ვიდეორგოლში, რომელიც გერმანულ რეკლამად გაასაღეს, რუსი მსახიობები მონაწილეობენ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

2.3k
VIEWS

26-27 ივლისს ფეისბუქზე ქართულ (1, 2,) და რუსულენოვანმა მომხმარებლებმა (1, 2, 3, 4, 5) გაავრცელეს ვიდეო, რომელიც, აღწერის მიხედვით, გერმანელების მიერ გადაღებულ რეკლამას წარმოადგენს. რუსულენოვანი მომხმარებლები დამატებით აღნიშნავენ, რომ ვიდეო გერმანული პარტიის “ალტერნატივა გერმანიისთვის” მიერ დამზადებული სოციალური რეკლამაა. ვიდეოში, გერმანიის შეიარაღებული ძალების ფორმაში გამოწყობილი პირები გერმანულ ოჯახში შედიან და მათ ყველაფერს ართმევენ, რათა უკრაინას დახმარება გაუგზავნონ. ვიდეოს ბოლოს, ერთ-ერთი ჯარისკაცი ნაცისტურ მისალმებას აკეთებს და ამბობს – “ჰაილ ზელენსკი”. კადრებში გვხვდება წარწერა: „Ist dein Haus in der Nato? Akzeptiere die Nato in deinem Haus.” (არის შენი სახლი ნატოში? მიიღე ნატო შენს სახლში). ვიდეოს ბოლოს ასევე აღნიშნულია, რომ ომის დაწყებიდან უკრაინის დასახმარებლად გერმანული ოჯახების კუთვნილი ფულიდან 22 მილიარდი ევრო დაიხარჯა.

ვიდეო ასევე გავრცელდა РИА Новости-ის და სხვა რუსული მედია საშუალებების  ვებ-საიტებზე (1, 2, 3). აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი რუსული მედია, ასევე Russia Today-ს ტელეგრამ არხი არ წერს, რომ ვიდეო გერმანელებმა დაამზადეს და აღნიშნავენ, რომ გერმანელების შესახებ ვიდეო ინტერნეტში ვრცელდება.

Screenshot 2023 07 28 121510 ვიდეორგოლში, რომელიც გერმანულ რეკლამად გაასაღეს, რუსი მსახიობები მონაწილეობენ Screenshot 2023 07 28 121515 ვიდეორგოლში, რომელიც გერმანულ რეკლამად გაასაღეს, რუსი მსახიობები მონაწილეობენ Screenshot 2023 07 28 121519 ვიდეორგოლში, რომელიც გერმანულ რეკლამად გაასაღეს, რუსი მსახიობები მონაწილეობენ

გავრცელებული ვიდეო გერმანელების მიერ შექმნილი სოციალური რეკლამა არ არის. გერმანულმა პარტიამ “ალტერნატივა გერმანიისთვის” ასევე უარყო ვიდეოსთან კავშირი. გადამოწმების შედეგად კი დადგინდა, რომ აღნიშნულ ვიდეორგოლში რუსი მსახიობები მონაწილეობენ.

ვიდეო რუსულ სოციალურ მედიასა და ვებ-საიტებზე იმ ინფორმაციით გავრცელდა, თითქოს ის გერმანულმა პარტიამ “ალტერნატივა გერმანიისთვის” გადაიღო. აღსანიშნავია, რომ ვიდეოში პარტიის სახელი ნახსენები არ არის და კადრებში არც მათი ლოგო ჩნდება. ინფორმაცია გერმანულმა მედიამ გადაამოწმა (1, 2) და როგორც პარტიის “ალტერნატივა გერმანიისთვის” პრეს სამსახურმა განაცხადა, მათ ვიდეოსთან კავშირი არ აქვთ და მის შესახებ მხოლოდ ამ მედიების საშუალებით გაიგეს. 

გავრცელებული ვიდეო რუსულენოვანმა გამოცემებმაც “მედუზამ” და “სააგენტომ”, ასევე “რადიო თავისუფლების” რუსულმა სამსახურმა გადაამოწმეს. გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ვიდეორგოლში მონაწილეობას რუსი მსახიობები იღებენ. “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტ მარკ კრუტოვის ტვიტერ ანგარიშზე გამოქვეყნებულია ამ მსახიობების ფოტოები და ვინაობაც. ქმრის როლს თამაშობს ვალენტივ ვარაბიოვი, ცოლის როლს – მოსკოველი იულია კონიუხოვა, ჯარისკაცების ხელმძღვანელის როლს ასრულებს იულია მანდრიკო, ერთ-ერთი ჯარისკაცისას კი – იგორ ალექსეევი.

Screenshot 2023 07 28 121523 ვიდეორგოლში, რომელიც გერმანულ რეკლამად გაასაღეს, რუსი მსახიობები მონაწილეობენ
წყარო: Twitter
Screenshot 2023 07 28 121528 ვიდეორგოლში, რომელიც გერმანულ რეკლამად გაასაღეს, რუსი მსახიობები მონაწილეობენ
წყარო: Twitter 

 

Screenshot 2023 07 28 121548 ვიდეორგოლში, რომელიც გერმანულ რეკლამად გაასაღეს, რუსი მსახიობები მონაწილეობენ
წყარო: Twitter
Screenshot 2023 07 28 121555 ვიდეორგოლში, რომელიც გერმანულ რეკლამად გაასაღეს, რუსი მსახიობები მონაწილეობენ
წყარო: Twitter 

ვიდეორგოლში მონაწილე პირები “მითების დეტექტორმაც” გადაამოწმა, სახის ამომცნობი ინსტრუმენტის მეშვეობით დადასტურდა, რომ ისინი ნამდვილად რუსი მსახიობები არიან. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ვიდეო რუსულ ბლოგებსა და ვებ-საიტებზე გავრცელდა და არა გერმანულ მედიაში, რაც დამატებით ადასტურებს, რომ ვიდეო რუსებმა შექმნეს. გამოცემა Deutsche Welle-ს, ასევე რუსი ჟურნალისტის ილია ბერის ინფორმაციით, ვიდეორგოლში მონაწილე ერთ-ერთმა მსახიობმა იულია კონიუხოვამ ინსტაგრამზე დაწერა, რომ ვიდეო Russia Today-მ გადაიღო, თუმცა მოგვიანებით ეს პოსტი კონიუხოვამ წაშალა.

Screenshot 2023 07 28 121608 ვიდეორგოლში, რომელიც გერმანულ რეკლამად გაასაღეს, რუსი მსახიობები მონაწილეობენ
სქრინშოტი: Ilya Ber

წყაროების შესახებ: 

ფეისბუქ ანგარიშს “ირაკლი ანთიძე” არაერთი  ანტიდასავლური, ანტიუკრაინული და ანტივაქსერული დეზინფორმაცია გაუვრცელებია, რომლებიც მითების დეტექტორმა გადაამოწმა (1, 2.

Screenshot 2023 07 28 121640 ვიდეორგოლში, რომელიც გერმანულ რეკლამად გაასაღეს, რუსი მსახიობები მონაწილეობენ

ფეისბუქ პროფილს “Nutsa Javelidze” დეზინფორმაცია წარსულშიც გაუვრცელებია.

ფეისბუქ ანგარიში “Vladimir Shemchuk” ანტიდასავლური და ანტიუკრაინული ხასიათის პოსტებს ხშირად აქვეყნებს. მის მიერ გავრცელებული პოსტები მითების დეტექტორს დეზინფორმაციად არაერთხელ მოუნიშნავს(1, 2).

Screenshot 2023 07 28 121644 ვიდეორგოლში, რომელიც გერმანულ რეკლამად გაასაღეს, რუსი მსახიობები მონაწილეობენ

უკრაინასთან დაკავშირებული დეზინფორმაცია წარსულში ასევე გაუვრცელებია

რუსულენოვან ფეისბუქ ანგარიშს “Alla Hancis”. 

Screenshot 2023 07 28 121650 ვიდეორგოლში, რომელიც გერმანულ რეკლამად გაასაღეს, რუსი მსახიობები მონაწილეობენ


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist