იძულებითი ვაქცინაცია თუ ბოლსონაროს დაკავებული მხარდამჭერები – რას ასახავს ვიდეო?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

50
VIEWS

21 იანვარს საეჭვო ფეისბუქ-ანგარიშმა Maria Maria გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც სპორტდარბაზში მყოფი ათეულობით ადამიანი ჩანს. მათი უმეტესობა იატაკზე წევს, ნაწილი ტირის. ვიდეოზე გაკეთებული წარწერის მიხედვით, ეს ბრაზილიაში მოწყობილი საკონცენტრაციო ბანაკია, პოსტის ავტორი კი წერს, რომ კადრები იძულებით ვაქცინაციას ასახავს.

Screenshot 11 4 იძულებითი ვაქცინაცია თუ ბოლსონაროს დაკავებული მხარდამჭერები - რას ასახავს ვიდეო?

მტკიცება, თითქოს ვიდეო საკონცენტრაციო ბანაკსა და იძულებით ვაქცინაციას ასახავს, დეზინფორმაციულია. რეალურად, ვიდეო ბრაზილიის პოლიციის ეროვნული აკადემიის სპორტდარბაზშია გადაღებული და მასში ნაჩვენები ადამიანები ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონაროს მხარდამჭერები არიან, რომლებიც კონგრესსა და პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის შემდეგ დააკავეს. მათ ნებაყოფლობითი ვაქცინაცია შესთავაზეს, თუმცა 904 დაკავებულიდან მხოლოდ 134 აიცრა.

გავრცელებული კადრები, რომლებსაც იძულებით ვაქცინაციას მიაწერენ, ბრაზილიის მუნიციპალიტეტ ტაკვარიში მდებარე პოლიციის ეროვნული აკადემიის სპორტდარბაზშია გადაღებული. სწორედ ამ სპორტდარბაზში გადაიყვანეს ბოლსონაროს მხარდამჭერები, რომლებიც სახელმწიფო შენობებში შეჭრის გამო დააკავეს. 

მედიასაშუალებებსა და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ფოტოებსა და ვიდეოებზე დაკვირვებით მარტივად დგინდება, რომ გავრცელებულ ვიდეოში ნამდვილად სპორტდარბაზში გადაყვანილი ბოლსონაროს მხარდამჭერები არიან ნაჩვენები. 

Screenshot 12 4 იძულებითი ვაქცინაცია თუ ბოლსონაროს დაკავებული მხარდამჭერები - რას ასახავს ვიდეო?Screenshot 14 4 იძულებითი ვაქცინაცია თუ ბოლსონაროს დაკავებული მხარდამჭერები - რას ასახავს ვიდეო?

გავრცელებულ ვიდეოს პორტუგალიურ ენაზე “2023. ბრაზილია. საკონცენტრაციო ბანაკი” აწერია. რამდენიმე ბრაზილიელმა პოლიტიკოსმა და სოციალური ქსელის მომხმარებლებმა სპორტდარბაზში გადაღებული ვიდეოები გაავრცელეს და იქაურობა ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკს შეადარეს.

რაც შეეხება ვაქცინაციას, ადგილობრივი მედია წერს, რომ დაკავებულებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ სამედიცინო სკრინინგი ჩაუტარეს და კორონავირუსის, ჰეპატიტის, ტეტანუსისა და წითელა-წითურა-ყბაყურას (MMR) საწინააღმდეგო ვაქცინები შესთავაზეს. სასჯელაღსრულების ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, ვაქცინების მიღება ნებაყოფლობითი იყო და 904 დაკავებულიდან მხოლოდ 134 აიცრა, დანარჩენებმა ვაქცინებზე უარი განაცხადეს.

2020 წლის 17 დეკემბერს ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ სავალდებულო, თუმცა არა იძულებითი ვაქცინაცია კონსტიტუციურია. ეს იმას ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტებს შეეძლოთ გარკვეული შეზღუდვები დაეწესებინათ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არ იყვნენ ვაქცინირებული, მაგალითად შეეზღუდათ მათი საჯარო ადგილებში შესვლა. თმცა 2021 წლის 1 ნოემბერს შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მიიღო N620 დადგენილება, რომელიც დამსაქმებლებს ახალი თანამშრომლის მიღების ან უკვე არსებულის შენარჩუნების პროცესში ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის მოთხოვნას უკრძალავს

ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერებმა დემონსტრაციების გამართვა ქვეყნის ახალი პრეზიდენტის ლულა და სილვას ინაუგურაციიდან 1 კვირაში დაიწყეს, რადგან არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ლულა და სილვას გადადგომას მოითხოვენ. ბოლსონარო ლულასთან 30 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამარცხდა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ბრაზილია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist