ხელოვნურად ფრინველის ზომაში მომატება თუ ტრადიციული ჩინური კერძის მომზადების პროცესი?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

34
VIEWS

19 დეკემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია, თუ როგორ შეჰყავთ გარკვეული ნივთიერება/ნაერთი შპრიცის მსგავსი მოწყობილობით ფრინველის კანში, რის შემდეგაც ფრინველი იბერება და ზომასა და მოცულობაში იმატებს.
პოსტის აღწერა ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ამ მანიპულაციას მოსახლეობის დაავადების მიზნით განზრახ მიმართავენ, რაც მეორედ მოსვლის ნიშანიც შეიძლება იყოს.

qathmebi1 ხელოვნურად ფრინველის ზომაში მომატება თუ ტრადიციული ჩინური კერძის მომზადების პროცესი?

ვიდეო ჩინური ტრადიციული კერძის Peking duck-ის (იხვი პეკინურად) მომზადების პროცესს ასახავს, რომლის ერთ-ერთი ეტაპი იხვის კანსა და ხორცს შორის ჰაერის შეყვანაა, რაც იხვის კანს უფრო ხრაშუნას, ხორცს კი უფრო ნაზს ხდის. რაც შეეხება ქათმების ან სხვა ფრინველების ინექციას, რათა ისინი ზომაში უფრო დიდი გამოჩნდნენ,  მეფრინველეობის ინდუსტრიაში გავრცელებული და ეთიკური პრაქტიკა არ არის.

თუ კარგად დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ ვიდეოში არა შპრიცი, არამედ ამ ჰაერის შესაკუმში მოწყობილობა (კომპრესორი) ჩანს, რომლის საშუალებითაც იხვის კანი და ხორცი ერთმანეთისგან უნდა განცალკევდეს. 

qathmebi2 ხელოვნურად ფრინველის ზომაში მომატება თუ ტრადიციული ჩინური კერძის მომზადების პროცესი?
კადრები ვიდეოდან

 

ჰაერი გამოიყენება იხვის კანისა და ხორცის ერთმანეთისაგან გასაყოფად, რათა შემწვარი იხვის კანი ხრაშუნა და ხორცი უფრო ნაზი და გემრიელი იყოს. ამ მეთოდით ცნობილი ჩინური კერძი Peking duck კეთდება, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი მომზადების პროცესით გამოირჩევა. “იხვი პეკინურად” მე-13 საუკუნეში ჰანჯოუში, შანხაიდან არც თუ ისე შორს წარმოიშვა და ჩინეთის ერთ-ერთ გამორჩეულ საკვებად მიიჩნევა.

Peking duck-ის მოსამზადებლად იხვებს განსხვავებულ პირობებში ამყოფებენ, რაც მათ ოთხჯერადად გამოკვებას და ისეთ გარემოში გაზრდას გულისხმობს, სადაც თავისუფლად სეირნობა შეუძლიათ.  65 დღის შემდეგ, როცა მათი წონა 5-7 კილოს აღწევს, იხვებს კლავენ. კერძის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი სწორად მომზადებული კანია, რომელიც თხელი, ხრაშუნა და მუქი ყავისფერი უნდა იყოს. ხრაშუნა კანის მიღების საიდუმლოს კანსა და ხორცს შორის ჰაერის ისე შეშვება წარმოადგენს, რომ ისინი ერთმანეთისგან განცალკევდეს. შეწვის დროს დამდნარი ცხიმი კი ხორცს საუკეთესო გემოსა და სტრუქტურას სძენს.

qathmebi3 ხელოვნურად ფრინველის ზომაში მომატება თუ ტრადიციული ჩინური კერძის მომზადების პროცესი?
ფოტო: National Geographic 

იხვის კანისა და ხორცის ერთმანეთისაგან გამოსაყოფად თავდაპირველად ველოსიპედის ტუმბო გამოიყენებოდა, რომელიც მოგვიანებით ჰაერის კომპრესორმა შეცვალა.

იხვის ამ მეთოდით მომზადების პროცესი Youtube-ზე არაერთ ვიდეოშია (1,2) ასახული.

qathmebi4 ხელოვნურად ფრინველის ზომაში მომატება თუ ტრადიციული ჩინური კერძის მომზადების პროცესი?

qathmebi5 ხელოვნურად ფრინველის ზომაში მომატება თუ ტრადიციული ჩინური კერძის მომზადების პროცესი?

კერძის “იხვი პეკინურად” მომზადების ტრადიციული მეთოდის გარდა გარდა, სხვა არაერთი რეცეპტი არსებობს, თუმცა, როგორც ამბობენ, შეკუმშული ჰაერის გამოყენება კანის გამოსაცალკევებლად, კერძს უკეთეს გემოვნურ თვისებებს ანიჭებს.

ქათმების ან სხვა ფრინველების კანში სხვადასხვა ნაერთის შეყვანა  იმ მიზნით,  რომ ისინი ზომაში უფრო დიდი გამოჩნდნენ, მეფრინველეობის ინდუსტრიაში არ არის გავრცელებული და მიღებული პრაქტიკა. ფრინველები ზოგჯერ გამოყვანილია ისეთი სპეციფიკური თვისებებისთვის, როგორიცაა ზომა, ზრდის სიჩქარე, მეხორცულობა ან მეკვერცხულობა სელექციის მეთოდების დახმარებით. ეს პრაქტიკა მიმართულია მეფრინველეობის მთლიანი პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე და არ ემსახურება ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანებას.

აღსანიშნავია, რომ 1970-იანი წლებიდან არსებობს ფრინველის ხორცში მარილიანი წყლის შეყვანის მეთოდი, რაც მეფრინველეობის მწარმოებლების მტკიცებით, ხორცს უფრო გემრიელსა და წვნიანს ხდის. ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ცენტრის პროფესორის, კენეტ მაკმილინის თანახმად, ნატრიუმის ხსნარის კუნთში შეშვება ხელს უშლის წყლის დაკარგვას ტრანსპორტირებისას, სასურსათო მაღაზიებში დებისას ან მომზადების დროს. რა თქმა უნდა, ამ პრაქტიკას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს, რამდენადაც ხორცში შემავალმა ნატრიუმის ზედმეტად მაღალმა დონემ  შესაძლოს მაღალი არტერიული წნევა გამოიწვიოს, რაც გულის დაავადებების და ინსულტის რისკს ზრდის.

არქივი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist