომღერლების – სოფო ნიჟარაძისა და ლელა წურწუმიას სახელით შექმნილ გათამაშებებს ყალბი, ახლადშექმნილი გვერდები ავრცელებენ, რომელთა მიზანს ინტერნეტმომხმარებლების შეცდომაში შეყვანა და მათი პერსონალური მონაცემების მოპოვება წარმოადგენს. ცნობილი ადამიანების პირდაპირი ტრანსლაციის (Livestream) გამოყენება ინტერნეტ თაღლითობის ერთ-ერთი გავრცელებული ხერხია.

12 ოქტომბერს ლელა წურწუმია ფეისბუკის ოფიციალური გვერდის საშუალებით სოციალურ ქსელში გავრცელებულ გათამაშებას გამოეხმაურა და ფეისბუკის მომხმარებლებს მოუწოდა, თაღლითურ მახეს არ წამოგებოდნენ. იდენტური განცხადება წურწუმიამ 2022 წლის 8 სექტემბერსაც გაავრცელა.

Screenshot 25 სოფო ნიჟარაძისა და ლელა წურწუმიას სახელით გათამაშებებზე ინფორმაციას ყალბი გვერდები ავრცელებენ
12 ოქტომბრის მდგომარეობით, ლელა წურწუმიას ოფიციალურ ფეისბუკის გვერდზე 309 000 გამომწერი ჰყავს და მომღერალს Facebook-ისგან “ვერიფიკაციაც” მინიჭებული აქვს, რაც გვერდის ავთენტურობის კიდევ ერთი ნიშანია. რაც შეეხება ლელა წურწუმიას სახელით მოქმედ ყალბ გვერდს, ის 2022 წლის 6 ოქტომბერს არის შექმნილი და მხოლოდ 61 გამომწერი ჰყავს.

ლელა წურწუმიას ოფიციალური ფეისბუკის გვერდი ლელა წურწუმიას სახელით მოქმედი ყალბი გვერდი
Screenshot 26 სოფო ნიჟარაძისა და ლელა წურწუმიას სახელით გათამაშებებზე ინფორმაციას ყალბი გვერდები ავრცელებენ Screenshot 27 სოფო ნიჟარაძისა და ლელა წურწუმიას სახელით გათამაშებებზე ინფორმაციას ყალბი გვერდები ავრცელებენ

პირდაპირი ტრანსლაცია, რომელიც ლელა წურწუმიას სახელით ვრცელდება, მომღერლის ოფიციალურ ფეისბუკის გვერდზე 2020 წლის მარტში გამოქვეყნდა. მასში წურწუმია ქმართან ერთად გამომწერებს კოვიდპანდემიის შესახებ ესაუბრება. ყალბი გვერდის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერებისგან განსხვავებით, რომელთანაგანაც ერთი 5 საათი და 29, მეორე კი 59 წუთის განმავლობაში გრძელდება,   რეალური “ლაივის”  ხანგრძლოვობა  51 წუთი და 22 წამია.

რეალური ლაივის გამოქვეყნების თარიღი და ხანგრძლივობა ყალბი გვერდის მიერ ლაივის გამოქვყნების თარიღი და ხანგრძლივობა
Screenshot 28 სოფო ნიჟარაძისა და ლელა წურწუმიას სახელით გათამაშებებზე ინფორმაციას ყალბი გვერდები ავრცელებენ Screenshot 29 სოფო ნიჟარაძისა და ლელა წურწუმიას სახელით გათამაშებებზე ინფორმაციას ყალბი გვერდები ავრცელებენ

გარდა იმისა, რომ ფეისბუკ მომხმარებლებმა  ჩანაწერში თანდართულ გამოსახულებაზე ციფრები უნდა ამოიცნონ, მათ კონკრეტულ ვებ-საიტზე რეგისტრაცია და  პირადი მონაცემების მითითებაც ევალებათ.  ლელა წურწუმიას სახელით შექმნილ გათამაშებაში შემდეგი მისამართია მითითებული: liliaoficialfansblogpost.com. აღსანიშნავია, რომ ვებგვერდი პლატფორმა blogger.com-ის საშუალებით არის შექმნილი და მსგავსი ბლოგის შექმნა Google + ანგარიშით ნებისმიერ ინტერნეტმომხმარებელს შეუძლია. ვებ-საიტის საეჭვოობას ასევე ხაზს უსვამს მისამართში დაშვებულია შეცდომები, სადაც Lela-ს ნაცვლად – lili, Official-ის ნაცვლად კი – oficial წერია.

Screenshot 30 სოფო ნიჟარაძისა და ლელა წურწუმიას სახელით გათამაშებებზე ინფორმაციას ყალბი გვერდები ავრცელებენ

როგორც სინტაქსური, ისე გრამატიკული შეცდომები გვხვდება კომენტარებში, სადაც ფეისბუკ მომხმარებლებს რეგისტრაციასა და ჩანაწერის პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა ჯგუფში ვიდეოს გავრცელებას სთხოვენ.

Screenshot 31 სოფო ნიჟარაძისა და ლელა წურწუმიას სახელით გათამაშებებზე ინფორმაციას ყალბი გვერდები ავრცელებენ

რაც შეეხება სოფო ნიჟარაძის პირდაპირი ტრანსლაციების ჩანაწერებს, მისი სახელით სამი სხვადასხვა ვიდეო ცხრა ახლადშექმნილ ფეისბუკ გვერდზე გავრცელდა.  სამივე ვიდეოჩანაწერის ნახვა, რომლებსაც სოფო ნიჟარაძის სახელით მოქმედი ყალბი გვერდები ავრცელებენ, მომღერლის ოფიციალურ ფეისბუკის გვერდზე არის შესაძლებელი. 

Screenshot 32 სოფო ნიჟარაძისა და ლელა წურწუმიას სახელით გათამაშებებზე ინფორმაციას ყალბი გვერდები ავრცელებენ

აღსანიშნავია, რომ სოფო ნიჟარაძის ოფიციალურ გვერდს 12 ოქტომბრის მონაცემებით 403 000 გამომწერი ჰყავს, ყალბი გვერდების გამომწერების რაოდენობა კი 23-დან 222-მდე მერყეობს. გარდა ამისა, ყველა ის გვერდი, რომელიც ფეისბუკ მომხმარებლებს გათამაშებაში მონაწილეობას სთავაზობს, 2022 წლის 6-დან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში არის შექმნილი.

პოსტებსა და კომენტარებში მითითებულია ვებ-საიტი sofianizaradliv.blogspot.com, რომელზე გადასვლისას შემდეგი წარწერები გვხვდება:
“SOFIA NIZHARADZE ოფიციალური საიტი

ახლა თქვენი ჯერია მიიღოთ $10000 ნაღდი ფული! ჩემი მხრიდან, Sofia Nizharadze.

დააჭირეთ ქვემოთ მოცემულ ღილაკს, რომ დარეგისტრირდეთ და მოითხოვოთ თქვენი ჯილდო.” 

აღსანიშნავია, რომ ლელა წურწუმიას სახელით შექმნილი საიტის მსგავსად, სოფო ნიჟარაძის სახელით შექმნილი საიტიც blogger.com-ის საშუალებით არის შექმნილი. ასევე, საიტზე დატანილ ტექსტში და გვერდების მიერ დატოვებულ კომენტარებში შეცდომები გვხვდება და ის ქართული ენის მცოდნის შედგენილს არ ჰგავს.

Screenshot 33 სოფო ნიჟარაძისა და ლელა წურწუმიას სახელით გათამაშებებზე ინფორმაციას ყალბი გვერდები ავრცელებენ

ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში სხვადასხვა კომპანიის სახელით ყალბი გათამაშებები ხშირად ვრცელდება. ყალბი, ახლადშექმნილი გვერდები მომხმარებლებს პოსტის გაზიარების სანაცვლოდ საჩუქრებს ჰპირდებიან, რითაც გვერდზე გამოხმაურებასა და ხილვადობას იზრდიან, ზოგიერთ შემთხვევაში კი პოსტებში მითითებულია სარეგისტრაციო ლინკი, სადაც მომხმარებლებმა პირადი მონაცემები უნდა შეიყვანონ, ეს კი თაღლითური გზით ინტერნეტ მომხმარებლის პერსონალური მონაცემების მოპოვებას ისახავს მიზნად.

თაღლითები ინტერნეტმომხმარებლების მოსაზიდად ხშირად ყალბ ბლოგ-საიტებს და შეცდომაში შემყვან ვებ-გვერდებს საეჭვო პროდუქტების პოპულარიზაციის, პერსონალურ ინფორმაციაზე დაუფლებისა და ფულის მოპოვების მიზნით იყენებენ.  კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები ინტერნეტმომხმარებლებს 2021 წლიდან აფრთხილებენ თაღლითების მიერ შემუშავებული ერთ-ერთი ხერხის შესახებ, რომელშიც ცნობილი ადამიანების ვიდეოები გამოიყენება.  ასეთ დროს ინტერნეტ თაღლითი ცნობილი ადამიანის სახელით ყალბ გვერდებს ქმნის, იყენებს ცნობილი ადამიანების სურათებს, შემდეგ კი იწყებს პირდაპირი ტრანსლაციის გაშვებას, რომელიც ცნობილმა ადამიანმა რამდენიმე თვის ან წლის წინ გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ ცნობილი ადამიანები ასეთ ვიდეოებში მაყურებლების მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობენ, საუბრობენ სამომავლო გეგმების შესახებ, თუმცა არაფერს ამბობენ იმ გათამაშებაზე, რომელსაც პოსტის აღწერებში ვხვდებით. უმეტეს სემთხვევაში ვიდეოებს “პრიზების მისაღებად” დართული აქვს დამატებითი ინსტრუქციები, რაც შეიძლება მოიცავდეს ვებსაიტის ბმულზე დაწკაპუნებას, პერსონალური ინფორმაციის შევსებას ან ფულის გადარიცხვას მათი ანგარიშიდან.

თაღლითურ ფეისბუქ- და ვებ-გვერდებთან დაკავშირებით “მითების დეტექტორი” აქამდეც წერდა, ვრცლად იხილეთ შემდეგი მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist