რა არის მაკდონალდსის “საიდუმლო ინგრედიენტი”?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

712
VIEWS

2023 წლის 8 იანვარს, Facebook მომხმარებელმა Maria Maria ამერიკული სწრაფი კვების ქსელის, მაკდონალდსის ლოგოს გამოსახულების მქონე ბოძის ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე რესტრონების ქსელის ლოგოსთან ერთად მოჩანს წარწერა “ჩვენი საიდუმლო ინგრედიენტი ჩვენი ხალხია.” პოსტის აღწერის მიხედვით, მაკდონალდსი საკუთარ პროდუქციას ადამიანის ხორცისგან ამზადებს. ავტორი ადამიანებს მოუწოდებს, მაკდონალდსში ჭამა შეწყვიტონ. 

Screenshot 10 1 რა არის მაკდონალდსის “საიდუმლო ინგრედიენტი”?

ფოტოზე გამოსახული სლოგანი არა მაკდონალდსის პროდუქციის შემადგენლობას, არამედ რესტორნების თანამშრომლებს ეხება, ხოლო მტკიცება, თითქოს მაკდონალსი საკუთარ პროდუქციას ადამიანის ხორცისგან ამზადებს, მცდარია და 2014 წელს გამოქვეყნებული სატირული სტატიიდან იღებს სათავეს. 

ფოტოზე აღბეჭდილი სლოგანი წარწერით “ჩვენი საიდუმლო ინგრედიენტი ჩვენი ხალხია,” რეალურად, რესტორნების ქსელის თანამშრომლებს ეხება.  მაკდონალდსის ამ სლოგანის მიხედვით, უნიკალურ გემოსა და გამოცდილებას სწორედ რესტორნის თანამშრომლები ქმნიან.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი სლოგანი 2016 წელს კომპანია Wendy’s-მაც გამოიყენა, რასაც ანალოგიურად ხუმრობები და ბრალდებები მოჰყვა, თითქოს პროდუქტებს ისინიც ადამიანის ხორცისგან ამზადებდნენ. მსგავს სლოგანას კოკა-კოლა 2021 წელს თანამშრომლების ძიების კამპანიის ფარგლებში იყენებდა.

Screenshot 11 1 რა არის მაკდონალდსის “საიდუმლო ინგრედიენტი”?

მაკდონალდსის ვებ-საიტზე გამოქვეყნებული ვაკანსია ცხადყოფს, რომ სლოგანი თანამშრომლების შერჩევის კამპანიის ნაწილი  იყო და სხვა ქვეტექსტს არ ატარებდა. აღსანიშნავია, რომ ამავე საიტზე ვხვდებით მაკდონალდსის მიერ გამოყენებულ  სხვა  სლოგანებსსაც, როგორებიცაა: “ვეძებთ მომღიმარ სახეებს” და “ვეძებთ სწორედ შენნაირ თანამშრომელს.”

Screenshot 12 1 რა არის მაკდონალდსის “საიდუმლო ინგრედიენტი”?

Რაც შეეხება გამოქვეყნებულ პოსტში გამოყენებულ ფოტოზე არბეჭდილ ბოძს, სადაც მაკდონალდსის ლოგო და ეს სლოგანია გამოსახული, ის სამხეთ დაკოტაში, ქალაქ ჩემბერლინში მდებარე მაკდონალდსის წინ მდებარეობს

Screenshot 13 რა არის მაკდონალდსის “საიდუმლო ინგრედიენტი”?Screenshot 14 რა არის მაკდონალდსის “საიდუმლო ინგრედიენტი”?

Google Map-ის ქუჩის ხედითაც ჩანს, რომ სხვადასხვა დროს ბოძზე მაკდონადსის სხვადასხვა სარეკლამო სლოგანები იყო გაკრული, მათ შორის: “გასინჯე ვარდისფერი ლიმონათის სლაში” და “ჰეი, შემოერთდი ჩვენს დილის ჯგუფს, განაცხადი შემოიტანე აქ: MHIRE.com”

Screenshot 15 რა არის მაკდონალდსის “საიდუმლო ინგრედიენტი”?

რაც შეეხება მტკიცებას იმის შესახებ, რომ მაკდონალდსი თავის პროდუქციაში ადამიანის ხორცს იყენებს, ის სათავაეს სატირული გამოცემიდან იღებს და წლებია რეალური ფაქტის სახით ვრცელდება. 2014 წელს სატირულმა გამოცემა Huzlers-მა მაკდონალდსის შესახებ სატირული ხასიათის შემდეგი სტატია გამოაქვეყნა: “მაკდონალდსი ადამიანის ხორცის გამოყენებიაში გამოააშკარავეს! (აუცილებლად სანახავი ვიდეო).” სტატია ამტკიცებდა, რომ ინსპექტორებმა ადამიანის ხორცი მაკდონალდსის ქარხნების 90%-ში აღმოაჩინეს და საქმეს FBI იძიებდა. თუმცა, სტატია მთლიანად გამოგონილი იყო. 

მსგავსი ტიპის მტკიცებებს სოციალური ქსელების  რუსულ (1, 2) და ქართულენოვანი მომხამრებლები წარსულშიც ავრცელებდნენ და წყაროდ რაბინ აბე ფინკელშტაინენს ასახელებდნენ, თუმცა ამგვარი პიროვნების არსებობა არ დასტურდება, მისი სავარაუდო ინტერვიუს აუდიო კი YouTube-დან წაშლილია. Ამ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

ამ თემაზე მასალები გამოცემების Reuters-სა და Snopes-ის ფაქტების ანალიტიკოსებსაც მოამზადეს. 

საკუთარ ვებ-საიტზე მაკდონალდსმა პროდუქციის შემდგენლობის შესახებ  შეკითხვებს არაერთხელ უპასუხა და აღნიშნა, რომ ისინი 100% სუფთა საქონლის, ქათმისა და თევზის ხორცს იყენებენ. 

ალექსანდრა კუენინგი
ერასმუს CEERES პროგრამის სტუდენტი, მითების დეტექტორის სტაჟიორი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist