დაუშვა თუ არა ევროკავშირმა მწერების საკვებში გამოყენება და რა ვიცით მათ უვნებლობაზე?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

5.7k
VIEWS

იანვრის ბოლოდან სოციალური ქსელის მომხმარებლები აქტიურად ავრცელებენ ინფორმაციას ევროკავშირის მიერ საკვებ პროდუქტებში მწერების გამოყენების დაშვების შესახებ. მათი ნაწილი ამ გადაწყვეტილებას სკეპტიკურად უყურებს და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკებზე კითხვებს სვამს. 

4 თებერვალს “ალტ-ინფოს” გადაცემა “დღის კომენტარის” სტუმარმა ელიზბარ ელიზბარაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში “მწერების ჭამის პროპაგანდა” გააქტიურდა და უკვე დასაშვებია საკვებში მწერების გარევა, ადამიანის ჯანმრთელობისთვის მათი საფრთხე კი ბოლომდე გამოკვლეული არ არის. 

matqhli დაუშვა თუ არა ევროკავშირმა მწერების საკვებში გამოყენება და რა ვიცით მათ უვნებლობაზე?

2 თებერვალს ქართულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშებმა Bell Bell და ეროვნული სულისკვეთება, ასევე რუსულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშებმა (1, 2) სუპერმარკეტში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნეს, რომლებშიც “ქინდერის” შემადგენლობაში gommalacca-სა და schellack-ს უსვამენ ხაზს და გუგლის საძიებო სისტემაში ამ სიტყვების ძიებისას ნაპოვნ მწერების ფოტოებს აჩვენებენ.

matqhli 1 დაუშვა თუ არა ევროკავშირმა მწერების საკვებში გამოყენება და რა ვიცით მათ უვნებლობაზე?

matqhli 21 1 დაუშვა თუ არა ევროკავშირმა მწერების საკვებში გამოყენება და რა ვიცით მათ უვნებლობაზე?

გავრცელებული ინფორმაცია ნაწილობრივ მცდარია. ევროკავშირმა გარკვეული მწერების საკვებში გამოყენება ნამდვილად დაუშვა, თუმცა სიმართლეს არ შეესაბამება მტკიცება, რომ ისინი ადამიანის ჯანმრთელობაზე პოტენციური საფრთხის კუთხით გამოკვლეული არ არის. სახლის ჭრიჭინასა (Acheta domesticus) და ფქვილის ხოჭოს ჭუპრს (Alphitobius diaperinus larvae) ევროპის სურსათის უვნებლობის სააგენტოს (EFSA) შემოწმება გავლილი აქვთ, რაც ადასტურებს, რომ მათი მომხარება ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი არ არის. რაც შეეხება “ქინდერს”, მის შეფუთვაზე პროდუქტში შელაკის, იგივე ბუნებრივი ფისის არსებობაა მითითებული და არა რომელიმე მწერის. 

2023 წლის 3 და 5 იანვარს ევროკომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით ორი პროდუქტის საკვებად გამოყენებაა დაშვებული, ესენია – სახლის ჭრიჭინა (Acheta domesticus) და ფქვილის ხოჭოს ჭუპრი (Alphitobius diaperinus larvae). მათგან დამზადებული ფქვილი, ასევე მათი გამოყენება კვების წარმოებაში შესაძლებელია გამომშრალ მდგომარეობაში.

ევროკომისიამ მწერებისგან ფქვილის წარმოების და ევროკავშირში გაყიდვის 5-წლიანი ნებართვა ორ კომპანიას – ვიეტნამურ Cricket One Co.-ს და ფრანგულ Ynsect NL B.V.-ს მიანიჭა. როგორც ევროკომისიის ვებგვერდზეა აღნიშნული, ახალ საკვებ პროდუქტს ავტორიზაცია მხოლოდ იმის შემდეგ ენიჭება, რაც მისი ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოება კვლევებით დადგინდება. ორივე ახალმა საკვებმა ევროპის სურსათის უვნებლობის სააგენტოს (EFSA) მკაცრი სამეცნიერო შემოწმება გაიარა, რომლითაც დადასტურდა, რომ ორივე მათგანი უსაფრთხოა დადგენილი დოზებით გამოყენების შემთხვევაში.

matqhli 3 დაუშვა თუ არა ევროკავშირმა მწერების საკვებში გამოყენება და რა ვიცით მათ უვნებლობაზე?

აღსანიშნავია ისიც, რომ სხვა პროდუქტების (რძე, კვერცხი, თევზი ა.შ) მსგავსად, ალერგიული რეაქციის რისკი საკვებად დაშვებულ მწერებსაც ახლავს, ალერგიის ალბათობა იმ ადამიანებში მეტია, რომლებსაც წარსულში ალერგია კიბოსნაირებზე, მტვრის ტკიპებზე და მოლუსკებზე აღენიშნებოდათ. სწორედ ამიტომ, EFSA პროდუქტის მწარმოებლებისგან ალერგენებზე სპეციფიკურ ეტიკეტირებას მოითხოვს.

“ქინდერის” შემადგენლობაში ბუნებრივი ფისი შედის და არა რომელიმე მწერი

ვიდეოში “ქინდერის” შოკოლადის შეფუთვაზე ნაჩვენები ინგრედიენტი gommalacca, იგივე schellack და ქართულად შელაკი არა მწერი, არამედ ბუნებრივი ფისია, რომელსაც ტროპიკულ ტყეებში მობინადრე მდედრი ლაქის ცრუფარიანა (Kerria lacca) გამოყოფს. ეს მწერი მთელს ცხოვრებას ხეზე მიკრული ატარებს.

matqhli 4 დაუშვა თუ არა ევროკავშირმა მწერების საკვებში გამოყენება და რა ვიცით მათ უვნებლობაზე?

შელაკი სხვადასხვა საკვების დასაფარ გარსად გამოიყენება, რათა პროდუქტი ტენიანობისგან დაიცვას. პროდუქტებს შორისაა ტკბილეული, შოკოლადი, სახამებელზე დამზადებული სასუსნავები, საღეჭი რეზინი, თხილეული და ა.შ.  შელაკი უსაფრთხო, არატოქსიკური, ჰიპოალერგიული, უსუნო და უგემო ნივთიერებაა და FDA-ს ავტორიზაციაც 2011 წლიდან მინიჭებული აქვს.

matqhli 5 1 დაუშვა თუ არა ევროკავშირმა მწერების საკვებში გამოყენება და რა ვიცით მათ უვნებლობაზე?

მწერების სხვადასხვა ფორმით საკვები პროდუქტების დამზადების პროცესში გამოყენებასთან დაკავშირებით აქამდე გავრცელებული მტკიცებების შესახებ იხილეთ:

წყაროების შესახებ

ფეისბუქ-პროფილთან Bell Bell კიდევ რამდენიმე ფეისბუქ ანგარიშია დაკავშირებული, ესენია: სიდონია ბელლ, სიდონია ბელლ (სიდონია), სიდონია სათადარიგო გვერდი, ქართველი ქართველი. ერთ-ერთი ანგარიშის URL მისამართში იზაბელა ხომერიკია მითითითებული. Bell Bell და მასთან დაკავშირებული ანგარიშები მხარს “კონსერვატიულ მოძრაობასა” და “ალტ-ინფოს” უჭერენ. Bell Bell კონსერვატიული მოძრაობის მხარდამჭერი ფეისბუქ-ჯგუფის ერთ-ერთი ადმინისტრატორიცაა. 

matqhli 6 დაუშვა თუ არა ევროკავშირმა მწერების საკვებში გამოყენება და რა ვიცით მათ უვნებლობაზე?

matqhli 7 დაუშვა თუ არა ევროკავშირმა მწერების საკვებში გამოყენება და რა ვიცით მათ უვნებლობაზე?

ანგარიშის მიერ აქამდე გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატია:

“მითების დეტექტორმა” ფეისბუქ-ანგარიშის “ეროვნული სულისკვეთება” პოსტები დეზინფორმაციის გავრცელებისთვის არაერთხელ მონიშნა.

matqhli 8 დაუშვა თუ არა ევროკავშირმა მწერების საკვებში გამოყენება და რა ვიცით მათ უვნებლობაზე?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ნაწილობრივ მცდარი
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

წყარო

აა
ალტ-ინფო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist