ხელოვნური კვერცხი თუ ბავშვების სათამაშო? – ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

99
VIEWS

24 იანვარს ფეისბუქ ანგარიშმა Maria Maria-მა გაავრცელა ორი ვიდეოს ფრაგმენტი, რომელზეც, თითქოს, ხელოვნური კვერცხის დამზადებაა ნაჩვენები. ვიდეოს აღწერაში მითითებაა, რომ ეს ჩინური ხელოვნური კვერცხია. პოსტის კომენტარებში კი ადამიანები ვიდეოზე ნაჩვენებს საკვებ კვერცხთან აიგივებენ და წერენ, რომ მსგავსი საქართველოშიც იყიდება, რადგან საქართველოც ,,საცდელი ქვეყანაა”.

აღნიშნული ვიდეო კონტექსტის გარეშე გასულ წლებშიც (1, 2, 3, 4) ვრცელდებოდა. 

khelovnuri kvertskhi ხელოვნური კვერცხი თუ ბავშვების სათამაშო? - ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება

ვიდეო, რომელიც, თითქოს, ჩინეთში ხელოვნური კვერცხის დამზადებას ასახავს, კონტექსტის გარეშე ვრცელდება, რაც მისი საკვებად გამოყენების ეჭვს აჩენს. სინამდვილეში, გავრცელებული ვიდეოს პირველ ნაწილში სტრესის შესამსუბუქებელი სათამაშოა ნაჩვენები, მეორეზე – ბავშვებისთვის განკუთვნილი სათამაშოს დამზადება. არც ერთი მათგანი საკვები დანიშნულებით არ იყიდება.

გავრცელებული ვიდეოს პირველ ნაწილში სტრესის შესამსუბუქებელი სათამაშო, ე.წ. Egg Splat ჩანს. მსგავსი სათამაშო არაერთ მსხვილ ინტერნეტმაღაზიაში იყიდება, მათ შორის Amazon-სა და Walmart-ზე. Amazon-ზე მითითებაა, რომ პროდუქცია ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. ნივთის აღწერაში კი ვკითხულობთ, რომ ის არატოქსიკური კაუჩუკისგანაა დამზადებული. 

kvertskhi1 ხელოვნური კვერცხი თუ ბავშვების სათამაშო? - ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება

ვიდეოს მეორე ნაწილში, ასევე სათამაშო კვერცხის დამზადებაა ნაჩვენები. ქვედა მარჯვენა კუთხეში მწვანე დეტალით ყვითელი ფერის ეტიკეტები ჩანს, ხოლო ზედა მარცხენა კუთხეში ვხედავთ მეორე პირს, რომელიც კვერცხებს ეტიკეტს აკრავს. სათამაშო მსგავსი ეტიკეტით არაერთ ონალინ ვებ-საიტზე იყიდება. ჩინურმა ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია Mygopen-მა იდენტური ვიდეო გადაამოწმა და ჩინური ონლაინ გაყიდვების მაღაზიიდან მსგავსი ეტიკეტის მქონე სათამაშო კვერცხის (ე.წ. Slime Egg) ფოტოც გამოაქვეყნა. France 24-ის ფაქტების გადამოწმების განყოფილებამ, The Observers-მა ასევე გამოაქვეყნა სათამაშო კვერცხის ფოტო, რომელსაც მსგავსი ეტიკეტი აქვს და ასევე ჩინურ ონლაინ გაყიდვების საიტზე იძებნება.  Amazon-ზე ასევე იძებნება კვერცხის ფორმის სათამაშო მსგავსი ეტიკეტით. 

kvertskhi2 ხელოვნური კვერცხი თუ ბავშვების სათამაშო? - ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება
ფოტო: The Observers / Mygopen

kvertskhi3 ხელოვნური კვერცხი თუ ბავშვების სათამაშო? - ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება

2018 წელს, როდესაც სოციალურ ქსელში ხელოვნური კვერცხის დამზადების შესახებ უკონტექსტოდ ანდა მანიპულაციურად აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, ინდოეთის სურსათის უვნებლობისა და სტანდარტების ორგანომ (FSSAI) გზამკვლევი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ხელოვნური კვერცხის წარმოებაზე მტკიცებები სიცრუეა და არ არსებობს ტექნოლოგია, რომლითაც ნატურალური კვერცხის იდენტური პროდუქტის შექმნა შესაძლებელი იქნება. FSSAI ეკონომიკურ ფაქტორზეც მიუთითებს. მათი მიხედვით, კვერცხის დამზადების მოტივაცია მისი გაყიდვა არ უნდა იყოს, რადგან ამ სახით ხელოვნური კვერცხის დამზადება ბევრად ძვირი ძვირი დაჯდება.

საკვები კვერცხის უსაფრთხოების პრობლემა და მასში სხვადასხვა ნივთიერების შერევის შემთხვევა ჩინეთს წარსულში მართლაც ჰქონდა. 2008 წელს, ჩინეთის საკვები ქარხნის მფლობელი საკვებ პროდუქტებში, მათ შორის, კვერცხში მელამინის შერევის გამო დააკავეს. მელამინს, რომელიც პლასტმასის დამზადებაში მონაწილეობს, Hanwei Group-ი თავისივე წარმოებულ კვერცხში ამატებდა. ჩინეთის წარმოებული პროდუქცია დაბინძურების შიშის გამო, მთელ მსოფლიოში გაიწვიეს, ხოლო ქვეყანაში რამდენიმე ადამიანიც კი ემსხვერპლა. კომპანიას დაბინძურებული პროდუქციის სათანადო განადგურება დაევალა.

საკვებ პროდუქტებთან და მათ დამზადებასთან დაკავშირებით დეზინფორმაციული თუ მანიპულაციური ცნობები ადრეც გავრცელებულა, რაც ,,მითების დეტექტორმა” გადაამოწმა. მასალები ვრცლად: 

წყაროს შესახებ:

ფეისბუქ ანგარიში Maria Maria ყალბ ინფორმაციას სისტემატურად აქვეყნებს. მომხმარებელი გამოირჩევა მანიპულაციური შინაარსის პოსტებისა და კონსპირაციის თეორიების გავრცელებით. Maria Maria-ის გამოქვეყნებული ცნობები ,,მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: ჩინეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist